Kiev Oct 19, Part 1

დილის 8ის 20 წუთზე დაახლოებით ჩვენი თვითმფრინავი კიევის ულამაზეს მიწაზე დაეშვა…

– 3 გრადუსი იყო და დათოს მოლოდინში (დიმას ძმაკაცი,მე მეგობრი თათიას ქმარი) სიგარეტს ვეწეოდით და ხელები მეყინებოდა. დათო მოვიდა 5 წუთში და ბორისპოლის აეროპორტიდან კიევისკენ გამოვეშურეთ.

თქვენ გგონიათ მარტო ჩვენ გვყავს ქართლის დედა? არაააა … უკრაინასაც ყავს თავისი მფარველი დედიკო, ზუსტად კიევის შემოსასვლელთან.

 2005 წლის მერე კიევი უზომოდ არის შეცვლილი, ყველგან ისევ მშენებლობებია გაჩაღებული. კიევი 2012 წლისთვის ემზადება – ევრო 2012-ის თამაშები უნდა ჩატარდეს უკრაინის 4 ქალაქში.

მერე შორიდან ვნახეთ ოლიმპიისკა-ს სტადიონი, რომლის ვიპ ზონაშიც იმართება კიევის მოდის კვირეული

მთავარი ქუჩა ხრეშატიკი, ძალიან ლამაზი, მერე მომიტინგეებიც ვნახე, მაგრანმ სამწუხაროდ გადაღება ვერ მოვახერე. თუმცა ჯერ კიდევ 4 დღე წინ მაქვს და გადავიღებ.

კიევში დილის 10 საათამდე სასაუზმეების და ყავის დასალევი კაფეების სერიოზული დეფიციტი ყოფილა. საინფორმაციო ცენტრებში გვიწევდა დარეკვა რომ გაგვეგო სად შეგვეძლო 9 საათზე გვესაუზმა და ბოლოს კაფე “სერვიზ” ავარჩიეთ.

ძალიან საყვარელი კაფეა 2 სართულიანი სადაც ქვემოთ მწეველებისთვის არის ადგილები, ზევით კი არამაწეველებისათვის, სამწუხაროდ ჩვენ ქვედა ზონაში მოგვიხდა ჯდომა საიდანაც ქალაქის ხედი არ ჩანდა 🙁

მე გადავწყვიტე ახალგამომცხვარი შოკოლადიანი კრუასანით და ამერიკანოთი მესაუზმა, კრუასანი იყო უგემრიელესი და თან თხილეულით მორთული.

საბავშვო მენიუ <3

ჯერ კიდევ საათნახევარი გვქონდა დარჩენილი ჩექინამდე და ამიტომ ვაიძულე ბიჭები მაღაზიებში გაგვევლო. ჯერ ცენტრში შევედით მაღაზიებში დათოს შარვლის ნახვა უნდოდა, ეს იყო ბრენდების მაღაზია, მაგრამ სპორტული სტილის ტანსაცმელით და სპორტული აღჭურვილობებით. ძალიან მაგარი სპორტული კაბები ვნახე სხვადასხვა ბრენდების, ქუდები, ჩანთები

  ნატალის სოლარიუმი სახეზე კარდაგ მეტყობა, ბოლო 4 დღე ინტენსიურად ვირუჯებოდი :დ

 შემდეგ გადავწყვიტეთ დიდი სავაჭრო ცენტრში სკაიმოლში წასვლა, სადაც ყველაფერი რომ ნახო ალბათ მინიმუმ 2 დღე გინდა, მე მარტო ერთ ტოპშოპის მარაზიას საათნახევარი შემოვრჩი :დ :დ

გზაზე ძალიან საინტერესო ფასადი ვნახე აფთიაქის : ფასადმა მიკარნახა რომ ეს უნდა იყოს აფთიაქი სადაც მხოლოდ მცენარეული პრეპარატები იყიდება, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, მე დავინახე ასე 🙂 საინტერესოა რამდენიშრომაა ჩადებული ამ ყვავილებისმოვლაში.

როგორც უკვე გითხარით, ტოპშოპის მაღაზიიდან ვერ გამოვდიოდი იმდენი საინტერესო რაღაც ვნახე. ყველაფრის ჩაცმა და გასინჯვა მინდოდა :დ განსაკუთრებით ჰედბანდებმა მიიზიდა ჩემი ყურადღება, ზამთარი იწყება და ყურები რომ არ მეყინებოდეს 🙂

2 ჰედბანდი შევიძინე, ერთი თხელი ნაქსოვი ბეჟი ფერის და ერთი ნაცრისფერი არა ნაქსოვი და 2 ცალი ბეჭედი

გარეთ გადაღება არ შეიძლებოდა ერთი დაცვის ბიჭი სულ დამსდევდა ტვალებით როგორც კი ფოტოაპარატს მოვიმარჯვებდი მაგრამ ვიდრე ბიჭები მასიმო დუტის ითვისებდნენ, მაინც შევძელი ორიოდე სურათის გადაღება

ძალიან მომეწონა ნიუიორკერის მაღაზია, მაგრამ უკვე სახლში წასვლის დრო იყო და გადავდე მანდ ვიზიტი.

მოვედით ბინაში რომელშიც უნდა გვეცხოვრა, აქ ძალიან კარგად არის განვითარებული ბინების გაქირავების სისტემა, იმდენად ვებრი უცხოელი ვიზიტორი ყავს კიევს რომ სასტუმროები, რომლებიც ჩემდა გასაკვირად არც ისე ბევრია, ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, ამან გამოიწვია ის რომ კიეველებმა უკვე 10 წელზე მეტია დაიწყეს ბინების გაქირავება. ყველა ბინა კეთილმოწყობილი და კომფორტულია ფასების მიხედვით. ფასები 50$-დან 200$-ის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ვართ ქალაქის ცენტრში, ოლიმპიისკი სტადიონიდან 150 მეტრში შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ძალიან ლამაზი აივნიან და კარგ ხედიან ბინაში, რომელიც 75$ ქირავდება. მაქვს ყველაფერი ჭურჭელი, ჩაიდანი, თეთრეული, პირსახოცები, ჯაკუზი, ფენი, უთოც კი.

რომ მოვედით დამლაგებელი ბოლო სამუსაოებს ასრულებდა, მე ბიჭები გავუშვი, თათია უნდა მოსულიყო ერთ საათში და თავის დაქალოჩკებთან ერთად გოგოშკური შეხვედრა უნდა მოგვეწყო სადმე კაფეში, ჩანთა ამოვალაგე და დავიწყე ჩემი კაბების დაუთოვება.

   საღმოს ამბები და კიევის მოდის კვირეულის გახსნა მეორე პოსტში 🙂

Comments

comments

11 thoughts on “Kiev Oct 19, Part 1

  1. თამთა says:

    როგორც ვიცი, უკრაინა ჩვენზე ცუდ მდგომარეობაშია და ჩვენთან რატო არააან ზარა და თუნდაც ნიუიორკერი 😀 😀

  2. A Magazine says:

    უნდა ავღნიშნო რომ რუჯი მართლაც და გეტყობა. და ესეც შენი სურათებიდან გამომდინარე ვამბობ და წარმომიდგენია რეალურად კიდევ უკეთესად გემჩნევა და ძალიანაც გიხდება!
    თავზე რომ გიკეთია ეს ქუდი არ არის? სურათზე ასე ჩანს! ძალიან საყვარელია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *