LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading →

Nicole Warne 4

Nicole Warne: Self-Styled Queen

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების აღფრთოვანებას იწვევენ და სხვებისთვის შთაგონებისა და მიბაძვის წყარო ხდებიან ხოლმე.

მე პირადად ძალიან მიყვარს Fashion Blog-ების კითხვა თავისუფალ დროს, როგორც ქართველების ასევე უცხოური ბლოგების, განსაკუთრებით ესპანელ ბლოგერებს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა მყავს რამდენიმე ძალიან საყვარელი არაესპანელი ბლოგერიც.

კიარა ფერანიზე (Chiara Ferragni) არ მინდოდა პოსტის დაწერა რადგან კიარას ისედაც თითქმის ყველა იცნობს ვისაც მოდა აინტერესებს, ასევე ბევრი ადამიანისათვის არის ნაცნობი ჩემი მეორე ფავორიტი ავსტრალიელი ბლოგერი Nicole Warne –  მინდა მის შესახებ გაიგოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა.

Nicole Warne 9 Continue reading →

Viktor&Rolf Haute Couture SS2015

ცოტა გვიანი პოსტია, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ მაქვს ხოლმე წერის დრო 🙂

Viktor&Rolf-ის ეს კოლექცია შთაგონებულია ვინსენტ ვან გოგის სურათებში გამოყენებული სოფლის მაცხოვრებლებით, სოფლებისა და პეიზაჟების სურათებიდან წამოსული საოცარი ენერგიით.

სოფლის სიჯანსაღე, ყანები, მზით გამთვარი დედამიწა და ულამაზესი ყვავილები- ყველაფერი ეს შერწყმული ორგანულ აქსესუარებთან- რომელიც თავთავებიანი შლაპების სახით არის წარმოდგენილი  – ქმნის მართლაც რომ საოცრად საინტერესო კოლექციას.

Continue reading →

Elie Saab Haute Couture S/S 2015

Another dreamy and glamorous Haute Couture collection in Paris

ამჯერად კოლექციას აღმოსავლური სურნელი დაჰკრავს და დიზაინერის მშობლიური ქალაქის ბეირუთის სილამაზე და მომხიბვლელობა გახდა შთაგონება.

აღმოსავლური შტრიხები ულამაზესად არის გადმოცემული ამ უნიჭიერესი ადამიანის ღვთაებრივ ქმნილებებში.

Continue reading →