Dubai, First Impressions

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ზუსტად 6:35-ზე გამოფრინდა. 9:40 წუთზე უკვე დუბაის თავზე აღმოვჩნდით 🙂 პირველი შეხება დუბაისთან ხელოვნური კუნძულების დანახვა იყო თვითმფრინავიდან, იმის მერე ჩავრჩი საგონებელში – ნუთუ ადამიანს ეს შეუძლია? 🙂 საოცრება იყო, ამდღეებში ახლოდან ვნახავ, საოცრად მაინტერესებს როგორ დაბადეს კუნძულები ადამიანებმა :

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMAG0642.jpg?resize=386%2C497

საპასპორტე კონტროლზე დიდხანს გვალოდინეს 🙁 მაშინ ამოქოქეს კომპიუტერები და თანამშრომლებიც მაშინ მოვიდნენ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მუშაობდნენ. თვალები დაგვისკანერეს, ვიდეო გადაგვიღეს და გამოგვიშვეს

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMAG0653.jpg?resize=445%2C497

გამოსასვლელთან ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი დაგვხვდა და მანქანისკენ წაგვიყვანა. ჩემი პირველი ნაბიჯი დუბაიში 🙂  დაახლოებით 28-29 გრადუსი სიცხე იყო, თუმცა ცოტა მოღრუბლული

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMAG0657-1.jpg?resize=506%2C497  ძალიან მშვიდად და სასიამოვნოდ დავბინავდიკარლტონ ტაუერში, 9 სართულზე.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_1990.jpg?resize=620%2C414

ხედი ჩვენი ოთახიდან

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2008.jpg?resize=620%2C414

ძალიან მიყვარს ხოლმე აბაზანის დათვალიერება რას მახვედრებენ 🙂 ამჯერად ყველაზე მეტად პლასტმასის ერთჯერადი სავარცხელი გამიხარდა, რადგან ჩემი დამრჩა სამწუხაროდ 🙂

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2014.jpg?w=620

მერე ამათ ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრებიც დავუსკუპე გვერდით 🙂 როგორც წესი ჩანთიდან პირველად კოსმეტიკას და სამკაულს ვალაგებ ხოლმე 🙂

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMAG0702.jpg?resize=537%2C497

ყვლაფერი ძალიან კარგად იყო, ვიდრე დიმა აღმოაჩენდა რომ ინტერნეტი არ გვქონდა ნომერში, რაც მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, ვერ იმუშავებდა!!! რაც ამ ეტაპზე დაუშვებელი იყო 🙁 მაგრამ ეგეც მოვაგვარეთ ადმინისტრაციასთან და ვყიდულობთ ინტერნეტს 20$-ად დღეღამეში 🙁

 

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2012.jpg?resize=620%2C414

ამოვბარგდით და წავედით სასაუზმოდ, სასტუმროში საუზმის დრო უკვე დასრულებული . ცოტა ვიბოდიალეთ და ვიგრძენით რომ უზომოდ ვიყავით დაღლილები. მე ღამე 3 საათი მეძინა. დიმას არც ერთი და ამოვედით ცოტა დასასვენებლად.

ქარი აქ არის ჩვეულებრივი ამბავი, ქალაქი ხომ ფაქტობრივად უდაბნოში აღმოცენდა

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2024.jpg?resize=497%2C497

მე და ჩემი ხალიფები 🙂

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2018.jpg?resize=422%2C497

სულ ტყუილად ვცადე დამეძინა:( ჩემს ორგანიზმს საოცარი ბიოლოგიური საათი აქვს, გარეთ თუ დღეა – შანსი არ არის დავიძინო. ამიტომ მომიწია ინტერნეტის ჩხრეკა და საღამოსთვის რაღაცეების დაგეგმვა ვიდრე დიმა გაიღვიძებდა. გეგმა მოვამზადე და 6-ისნახევარზე სასტუმროდან გავედით. წავედით მეტროსკენ

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2026.jpg?resize=466%2C470

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2032.jpg?resize=576%2C470

ამოვედით ბურჯ ხალიფას გაჩერებაზე. მეტრო აქვთ ძალიან მოვლილი და ძალიან სიმპათიური. განსაკუთრებით მომეწონა ისსადგურები სადაც გარეთ დადის მატარებელი, ოდნავ შებინდებული იყო და ქალაქში უკვე განათებები იყო ჩართული, რაც სულსხვა იერს აძლევდა დუბაის. დღის შუქზე უფრომეტად ეტყობა რომ მაინც აზიური ტიპის ქალაქია, არქიტექტურა გამოკვეთილად აღმოსავლურია, ორნამენტები, გუმბათები და სხვა შტრიხები. ღამე კიი ეს ყველაფერი იმალება და უმაღლესი შენობები გასაოცარი განათებების ხარჯზე  გრანდიუზულობას მატებს ქალაქს. სულ სხვა იერს იღებს ღამით ქალაქი, შანხაის და ნიუიორკის ტიპი ხდება 🙂

ბურჯ ხალიფა, მსოფლიოში უმაღლესი და უგრანდიოზულესი შენობა, რომლის მთელს საოცრებას მხოლოდ ახლოდან თუ შეიგრძნობ ადამიანი. სურათები ვერ გადმოსცემს ამ ემოციას

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2038.jpg?resize=339%2C470https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2035.jpg?resize=363%2C470შევედით დუბაი მოლში, სადაც ვიზიტის მიზეზი ამჯერად იყო არა შოპინგი, არამედ დუბაის აკვარიუმისა და წყალქვეშა ზოოპარკის დათვალიერება. ეს არის საოცარი ადგილები, სადაც თუ არ ჩავთვლით ცოტა უსიამოვნო სუნს, ძალიან ძალიან ისვენებ და უდიდეს სიამოვნებას იღებ ადამიანი. წყალი ზოგადად ხომ ძალიან დამამშვიდებლად და გამამხნევებლად მოქმედებს ადამიანზე,ხოდა წარმოიდგინეთ პატარა გვირაბი უზარმაზარ ოკეანეში სადაც ულამაზეს წყალქვეშა სამყაროში, წყალმცენარეებთან და თევზებთან ერთად პატარა ზვიგენებიც რომ დაცურავენ 🙂

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2054.jpg?resize=520%2C470https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2087.jpg?resize=563%2C470

საოცარი თევზე, თითქოს დიმას გაბრაზებული ეკონტაქტებოდა სურათის გადაღების პროცესში 🙂

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2065.jpg?resize=620%2C409

ზვიგენი 🙂

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2097.jpg?resize=620%2C427https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2115.jpg?resize=543%2C470

ეს საოცარი თევზი რატომღაც დონატელა-ს მაგონებს :დ :დ ალბათ ტუჩების გამო :დ

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2146.jpg?resize=613%2C470

ყველა ბავშვისთვის და არა მხოლოდ ბავშვისთვის უსაყვარლესი ნემო <3  გასაოცრად ლამაზი თევზები ყოფილან და დიმამაც ძალიან მაგარი ფოტო გადაუღო 🙂 ვიკიკოს გავახარებ რომ ჩამოვალ

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2205.jpg?resize=582%2C470

აკვარიუმთან და წყალქვეშა ზოოპარკთან იქვე იყო ზოო რესტორანი, ჯუნგლების სტილში გაკეთებული 🙂 რესტორნის მასპინძელი :დ

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2118.jpg?resize=537%2C470

სამშობლოს მთებო თქვენი შვილი განებებთ თავსა :დ :დ

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2142.jpg?resize=620%2C464

Oooh, my Spiderrrr !!!!!!!

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2212.jpg?resize=313%2C470

Jungles 🙂

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2240.jpg?resize=620%2C413რა თქმა უნდა პირველი დღე ამით არ დასრულებულა 🙂 გაგრძელება იქნება . . .

Comments

comments

8 thoughts on “Dubai, First Impressions

  1. sunrise says:

    თაა არ ვიცი შენ ამჩნევ თუ არაა, მაგრამ ადამიანები საქართველოს საზღვრებს როგორც კი ცდებიან სხვანაირები ხდებიან, 🙂 რაღაცნაირი ხარ ამ ფოტოებზეე ლაღი, თავისუფალი ბედნეირი, და კიდე სიტყვები არ მყოფნის 🙂 გისურვებ, რომ შენი თავისთვის ყოველ დაბადების დღეზე ესეთი განუმეორებელი საჩუქრების გაკეთების საშუალება გქონოდეს.

  2. Lord Vader says:

    მაგარია!

    და კიდევ როგორ ცხელა და მე კიდე გათბობა მაქვს ჩართული 🙁

  3. დიანა says:

    ულამაზესი ქალაქი, წარმატებები თაა და დაუვიწყარი დროის ტარება

    ძალიან ყოჩაღი და მიზანდასახული ხარ !!!

  4. ირინკა says:

    <3 გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ შენი მიზნები ასე აასრულო ყოველთვის

  5. Pepi says:

    ძალიან მაგარია, გისურვებ სულ ასეთი დაბადების დღეები გქონდეს

  6. ვეკო says:

    თაა, უკუღმა წავიკითხე შენი თავგადასავალი , სიტყვები არ მყოფნის რომ აღვწერო როგორი მოგზაურობა გქონია, მცირეხნიანი მაგრამ სიამოვნებებით გაჯერებული.
    ასეთი თა მიყვარს ამ ბლოგზე 😀

  7. ვეკო says:

    ხო, კიდე. ძაან გამხდარი და ნავარჯიშები ჩანხარ ამ სურათებში, საერთოდ სხვანაირად ჰაეროვანი, იმ უნიტაზზე სურათმა ხო დაგლიჯაა 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *