Dubai Day 2, Desert Safari

პოსტე ვიწყებ ყველაზე დიდი რჩევით რაც აქამდე დაწერილა ამ ბლოგზე, თუკი ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ ნერვებთან დაკავშირებით, ხასიათის ცვლილებები, გამოკვეთილი ნევროზი, დეპრესია, არამყარი ნერვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაივიწყეთ ექიმები, ტრანკვილიზატორები და ყველაფერი მსგავსი, ჩაალაგეთ ჩანთები და წადით უდაბნოში.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2475.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2477.jpg?w=620

არაფერი დედამიწაზე ისე არ აწყნარებს, ამშვიდებს და გიქმნის არაჩვეულებრივ განწყობას და საოცარი სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას, როგორც უდაბნო და ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაზე არაჩვეულებრივი დღე დუბაიში გატარებულ დღეთა შორის. უბედნიერესი ვარ რომ ეს ყველაფერი განვიცადე და კიდევ 2 დღეც რომ მქონოდა აუცილებლად გავიმეორებდი ჯიპ საფარის ტურს.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2486.jpg?resize=559%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2496.jpg?w=620     ტური რომელიც 50$ ღირს კაცზე, რეალურად გაძლევს 10000$-ზე მეტ სიამოვნებას, განცდას, ადრენალინს და კიდევ ბევრ ბევრ სხვა ბენეფიტს.

ახლა კი თანმიმდევრულად მოგიყვებით, რომ იცოდეთ რა და როგორ არის, რომ ჩახვალთ აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები.

დაახლოებით 4-ის ნახევარზე მიყავხარ ჯიპებით სასტუმროდან, გზა არის 40-50 წუთი ქალაქიდან და თავიდან რომ სევედით პირვლ გაჩერებაზე, ისეთი მოუვლელი უდაბნო დამხვდა გული გამისკდა აქ უნდა ვიყოთ მთელი დღე თქო, მაგრამ ეს თურმე მხოლოდ პირველი გაჩერება იყო და მოგვცეს ნახევარი საათი კვადროციკლებზე და ბაგებზე საკატაოდ. ესენი კიდევ ცალკე ფასი ღირს, იმ 50$-ში არ შედის რასაც ტურში იხდი. ეს კვადროები ღირს 150 დირჰამი რაც არის დაახლოებით 45$. ამიტომ თუ საფარის ტურს აიღებთ, კაცზე მინიმუმ 100$ უნდა გაითვალისწინოთ.

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2369.jpg?w=620

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2372.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2374.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2391.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2424.jpg?resize=570%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2397.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2395.jpg?w=620

რაღაც საოცარი დღე იყო, თითქოს ჯადოსნურიც, ეს სივრცე და სიწყნარე რაღაც მომაჯადოვებლად მოქმედებდა ჩემზეც და დიმაზეც. კვადროციკლებით იმდენი ვიქროლეთ აქეთ-იქეთ რომ დათქმული დრო სულ დაგვავიწყდა, ჯერ ერთად ვიჯექით და გორაკებზე დავქროდით, ტანდათან უფრო და უფრო გაბედულები უფრო მაღალ გორაკებზე ავდიოდით და ჟივილ ხივილით ვეშვებოდით. მერე ცოტა ხანი მარტო მე ვიქროლე, მერე დიმამ იდრიფტავა და უცებ ჩვენი მძღოლი წამოგვადგა თავზე, დროზე წამოდით გავდივართო.

უდაბნოში 4 მანქანით ერთად შედიან, ჩვენ შავ ლექსუსში ვიჯექით და ახალგაზრდა მძღოლი გვყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდა სწრაფად სიარული. წინ ვინც იჯდნენ უკრაინელი ტურისტები ცუდად გახდნენ 🙁 მე და დიმა პირიქით ძალიან მაგრად ვკაიფობდით და სრულ სიამოვნებას ვირებდით, ამ შიშნარევი სიგიჟისგან. იყო მომენტები როგრსაც დაახლოებით 4 ან ცოტა მეტ სართულიან სახლზე მაღალ გორაკზე ადიოდნენ და იქედან ვეშვებოდით. კივილ წივილისგან ლამის ყელი აგვტკივდა ყველას. ეს საოცარი სიამოვნება დაახლოებით ალბათ 30-40 წუთი გაგრძელდა და მიგვიყვანეს რაღაც ადგილამდე დასასვენებლად და სურათების გადასაღებად.

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2520.jpg?w=620

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2505.jpg?resize=570%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2513.jpg?w=620

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2524.jpg?resize=497%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2438.jpg?resize=431%2C631

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2439.jpg?resize=513%2C631

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2442.jpg?resize=583%2C631

შემდეგ ერთ–ერთმა მძღოლმა სნოუბორდი ამოიღო მანქანიდან და გვასრიალა დიუნებიდან. ძალიან, ძალიან მაგარი იყო

 

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2446.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2449.jpg?w=620

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2462.jpg?w=620

აქ დაახლოებით 1 საათი გავჩერდით, ვისიამოვნეთ ქვიშით და საოცარი ჰორიზონტით. მერე ისევ დავიზარით და უკვე რადგან შედარებით გახურებულები ვიყავით, უფრო მაღალ გორაკებზე გვაკატავეს მანქანებით, ამის ვიდეო მაქვს გადაღებული, საოცრებაა, რამსიმაღლეებზე ძვრებოდნენ ეს მანქანები და ეშვებოდნენ. ადრენალინის გამოყოფა ხდება რაღაც საოცარი დოზებით. ყველას გირჩევთ გამოსცადოთ ეს საოცრება.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2542.jpg?resize=524%2C631

ამის შემდეგ მიგვიყვანეს რაღაც გაჩერებაზე, სადაც იყო ტუალეტები და მაღაზიები ტურისტებისათვი. ერთ ერთ მაღაზიაში დიმას გადაეკიდნენ გინდა თუ არა იყიდე ეს თავსაბურავი მაგრად გიხდებაო :დ :დ

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2568.jpg?w=620

შემდეგ ისევ ტრასაზე გამოვედით და დაახლოებით 30 წუთი ვიმგზავრეთ მანქანით სპეციალურად მოწყობილი “Safari Camp”-ამდე, სადაც იყო გაშლილი უამრავი მაგიდა დაბლა და ბალიშებზე ჯდებოდი, ბარში იყიდებოდა ალკოჰოლური სასმელები და რასაც გინდა სვამდი და იქვე ამზადებდნენ საჭმელს რომელიც მერე მივირთვით. აქ უკვე ციოდა და სვიტრების ჩაცმა მოგვიხდა, თან უკვე საშინლად დაღლილები ვიყავით როგორც ფიზიკურად ასევე ემოციონალურად.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2571.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2577.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2576.jpg?w=620

იქვე შუაში სცენა იყო სადაც ერთი ეგვიპტელი ბიჭის საოცარი ნომრი გვანახეს, განათებული კაბით და კიდევ მუცლის ცეკვა რომელიც სულაც არ მომეწონა, ვიღაც უნიჭო ქალი ცეკვავდა, რომელსაც მუცელი არც კი უჩანდა !!!

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2583.jpg?w=620

ბოლოს წამოსვლამდე სპეციალურად გაკეთებულ წრეში ყველას კალიანს სთავაზობდნენ და ჩვენც სიამოვნებით მივიღეთ ეს შემოთავაზება და ამის მერე წამოვედით სასტუმროში.

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2602.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2600.jpg?resize=620%2C413

დაახლოებით ალბათ 11 საათი იყო დაწყებული უზომოდ ნასიამოვნები და გადაღლილები რომ დავბრუნდით სასტუმროში. ღამის ხედი ჩვენი ფანჯრებიდან

Carlton Tower Hotel, Dubai | 2022 Updated Prices, Deals

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2608.jpg?w=620

 

Comments

comments

6 thoughts on “Dubai Day 2, Desert Safari

  1. ირინკა says:

    უუძალიანმაგრესია <3 მიხარია რომ ასეთი კმაყოფილი ჩამოხვედი და იოგის პოზები <3

  2. ლენკა says:

    ძალიან საინტერესო პოსტი იყო ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი
    სურათებზე ხარ ულამაზესი და ძალიან ლამაზად გაცვია რაღაცნაირად ხალისიანად
    ძალიან მოუხდა უდაბნოს შენი შორტები, ბაყაყი და კეპკა

  3. Qeto says:

    თაა, ამ სურათებში ხარ ულამაზესი და იცი რატომ
    იმიტომ რომ ხარ ბედნიერი
    არაფერი ისე არ ალამაზებს ადამიანს როგორც ბედნიერება
    ყოველთვის იყავი ბედნიერი და გაგვახალისე შენი საინტერესო პოსტებით

  4. ნანიკო says:

    სუპერ ფოტოებია
    უზომოდ ვისიამოვნე

    სულ რამდენი დღით იყავი?
    ველოდები სხვა დღეების ამბებსაც

  5. Lord Vader says:

    ჰო, ძაან მაგარი უნდა იყოს უდაბნოში თხილამურეობა.
    თან თოვლთან შედარებით უფრო ნელა მოსრიალებ, ნარნარით.

  6. ლალე says:

    მეც მინდააააააააააა
    რა კარგად გამოიყურები
    შესანიშნავ ფორმაში ხარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *