თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ზუსტად 6:35-ზე გამოფრინდა. 9:40 წუთზე უკვე დუბაის თავზე აღმოვჩნდით 🙂 პირველი შეხება დუბაისთან ხელოვნური კუნძულების დანახვა იყო თვითმფრინავიდან, იმის მერე ჩავრჩი საგონებელში – ნუთუ ადამიანს ეს შეუძლია? 🙂 საოცრება იყო, ამდღეებში ახლოდან ვნახავ, საოცრად მაინტერესებს როგორ დაბადეს კუნძულები ადამიანებმა :
საპასპორტე კონტროლზე დიდხანს გვალოდინეს 🙁 მაშინ ამოქოქეს კომპიუტერები და თანამშრომლებიც მაშინ მოვიდნენ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მუშაობდნენ. თვალები დაგვისკანერეს, ვიდეო გადაგვიღეს და გამოგვიშვეს
გამოსასვლელთან ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი დაგვხვდა და მანქანისკენ წაგვიყვანა. ჩემი პირველი ნაბიჯი დუბაიში 🙂 დაახლოებით 28-29 გრადუსი სიცხე იყო, თუმცა ცოტა მოღრუბლული
ძალიან მშვიდად და სასიამოვნოდ დავბინავდით კარლტონ ტაუერში, 9 სართულზე.
ხედი ჩვენი ოთახიდან
ძალიან მიყვარს ხოლმე აბაზანის დათვალიერება რას მახვედრებენ 🙂
ყვლაფერი ძალიან კარგად იყო, ვიდრე დიმა აღმოაჩენდა რომ ინტერნეტი არ გვქონდა ნომერში, რაც მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, ვერ იმუშავებდა!!! რაც ამ ეტაპზე დაუშვებელი იყო 🙁 მაგრამ ეგეც მოვაგვარეთ ადმინისტრაციასთან და ვყიდულობთ ინტერნეტს 20$-ად დღეღამეში 🙁
ამოვბარგდით და წავედით სასაუზმოდ, სასტუმროში საუზმის დრო უკვე დასრულებული . ცოტა ვიბოდიალეთ და ვიგრძენით რომ უზომოდ ვიყავით დაღლილები. მე ღამე 3 საათი მეძინა. დიმას არც ერთი და ამოვედით ცოტა დასასვენებლად.
ქარი აქ არის ჩვეულებრივი ამბავი, ქალაქი ხომ ფაქტობრივად უდაბნოში აღმოცენდა
მე და ჩემი ხალიფები 🙂
სულ ტყუილად ვცადე დამეძინა:( ჩემს ორგანიზმს საოცარი ბიოლოგიური საათი აქვს, გარეთ თუ დღეა – შანსი არ არის დავიძინო. ამიტომ მომიწია ინტერნეტის ჩხრეკა და საღამოსთვის რაღაცეების დაგეგმვა ვიდრე დიმა გაიღვიძებდა. გეგმა მოვამზადე და 6-ისნახევარზე სასტუმროდან გავედით. წავედით მეტროსკენ
ამოვედით ბურჯ ხალიფას გაჩერებაზე. მეტრო აქვთ ძალიან მოვლილი და ძალიან სიმპათიური. განსაკუთრებით მომეწონა ის სადგურები სადაც გარეთ დადის მატარებელი, ოდნავ შებინდებული იყო და ქალაქში უკვე განათებები იყო ჩართული, რაც სულსხვა იერს აძლევდა დუბაის. დღის შუქზე უფრომეტად ეტყობა რომ მაინც აზიური ტიპის ქალაქია, არქიტექტურა გამოკვეთილად აღმოსავლურია, ორნამენტები, გუმბათები და სხვა შტრიხები. ღამე კიი ეს ყველაფერი იმალება და უმაღლესი შენობები გასაოცარი განათებების ხარჯზე გრანდიუზულობას მატებს ქალაქს. სულ სხვა იერს იღებს ღამით ქალაქი, შანხაის და ნიუიორკის ტიპი ხდება 🙂
ბურჯ ხალიფა, მსოფლიოში უმაღლესი და უგრანდიოზულესი შენობა, რომლის მთელს საოცრებას მხოლოდ ახლოდან თუ შეიგრძნობ ადამიანი. სურათები ვერ გადმოსცემს ამ ემოციას
შევედით დუბაი მოლში, სადაც ვიზიტის მიზეზი ამჯერად იყო არა შოპინგი, არამედ დუბაის აკვარიუმისა და წყალქვეშა ზოოპარკის დათვალიერება. ეს არის საოცარი ადგილები, სადაც თუ არ ჩავთვლით ცოტა უსიამოვნო სუნს, ძალიან ძალიან ისვენებ და უდიდეს სიამოვნებას იღებ ადამიანი. წყალი ზოგადად ხომ ძალიან დამამშვიდებლად და გამამხნევებლად მოქმედებს ადამიანზე,ხოდა წარმოიდგინეთ პატარა გვირაბი უზარმაზარ ოკეანეში სადაც ულამაზეს წყალქვეშა სამყაროში, წყალმცენარეებთან და თევზებთან ერთად პატარა ზვიგენებიც რომ დაცურავენ 🙂
საოცარი თევზე, თითქოს დიმას გაბრაზებული ეკონტაქტებოდა სურათის გადაღების პროცესში 🙂
ზვიგენი 🙂
ეს საოცარი თევზი რატომღაც დონატელა-ს მაგონებს :დ :დ ალბათ ტუჩების გამო :დ
აკვარიუმთან და წყალქვეშა ზოოპარკთან იქვე იყო ზოო რესტორანი, ჯუნგლების სტილში გაკეთებული 🙂 რესტორნის მასპინძელი :დ
Oooh, my Spiderrrr !!!!!!!
Jungles 🙂
თაა არ ვიცი შენ ამჩნევ თუ არაა, მაგრამ ადამიანები საქართველოს საზღვრებს როგორც კი ცდებიან სხვანაირები ხდებიან, 🙂 რაღაცნაირი ხარ ამ ფოტოებზეე ლაღი, თავისუფალი ბედნეირი, და კიდე სიტყვები არ მყოფნის 🙂 გისურვებ, რომ შენი თავისთვის ყოველ დაბადების დღეზე ესეთი განუმეორებელი საჩუქრების გაკეთების საშუალება გქონოდეს.
მაგარია!
და კიდევ როგორ ცხელა და მე კიდე გათბობა მაქვს ჩართული 🙁
ულამაზესი ქალაქი, წარმატებები თაა და დაუვიწყარი დროის ტარება
ძალიან ყოჩაღი და მიზანდასახული ხარ !!!
<3 გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ შენი მიზნები ასე აასრულო ყოველთვის
ძალიან მაგარია, გისურვებ სულ ასეთი დაბადების დღეები გქონდეს
the cutest girl in georgia
please start writing in English please
თაა, უკუღმა წავიკითხე შენი თავგადასავალი , სიტყვები არ მყოფნის რომ აღვწერო როგორი მოგზაურობა გქონია, მცირეხნიანი მაგრამ სიამოვნებებით გაჯერებული.
ასეთი თა მიყვარს ამ ბლოგზე 😀
ხო, კიდე. ძაან გამხდარი და ნავარჯიშები ჩანხარ ამ სურათებში, საერთოდ სხვანაირად ჰაეროვანი, იმ უნიტაზზე სურათმა ხო დაგლიჯაა 😀