კავშირები სივრცეში

რატომღაც მხატვრობა არასოდეს მიზიდავდა გამოფენებზე სიარულის დონეზე. მომწონს გარკვეული ნახატები, გარკვეული მხატვრები მაგრამ არა ისე რომ მათი ბიოგრაფიები ვიკითხო და შემოქმედება შევისწავლო. (თუმცა მხატვრული ნაწარმოები არაერთზე დაწერილა და არაერთი წამიკითხავს, მაგრამ ეს როგორც ლიტერატურა და არა როგორც ბიოგრაფია)

რამოდენიმე დღის წინ კი მივიღე მოწვევა ნათია წიკლაურის გამოფენაზე ერთ ერთი ჩემი უსაყვარლესი ადამიანისგან, სადაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი წასვლას, ლექციების გამო, თუმცა ზუსტად ბოლო 15 წუთში რაღაცეები შეიცვალა და მე აღმოვჩნდი ამ გამოფენაზე.

ნათია წიკლაურის პერსონალური გამოფენა “კავშირები სივრცეში” – ჯერ კიდევ იმართება და კიდევ 2 დღე გაქვთ რომ ეწვიოთ გალერეა 9-ს, გუდიაშვილის 9 ნომერში.

გამოფენის ორგანიზატორი ჯული გიორგაძეა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ხოლო გამოფენის სპონსორი და მხარდამჭერი ბილაინი, თეონა ბაღდავაძე.

ორი უნიჭიერესი და უჭკვიანესი გოგონა 🙂 საოცარი ღიმილებით დამეთანხმებით 🙂

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო ინსტალაციები რომლებზეც ნახატები ჯვარედინი ფორმით იყო წარმოდგენილი შუა დარბაზში და ჭერიდან დაშვებული, ასევე უსაინტერესოესი და ჩემი ფავორიტი ურბანული ნახატები და აბსტრაციები.

ნათია წიკლაური

ნახატები:

მე და ნინუცა (MusicBox)

მარიამ შავგულიძე

სხვა სტუმრები

 

Comments

comments

6 thoughts on “კავშირები სივრცეში

  1. ვეკო ჩხეიძე says:

    იცი რა ვერ წარმომიდგენია ხოლმე? ასეთ შეკრებებზე დადიხარ და ‘ჩიიზ, გაიღიმეთ’ ძახილითა და ღიმილით იღებ სურათებს თუ პაპარაცობ? 😀 სტუმრების სურათებს რომ ვხედავ ხოლმე სულ ეს კითხვა მებადება თაა

  2. თეო says:

    თათა, საინტერესოდ მიმოიხილე. ძნელია ყველა გამოფენას თვალი ადევნო, ასეთი რეკომენდაციებით კი ბევრს დააინტერესებ და დაამახსოვრებ მხატვარს. თანაც, საინტერესო “დრესებიც” დაგიფიქსირებია – შენი საყვარელი საქმე!

  3. Lord Vader says:

    რავი აბა…
    ზოგი მონეს გავს, ზოგი კაკაბაძეს…
    არ უნდა დამეწერა?

  4. Taa says:

    ვეკო

    არა, ძალიან მარტივადაა ყველაფერი
    დადიხარ და იღებ
    სხვებიც ასე არიან დადიან და იღებენ, ერთადერთი რაც გევალება გაიღინო ან არ გაიღიმო 🙂

    თეო

    მადლობა საყვარელო
    სხვათა შორის თურმე რაც დავდე სურათები – ყველა იქვე გაყიდულა

    ლორდ
    ყველას თავის აზრი აქვს რომელიც უნდა გამოითქვას
    არანაირი პრობლემაა არაა 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *