Kiev Oct 21, Evening

როგორც წინა პოსტში ვწერდი პაუსტოვიტის ჩვენებაზე ვერ მოვხვდით საოცარი საცობების გამო. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო რომ ვერც სვეტლანა ტეგინის ჩვენებაზე მოვხვდი რომელიც დაგეგმილი იყო 9 საათზე და რატომ.

თურმე დაშას და თათიას დაუჯავშნავთ საღამოს 9ის ნახევარზე მაგიდა კიევის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძველ რესტორანში. სადაც მოხვედრა როგორც წესი არც ისე იოლია, განსაკუთრებით თბილ ამინდებში და თბილ სეზონზე რადგან ამ რესტორანს 2 მხრიდან გახსნილი ვერანდები აქვს, თვითონ მდებარეობს რომელიღაც შენობის 10 სართულზე თუ არ ვცდები და აქვს ულამაზესი ხედები.

გარდა ამისა ეს არის ერთ ერთი ყველაზე ხალხმრავალი და “სვეცკი” რესტორანი კიევში სადაც მხოლოდ დეპოზიტიანი მაგიდებია და სადაც 1 სტანდარტული მაგიდა რომ აიღო დეპოზიტი 300-400$ მაინც უნდა იყოს. მაგრამ ისეთი მომსახურება იყო რომ მართლა ღირდა აქ წასვლა.

უგემრიელესი საჭმელები, უგემრიელესი და ძალიან კარგი ღვინო, საოცარი სითბო და მუსიკა, მეტი რა გვინდოდა პრინციპში კიევში ცივ საღამოს?

თათია, ანი, დაშა,მე

ჩემი სალათა

მე და თათია

დაშას ულამაზესი ვარცხნილობა

მე და დიმა კალიანით, უგემრიელეს რაღაცას ვეწეოდით, იქ ყველა კაფეში გთავაზობენ და ყველგან ვეწეოდით, ესლა ისე მაკლია ხოლმე 🙁

მე და დათო, თათიას მეუღლე. ეს ის მაიკა აცვია წინა პოსტში რომ ვწერდი, ფერებში მაგრად მოვუხდით ერთმანეთს 🙂

ჩემი დესერტი

დიმას დესერტი

  გემრიელი საკვების, სასიამოვნო ღვინის, არაჩვეულებრივი რესტორინის და მომსახურების, საოცრად ტკბილი კალიანის მერე გადავწყვიტეთ რომ ცოტა უნდა გავაქტიურდეთ და კიევის რომელიმე ღამის კლუბი დავიპყროთ.

მაგრამ კიევში სამწუხაროდ პარასკევისთვის 1 კვირით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო მაგიდა რომ კლუბში შეაღწიო და დაჯდე, დავიწყეთ ძალიან ლამაზი კლუბით SEREBRO, სადაც ცხვირს ვერ შეყოფდი. მერე წავედით D’LUX-ში, არც იქ იყო მაგიდები ტავისუფალი, ბოლოს დათოს გაახსენდა ერთ ერთი თავისი ნაცნობი ქართველი გოგო რომელიც კლუბ AVALON-ში მუშაობდა მენეჯერად, ეგრევე დაურეკა და როგორღაც დააჯავშნინა მაგიდა, რანაირად მოახერხა არ ვიცი, რადგან კლუბი გადატენილი იყო რომ შევედით.

GO GO DANCER – ები ყავთ მართლა ძალიან კარგები, ტანზე რომ არაფერი ვთქვათ, უმეტესობა სახეზეც ძალიან ლამაზია.

რაღაც კოქტეილი შევუკვეთე რომლის სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს, ბევრი დავლიეთ საბოლოო ჯამში, ძალიან გემრიელი კოქტეილები ჰქონდათ. წვენებივით ვსვამდით სანამ არ ვიგრძენით რომ უკვე ამ ქვეყანაზე არ ვიყავით :დ

ცეკვის პროცესში გიორგი ქებურიას კაბა აშკარად მეგრძელებოდა და ახალი დიზაინი მოვუგონე 🙂 გიო იმედია მაპატიებ. აქ ცოტა ჩამოშლილია ნაკეცი, ზოგადად უფრო ლამაზად იყო აკეცილი ხოლმე :დ

Comments

comments

10 thoughts on “Kiev Oct 21, Evening

  1. თეო says:

    ეს ფეხუცებიანი დესერტი – პოდ-ტირამისუა? რა დრო გიტარებია?!

  2. taknatuna says:

    რალამაზი რაღაც გიკეთია თავზე
    კარგად გამოიყურები და
    მგონი აშKარად ახალი ძალებით უნდა დაბრუნებულიყავი კიევიდან, წუწუნი არ გაგაგონო დავიღალეოო

  3. Taa says:

    თეო, არ მახსოვს ეგ რა შეუკვეთა დიმამ
    მაგრამ გემრიელი იყო 🙂

    taknatuna

    ჯერ არ ვწუწუნებ 🙂

  4. თენგო მორჩილაძე says:

    რა გემრიელი რაღაცეებია <3
    და გიორგის კაბა საოცრად გიხდება. ^^

  5. Taa says:

    თენგო მორჩილაძე

    მადლობა თენგო, მეც ძალიან მომწონს
    ერთ გოგოს უნდა და თუ ის არ იყიდის მე ვიყიდი აუცილებლად

  6. ირინკა says:

    კაბა ფანტასტიკაა, ხასიათზე რომ არ იყო, ძალით მოგიყვანს… უინტერნეტობის გამო ეხლა შემოვაღწიე შენს ბლოგზე და ინტერიერი ძალიან მომეწონა… კიდევ უფრო Stylissimo გახდა… “ტაკ ძერჟაწ!!” :*

  7. Peppa says:

    თააააააააააა რა ლამაზუკა ხარ
    ძალიან გიხდება ეს კაბა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *