შაბათი, 30.07.2011

ეს შაბათიც ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა სხვების მსგავსად რომ არა რამდენიმე ცვლილება, შუადღეზე ჩემმა დამ დამირეკა გურიიდან გამოვდივართ და ვიკი და დედა მოგვყავსო და გორში დაგვხვდითო. თვითონ იქ უნდა დარჩენილიყვნენ 1 დღით, ვიღაცის ქორწილში, ამიტომ სადღაც 5 საათი იყო, სამსახურიდან გამოვედი, დიმას მივაკითხე, ვისადილეთ და წავედით გორისკენ.

გორში არასოდეს არ ვიყავი ნამყოფი, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი 🙂 მისადგომად ცოტა დახლართული მეჩვენა, სადღაციდან სადღაც უნდა გადაუხვიო, მერე სადღაც ჩიხებში იბოდიალო, მაგრამ უცებ თვალწინ იშლება პატარა და საოცრად სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი, თუმცა დაცხრილული და დანაღმული ფასადებით.

სადღაც 7 საათი იყო გორში რომ ჩავედით და აღმოჩნდა რომ მინიმუმ საათნახევარი უნდა გველოდა რადგან ხატიას სურამში შეუვლია ჩვენს მეგობართან. სიამოვნებით მივირე ეს ნიუსი, მანქანა გავაჩერეთ ძალიან სუფთა და მოწესრიგებულ ცენტრში, ყავის სახლის წინ, დავკეტეთ და წავედით სასეირნოდ.

არც გზა ვიცოდით და არც არაფერი, პირველი მისია იყო გვეყიდა ცივი ენერჯი დრინქები სადმე და მერე გვეხეტიალა უგზო უკვლოდ, ასეც ვქენით, შევედი ერთ ძალიან საინტერესო მარკეტში, რომლის სახელიც სამწუხაროდ დამავიწყდა, არადა ვიტრინებზე მეილიც კი ეწერა და შიგნიდან საუცხოოდ იყო გაფორმებული 🙂

ვიარეთ ალბათ 40–50 წუთი, ვნახეთ პატარა და დიდი სკვერები, სადაც უამრავი ხალხი იყრიდა თავს, ოჯახებით, პატარა ბავშვები ეტლებით, უფრო მოზრდილები შადრევნებში. უკვე სიგრილე იყო და გვსიამოვნებდა ასე სიარული, თან კალიების ჭაჭანება არ იყო არსად. იმდენი ვიხეტიალეთ ბაზართანაც აღმოვჩნდით, შევიხედეთ რომ გორული გემრიელი ხილი გვეყიდა მაგრამ ძირითადად დახლები დაკეტილი იყო უკვე.

მერე დავბრუნდით ყავის სახლთან, უკვე ბინდდებოდა, წინ გამოტანილ მაგიდებთან დავსხედით, დიმა ეგრევე გუგლში ჩაიძირა, მე ყურსასმენები გავიკეთე და ამ ბოლო დროს ამოჩემებულ 2 სიმღერას ვუსმენდი ჩემი დის მანქანის გამოჩენამდე

20 წუთში დაახლოებით მანქანაც გამოჩნდა და ვიკის რომ მივეწებე დაძინებამდე აღარც გამიშვია ხელიდან, უზომოდ მენატრებოდა, უზომოდ.

 

Comments

comments

10 thoughts on “შაბათი, 30.07.2011

  1. ფსიქე says:

    მეც ეგ ყავის სახლი ვიცი გორში ^^ სულ სამჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა სამივეჯერ ^^

  2. ვერა says:

    გორელი ვარ და აქ ვცხოვრობ მთელი ცხოვრება,მაგრამ დაცხრილული და დანაღმული ფასადი მე ჯერ არ მინახავს და შენ სად ნახე??? 😀 დანარჩენში გეთანხმები

  3. ეკა says:

    შენ უეჭველი დაფნეში იყავი, მაღაზიაში. შიგნიდან მართლაც ლამაზადაა გაფორმებული 🙂

  4. Taa says:

    ვერა

    ვერა, არადა ძალიან ბევრი ვნახე
    დიმას ადრეც ქონდა ნანახი და სპეციალურად მიმაქცევინა ყურადღება, იმ ქუჩაზე ზუსტად სადაც ყავის სახლი დგას

    ეკა
    ხოოოოო, დაფნე ერქვა 🙂

  5. ხატია says:

    ვაიმე გორში რომ “ელდეპოს” ხინკალიააა აი ეგეთი არსად არასდროს არ მიჭამია! უგემრელესი ის სიტყვა არაა რომელიც სრულად გადმოსცემს იმ ხინკლის გემოს! ყველას ვურჩევ გასინჯოს, სხვათაშორის ცენტშია! :))

  6. Taa says:

    ხატია

    ხინკალი არ ვიცი, არ ვარ ხინკლისმჭამელი
    მაგრამ დიმასგან ვიცი რომ სადღაც გორში აკეთებენ საქართველოში ყველაზე გემრიელ კატლეტებს
    სათევზაოდ რომ დადის სულ მანდ ჭამს ხოლმე, ხანდახან ასე მგონია საკატლეტოდ მიდის ვიდრე სათევზაოდ მეთქი ისე აქებს :დ

  7. ელა says:

    აუუ რა კარგიააა ქმარუკასთან ერთად სიარულიიი,ეხლა მეც მომინდა რაგაც ოჯახური პონტი ამ შენი პოსტის შემდეგ.გავრისკო მეორედ?

  8. ქეთა says:

    ელა

    ქმარუკა რა სიტყვააა? რას ერჩი შენს მეუღლეს? :დ

    თათ, მიყვარს ესეთი პოსტები, გრძნობით ნაწერი ყოველდღიურობა
    მაგრამ გეთანხმები როცა არაფერია საინტერესო – “გავიღვიძე ყავა დავლიე”–ს დაწერას სჯობს საერთოდ არ დაწერო არაფერი 🙂

  9. lenka says:

    ძალიან მაგარი მუსიკაა
    უკვე მეც მესამედ გავუშვი რიპიტზე 🙂

    გორმა დამაინტერესა, ისე გიწერია ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთა გეგონება
    მიმზიდველად და დამაინტრიგებლად 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *