Tommy Hilfiger S/S 2014 – NY fashion week

მე პირადად Tommy Hilfiger-ის მიმართ საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი და უკვე ძალიან ბევრი წელია ამ ბრენდის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი ვარ. აუცილებლად შევდივარ ხოლმე მაღაზიებში თუ საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ პროდუქციას ძირითადად ამაზონიდან ვიწერ ხოლმე. ფასიც და ხარისხიც აბსოლუტურად მისაღებია, ერთადერთი ის ნაკლი აქვს რომ ამაზონზე არც ისე დიდი არჩევანია ხოლმე.

რაც შეეხება 2014 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექციას, დიზაინერების ინსპირაციად ამ კოლექციისთვის კალიფორნიის მზიანი სანაპიროები იქცა, ლაღი ფერები, მარტივი სილუეტები, ფერთა დიდი გამა და ამასთანავე ჯანსაღი ცხოვრების სტილის გავლენა – რამაც კოლექცია სპორტულისკენ გადახარა.

 

Continue reading →

Isabel Marant F/W 2013

ამჯერად გადავინაცვლოთ პარიზის მოდის კვირეულზე და დავათვალიეროთ ერთად ჩემი უსაყვარლესი დიზაინერის Isabel Marant-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია.

ეს ბრენდი არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, ის ყოველთვის იქნება ფრანგი და ამერიკელი გოგონების უსაყვარლესი ბრენდი, თუმცა არა მხოლოდ მათი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექცია საკმაოდ მუქი და საკმაოდ “შავოსანი” გააკეთა, მე მაინც არ დავრჩი იმედგაცრუებული, ის ლეერინგი, ის სტრიტ სტაილი, ის ნაქსოვი თემა რაც ასე მიყვარს მათ კოლექციებში აქაც უხვად არის გამოყენებული.

Casual & Simple –  ასე შევაფასებდი ამ ოდნავ ბოჰემურ მაგრამ მკვეთრად სთრიითსტაილურ კოლექციას.

 1

Continue reading →

Dsquared² F/W2013

მილანის მოდის კვირეული , რომელიც ეძღვნებოდა 2013–14 წლების შემოდგომა ზამთარს,  დასრულდა და დროა გადავიდეთ ამ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი  უამრავი ულამაზესი კოლექციის მიმოხილვაზე.

ვიწყებ Dsquared² -თი, როგორც თანამედროვე მოდის ერთ – ერთი ყველაზე კაშკაშა ბრენდის. კატანების ფანტაზია ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა.

2013-14 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, კატენებმა გადაწყვიტეს რომ 40-იანი წლების გლამური გაეცოცხლებინათ და ქალბატონების ელეგანტურობაზე გაეკეთებინათ აქცენტი. კოლექცია შედგება მამაკაცური სამოსისგან, რომლებიც იდეალურად არის მორგებული ქალბატონებზე, არაერთი ულამაზესი, დახვეწილი და ელეგანტური კაბისგან, მოსასხამისა და პალტოსგან.

2

Continue reading →

Dream About 60′s

https://i0.wp.com/3.bp.blogspot.com/-IP1Fa5GDh00/TywYDHjdtoI/AAAAAAAAByE/GTiR1RAN_G4/s400/tumblr_laxblyZxz91qdfdhao1_500.jpg?w=620

დიდი ხანია მინდოდა 60-იანების შესახებ დამეწერა, მაგრამ რატომღაც ვერ მოვაბი თავი. მაგრამ აი შთაგონებაც მოვიდა …

ერთ კვირაზე მეტია ახალი ჰობი მაქვს ცხოვრებაში, ძველი შავ-თეთრი ფილმების ყურება 🙂 1938 წელს გადაღებულებიდან დავიწყე და უკვე 10-12 ფილმი მაქვს ნანახი. მიუხედავად შავ-თეთრობისა, ბევრი მათგანი ძალიან ძალიან საინტერესოა არა მარტო შინაარსით არამედ იმითაც რომ თვალნათლივ არწერს მაშინდელ საზოგადოებაზე და ხედავ თუ რამხელა განსხვავებაა დღევანდელ და მაშინდელ საზოგადოებას შორის. სწორედ ამ ფილმებმა გამახსენა რომ 60-იანების მოდის შესახებ არ დამიწერია დიდი ხანია და აი ეს პოსტიც გამოცხვა 🙂  Continue reading →