თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია თავის თავზე ამა თუ იმ კომპანიის დაირექთ მარკეტინგის უნიჭო სვლები, იქნება ეს ფოსტით მოსული უსარგებლო და არაფრისმთქქმელი ინფორმაცია, უაზრო და ტვინის წამღები მესიჯები თუ სხვა რამე, შეგიძლიათ კომენტარებში განავრცოთ.
მაგრამ მარკეტინგიც არის და მარკეტინგიცო თქვეს Yves Saint Laurent -ში და წამოიწყეს დიდი პარტიზანული და პირდაპირ მარკეტინგული აქციები ბრენდის სიახლეების განვრცობისა და ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით. საუბარია პროექტზე Manifesto.
Manifesto – ეს არის 20-30 გვერდიანი ბუკლეტი, რომელშიც წარმოდგენილია კოლექციების ფოტოები, გარკვეულ პერიოდზე გარკვეული მოდელების მიერ. 2007- 2008 წლის შემოდგომა -ზამთრის კოლექცის წარმოადგენს ჯიზელ ბუნდჰენი, 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას კეიტ მოსი, შემდეგს ნაომი კემპბელი, მერე კლაუდია შიფერი და ბოლოს 2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას კრისტი ტარლინგტონი. Continue reading