Last Hours in Kiev

საღამო, კანევსკის ჩვენებაზე წასვლამდე

Touch Cafe

Night In Kiev,

ჯერ ვიყავით D’LUX Night Club-ში სადაც სურათები არ გადაგვიღია, ძალიან მაგარი კლუბი იყო, უდიდესი და უსერიოზულესი. მერე გვიან მიუხედავად იმისა რომ 3 გრადუსი იყო სიცივე, ალკოჰოლით გამთბარებმა ვიხეტიალეთ კიევის ქუჩებში

ვესტუმრეთ ამბოხებულების კარვებს, სახლში დაბვრუნდით 5 ხდებოდა მგონი 🙂

  მეორე დღეს 1 საათზე გავიღვიძეთ, ჩავბარგდით, ჩექაუთი გავაკეთეთ, ჩვენი ბარგი ჩავდეთ დათოს მანქანაში, რომელსაც უნდა წავეყვანეთ საღამოს აეროპორტში და წავედით ვისაუზმეთ “Желтое Море”-ში, ერთ ერთი უსაყვარლესი და საინტერესო იაპონური რესტორნების ქსელი კიევში, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბრინჯი იჭმევა.

კვირა დღე იყო, მთელი ხრეშატიკი გადაკეტილი იყო, მანქანები არ მოძრაობდნენ, ხალხი ფეხით სეირნობდა, რამდენიმე ადგილას კონცერტი იყო ქუჩაშივე, რამდენიმე ადგილას მცირე გამოფენა გაყიდვები იყო მოწყობილი – სადაც ვიკის ძალიან საყვარელი და სასაცილო მაიჩკა ვუყიდე, რიჟა გოგო ახატია და “უკრაინოჩკა” აწერია 🙂

მერე მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში ვიარეთ, ვიყიდეთ რაღაცეები, მათ შორის მე ვიყიდე 3 ძალიან ლამაზი შარფი და ჰედბანდები.

მერე ფაქტიურად აეროპორტში წასვლამდე დავდიოდით და დავდიოდით

  კიევის Duty Free-ში ვიყიდე სუნამოების სეტი Miss Dior Cherry, 4 სუნამოსგან შემდგარი.

საბოლოო ჯამში ვარ ძალიან კმაყოფილი ამ თრიფით 🙂

Comments

comments

18 thoughts on “Last Hours in Kiev

  1. -EVE- says:

    თათა, მარტო შენ კი არა ჩვენც კმაყოფილები ვართ შენი თრიფებით 🙂

    სიამოვნებით ვკითხულობდი შენს პოსტებს, მომავალშიც არაერთ საინტერესო მოგზაურობას გისურვებ :*

  2. Roisin says:

    ნუ ე.ი ოჯახის წევრი ხარ რაა:)))საღამოს,რომ ამბებს ელოდები ტელეფონით დახლოებით ესეთი განწყობა გამოიწვია კიევის პოსტების სერიამ:))ცოტა ხანიც დარჩენილიყავი:)))

  3. Roisin says:

    პ.ს.
    სულ მენანება ხოლმე კარგი წიგნის ბოლოში რომ გავდივარ და ზე სეიმ ფილინგ:)))

  4. Taa says:

    ეთო, თეო

    მადლობა დიდი
    მაგრამ კიდევიდან კიდევ 1 უგემრიელესი პოსტი დარჩა

    ჩემი შოპინგ რეზულტატები 🙂

  5. :)) says:

    ანუ შენ რო ჯაან ეგეთი ფეშენ გოგო ხარ ეგ ხო იასნია რაა

  6. Taa says:

    : ))

    უზრდელი ხარ
    და დანარჩენი რაც გეწერა წავშალე

    და მეორეჯერ სხვას ამ ბლოგზე ნუ შეეხები

    მე რომ “ჯაან გიყვარვარ” ვიცი, მაგრამ სხვებს ნუ ეხები !!!

  7. თიკო says:

    ვაიმე თათ რა გერჩიან არ მესმის სულ ვიგაც დებილი უნდა გამოხტეს ხოლმე აქ. არ ეზარებათ მაინც .. ნუ რა საცოდავი ხალხია..სულით ავადმყოფები.

  8. Taa says:

    : ))

    ეხლა გადავამოწმე და მართლა სხვა აიპიდან არის ის კომენტარი მოსული
    შენ სხვა აიპიდან წერ ხოლმე

    მდააა

  9. Roisin says:

    ხომ ხედავ რა პოპულარული ხარ თათ – მთავარი თემა ხარ ყველასთვის:))))

  10. Taa says:

    Roisin

    ხოო, საოცარი
    ეხლა ის დროა ფსიქოლოგთან ვიწყებდე სიარულს
    რომ მომავალში ჩემზე გავცრცელებულ ჭორებს წარბშეუხრელად შევხვდე ხოლმე :დ :დ :დ :დ

  11. gogliko16 says:

    თათუშკები ჭორიკანა ხალხის სია საიდუმლოდ გამომეცი და ყველას ერთ ლამაზ დღეს დავუვლით.

  12. Lord Vader says:

    აჰა, ცოტა პოლიტიკაც გამოჩნდა 🙂
    რა ხდებოდა, კარვებში, ბევრი ხალლხი იყო?

  13. Taa says:

    Lord

    ეგეთი მშვიდი პროტესტი მე არ მინახავს
    ძალიან წყნარი ხალხია, გამვლელ გამომვლელებს უღიმიან
    პლაკატები აქვთ გაკრული და ხანდახან რუპორით მოუწოდებენ ხოლმე ხელისუფლებას თავი დაანებონ ტიმოშენკოს
    შიგნიტ აქვთ უამრავი ნივთი, მაიკები, ჭიქები და რავი უამრავი რამე ტიმოშენკოს პრინტებით და ყიდიან 🙂
    მეტი არაფერი არ ხდება, ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყვნენ და ხშირად მიწევდა გავლა

    აგრესია და აურზაური მე მანდ არ შემიმჩნევია

    Fashionmix
    დიდი მადლობა 🙂

  14. ქეთო says:

    ვაიმე დიმა როგორი არაფოტოგენურია 🙂

    ცხპვრებაში გაცილებით უკეთესია 🙂
    მაგარი დრო გიტარებიათ, მშურს თქვენი
    მეც მინდა კიევში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *