ვაგრძელებ 2012 წლის გაზაფხულისათვის შექმნილი კოლექციების შესახებ მოყოლას, ამჯერად ავარჩიე Shu Uemura -ს კოლექცია სახელწოდებით Celestial Garden.
მოდის სახლების პარალელურად კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიებმაც 2012 წლის გაზაფხული პასტელური ფერების პერიოდად გამოაცხადეს და ცდილობენ რომ მაკიაჟიც ნატურალურ და ნაზ ფერებში დაამკვიდრონ.
“ციური ბაღი” – საკმაოდ უცნაური სახელია კოსმეტიკის კოლექციისათვის, მაგრამ თავად ამ კოლექციაში წარმოდგენილი პროდუქციის ფერები მართლაც კარგად მიესადაგება ამ ფერებს : Continue reading
უმძიმესი ხანა არა მხოლოდ მოდის არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ომმა ყველა სფეროს, ყველა ადამიანს, ეკონომიკას და ყველაფერს ზოგადად თავისი მძიმე დაღი დაასვა. მასალა მათ შორის ნაჭრები და აქსესუარებისათვის გამოსაყენებელი სხვა დეტალები ურთულესი საშოვნია, რადგან ომმა შთანთქა ყველაფერი, წარმოება თითქმის შეჩერებულია, ხოლო არსებული მასალები კი სულ ომის საჭიროებას ხმარდება.
მაგრამ მარკეტინგიც არის და მარკეტინგიცო თქვეს Yves Saint Laurent -ში და წამოიწყეს დიდი პარტიზანული და პირდაპირ მარკეტინგული აქციები ბრენდის სიახლეების განვრცობისა და ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით. საუბარია პროექტზე Manifesto.