Kiev Oct 20, Part 1

მეორე დღეს გვიან გავიღვიძეთ და რადგან დათოს და თათიას შუადღემდე ჩვენთვის არ ეცალათ გადავწყვიტეთ ჩვენ თავად მიგვეხედა ჩვენი თავისათვის, მოვწესრიგდით და წავედით საბოდიალოდ და ქალაქის დასათვალიერებლად.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ ვცხოვრობდით საუკეთესო ადგილას შოთა რუსთაველის ქუჩაზე – ცენტრში, სტადიონამდე სადაც ტარდებოდა მოდის კვირეული მჭირდებოდა 5 წუთი ფეხით 🙂 ხრეშატიკამდე და მიწისქვეშა დიდ სავაჭრო ცენტრამდე 10 წუთი და  რესტორნების უბნამდე კიდე 3 წუთი 🙂

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა კაფე “შოკოლადნიცას” მივადექით, სადაც გადავწყვიტეთ გაჩერება. ძალიან საყვარელი 2 სართულიანი ინტერიერი ჰქონდა, და ძალიან გემრიელი ყავა და საუზმე. დიმამ ცეზარი შეჭამა და მე ცეზარის როლები გავსინჯე და ესპრესო შოკოლადის ნალექით

უგემრიელესი საუზმის მერე ვიბოდიალეთ კიევში, ძალიან თბილოდა და ვათვალიერებდით სხვადასხვა ქუჩებს ვიდრე თათიამ არ დაგვირეკა ჩემთან გამოდითო.

  თათია მელნიკოვზე ცხოვრობდა და გადავწყვიტეთ მეტროთი წასვლა, რადგან ტაქსი სერიოზული დეფიციტია კიევში, თუ არ გამოიძახე ქუცაში 100დან 99 არ გიჩერებს და იმ ერთმაც რომ გაგიჩეროს მაგრად გაგიმართლა. გამოძახებაც ძალიან ძნელია, თათიამ გამოგვიძახა მაგრამ 3 სხვადასხვა კომპანიამ უარი უთხრა 🙁

  მივედით და სოფის ეძინა არადა როგორ მინდოდა ნახვა, ვიჯექით ვჭორაობდით და ყავას ვსვამდით ვიდრე დათომ არ მოიცალა. დათომ მოიცალა თუ არა ჩავედით და წაგვიყვანა Bocconcino-ში (ბოკონჩინო) ერთ ერთ ყველაზე ცნობილ იტალიურ რესტორანში.  რატომღაც საშინლად ვგრძნობდი თავს, გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი არ მეშვებოდა 🙁

ჩემი სალათა, ტკბილი სოუსით და ხილით – არ მომეწონა 🙁

ბოკონჩინოდან სახლში ავდით ყველანი, მე და თათიამ გამოვიცვალეთ და წავედით სტადიონის ვიპ ზონაში სადაც 8 საათზე ბრაგანზას ჩვენება იწყებოდა. სიმართლე გითხრათ ძალიან ვინანე ასე ადრე რომ მივედით, აქაც ანალოგიურად ქართული ამბავია, 40 წუთით აგვიანებდა თითქმის ყველა ჩვენება

კაბა: Atelier Experiment

თმის აქსესუარი: Tamari Jewelry & Accessories

ჩანთა : Chloé

ფეხზე მეცვა ღია ფერის პლატფორმ -ფამფები რეპტილიის პრინტით

ჩვენების შესახებ შემდეგ პოსტში

 

 

Comments

comments

6 thoughts on “Kiev Oct 20, Part 1

  1. ირინკა says:

    ძალიან კარგი აუთფიტი…ბრაგანზა თუ მოგეწონა, თუ მაგას მერე გვეტყვი, ცალკე?? :))

  2. თიკო says:

    თაა მეც გამოვიწერე ზუსტად შენნაირი ტყავის კურტკა… ebay-დან ხო?

  3. Taa says:

    თიკო

    არა, ეს ჩემი ტყავის კურტკა forever21-ზე ვიყიდე 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *