ფოთი, დღე პირველი

ფოთის მაღაზიის ნახვა განსაკუთრებით მაინტერესებდა, რადგან აქ განხორციელდა პირველი რებრენდინგი,  კერძოდ კი ფასადის ფერების შეცვლა ლურჯ და თეთრ ფერებში.

დანახვისთანავე შემიყვარდა ახალი მაღაზია, თან ბოლო 2-3 კვირა ისე გადავაკვდით მე აქედან და შოთა და ბიჭები იქვე ამ მაღაზიის “დანავაროტკებას” და გახსნას რო- შანსი არ იყო არ შემყვარებოდა.
A4 ფურცელზე მქონდა ჩამოწერილი მთელი დღის გეგმა, რაც უნდა მომესწრო მეორე დღემდე, უამრავი საქმე იყო და ძალიან ცოტა დრო, გარდა ამისა უნდა მომესწრო სალონის ნახვა სადაც მეორე დღეს შევძლებდი თმის დავარცხნას.
შოთამ  მაღაზია გააღო, დამლაგებლები შევუშვით, დავალებები მივეცით და წავედით საქმეებზე, დაახლოებით 2 სათი დავკარგეთ რაღაცეების გარკვევაში, ყიდვაში, მოპოვებაში, ამასობაში ბიჭები მივიდნენ მაღაზიაში და დავიწყეთ საბოლოო ინსტრუქტაჟი, 1 საათში მაღაზია ცოტა ვიდზე უნდა მოსულიყი რადგან გადაღებები იყო დანიშნული რუსთავი 2-სთვის.
ამასობაში ფოთის მერიამ ძალიან კეთოლი საქმე გაგვიკეთა, განცხადება გვქონდა შეტანილი მაღაზიის წინ ხეების გადაბელვაზე, რადგან ფასადი საერთოდ არ ჩანდა შორიდან. რამდენიმე დღე ველოდით მათ გადაწყვეტილებას და ისე რომ პასუხიც არ უთქვამთ – გამოგზავნეს  ბრიგადა რომლებმაც მოაკრიალეს ის ტერიტორია, დაალაგეს კიდევაც და ფასადმა გამოანათა.
რუსთავი 2 მოვიდა, სიუჟეტი ჩავწერეთ, სახელდახელოდ დალაგებულ მაღაზიაში და დავიწყეთ უკვე გენერალურად დალაგება. 3 სათი თითოეულმა ჩვენთაგანმა ფიზიკურად ვიმუშავეთ რასაც ქვია, ნელ ნელა ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ენერგია წინა ღამის უძილობის გამო.

დაახლოებით 70% -ი გეგმისა რომ შევასრულეთ, უკვე დადგა დრო მე და შოთას გვეძებნა რესტორანი  გახსნის შემდგომი ბანკეტისთვის და მართლაც მივაგენით ულამაზეს ადგილს ფოთის პორტთან – რესტორან „იახტ კლუბს“ – ზღვისპირა რესტორანს, გარეთ მოწნული მაგიდებით და სავარძლებით, პალმებით და სხვა ულამაზესი მცენარეებიანი გაზონებით, დანახვისთანავე შემიყვარდა ეს ადგილი, იქვე იკო პატარა იახტებისა და  ნავების ნავსაყდელი და საოცრად უხდებოდა ამ ადგილს.
დაველაპარაჯკეთ მენეჯერს,შევათანხმეთ დეტალები, დრო, მენიუ, სად დადგებოდა მაგიდები და ასე შემდეგ და კმაყოფილი წამოვედით უკან.

სასტუმროში ჩექ-ინი გავაკეთე და ძალიან გაოცებული დავრჩი რომ – სასტუმრო „ანკორი“ ამ დონეზე გაბანძდა, აი ძალიან.
ცოტა მოვწესრიგდი, – წყალმა მაინც მომიყვანა ენერგიაზე, ცოტა ხანი დავწექი და ჩამეძინა ეგრევე,  შოთას ზარმა გამაღვიძა აღარ მივდივართო? ბაზარში უნდა წავსულიყავით ხილის ასარჩევად ფურშეტისთვის. მომაკითხა და ბაზრის მერე გეზშიც წავედით.
მოვიხიბლე გეზით, ადგილი უფანტასტიურესი -ჰორიზონტზე სულ ზღვა, შენობა ძალიან ლამაზი და ნაფიქრი, პარკინგი მოწესრიგებულიო, შიგნითაც ძალიან მოწესრიგებული ყველაფერი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

მერე მივედით ისევ მაღაზიაში, და ღამის 10 საათამდე თითოეულ დეტალს ვალაგებდით, მტვრის თითოეულ ნაწილაკს ვასუფთავებდით, სტენდებს ვალაგებდით, სასაჩუქრე პაკეტები, კატალოგები – მოკლედ უამრავი საქმე იყო.

11-ის ნახევრისკენ დავიშალეთ, ხვალ 10 საათიდან ისევ უნდა გაგვეგრძელებინა, სასტუმროში ცოტა ხანი წიგნის წაკითხვა ვცადე მაგრამ კოღოებმა არ დამაცადეს და ეგრევე ჩავაქრე შუქი და ალბათ 1 წუთში უკვე გათიშულს მეძინა დილამდე 🙂

Comments

comments

6 thoughts on “ფოთი, დღე პირველი

  1. maia says:

    ფაქტია, რომ თქვენი ასეთი შრომის შედეგი ვნახეთ და თქვენთან ერთად ყველა ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავით:)))

  2. gogliko16 says:

    მაღაზია მართლა ლამაზია… ვნახე.
    ათიანი პლიუსით…

  3. ირინკა says:

    “იახტ კლუბი” როგორც ფოტოზე მოვკარ თვალი ლამაზია…ალბათ ბანკეტის ფოტოებშიც გექნება…სალონი თუ იპოვე??? 😀

  4. Taa says:

    მადლობა გოგლიკო

    ირი,

    კი სალონი ვნახე იქვე სასტუმროს გვერდით 🙂

  5. taknatuna says:

    სხვათაშორის შენს ჩაცმულობაშიც შეინიშნებოდა მაღაზიის ფერები :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *