PayPal Launch in Georgia

მარტო მე ერთი – ვიცნობ ასეულობით ადამიანს ვისაც Paypal-ის საქართველოში შემოსვლაზე უოცნებია და არა მხოლოდ უოცნებია, უმოქმედია კიდეც რომ რამე შეეცვალა ამ მიმართულებით.

რა გზებს არ მიმართავდნენ, რა ლეგალურ თუ არალეგალურ ხერხებს, მაგრამ წლების მანძილზე ოცნება ოცნებად რჩებოდა …

ვიდრე!!!

თბილისი, 11 აპრილი

„ფეი ფალი“ საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს
გახსნან ფეი ფალის ანგარიში და ინტერნეტის საშუალებით
შეიძინონ ნივთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეიდან ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ინტერნეტ-მაღაზიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საგადასახადო სისტემა ფეიფალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოახდინოს ონლაინ გადახდა მეტად უსაფრთხოდ და მარტივად, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე.

დღეს ონლაინ ანგარიშსწორების სისტემა ფეიფალი ამოქმედებულად გამოცხადდა საქართველოში.

ფეი ფალი,გლობალური ონლაინ ანგარიშსწორების წამყვანი კომპანია , საშუალებას აძლევს ცალკეულ მომხმარებლებს შეიძინონ მათი საყვარელი ბრენდების ნაწარმი მათთვის მოსახერხებლად და უსაფრთხოდ, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე. 

Damien Perillat

Damien Perillat

„მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ინტერნეტში შეძენის მოსახერხებელი და მარტივი საშუალება. ეს გახლავთ ჩვენი შეთავაზება გლობალურ დონეზე და დღეს ჩვენი სერვისის ამოქმედება საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული მცდელობაა შევიტანოთ ფეი ფალის მომსახურება ცენტრალურ და  აღმოსავლეთ ევროპაში“ – განაცხადა დამიენ პერილამ, ფეი ფალის რეგიონულმა მენეჯერმა ცენტრალურ და  აღმოსავლეთ ევროპაში. „ფეი ფალი მუდამ ეძებს ახალ და საინტერესო ბაზრებს, თავისი პროდუქტის წარმოსადგენად. ჩვენ გვიხარია, როდესაც ყოველდღიურად ვიგებთ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომელნიც მოუთმენლად ელიან ფეი ფალის სერვისების გააქტიურებას მსოფლიოს გარშემო და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ძალ–ღონეს არ ვიშურებთ ამისთვის.”

საქართველოში ფეი ფალის სერვისის გაშვება ხდება ინტერნეტისა და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე. ქართველი მოსახლეობის სურვილი, აწარმოონ ინტერნეტ ტრანზაქციები, მზარდია: მხოლოდ გასული წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღრიცხულ იქნა ინტერნეტ ტრანზაქციების რეკორდული მოცულობა, რამაც 162%-ს მიაღწია.

ფეი ფალის ანგარიშის დასარეგისტრირებლად, თქვენ მხოლოდ ორიოდე წუთი გესაჭიროებათ. ფეი ფალით გადახდის დროს მყიდველებს არ სჭირდებათ გამყიდველის ანგარიშის დეტალების, საქონლის მიმღების მისამართის ან ტრანზაქციის ხელახლა დაბეჭდვა – გადახდის პროცესის დასრულებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.paypal.com

დღესდღეობით ფეიფალი მისაწვდომია მხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვის. ეს რეგიონში შემოსვლის საწყისი ნაბიჯია , მომავალში ფეიფალი მოხარული იქნება შეთავაზოს ქართველ მომხმარებლებს დამატებითი სერვისები.

ფეი ფალი მიეკუთვნება კომპანია e-Bay-ს (ნაზდაქი: EBAY). მისი სათაო ოფისი მდებარეობს სან ხოსეში, კალიფორნია, საერთაშორისო ოფისი კი სინგაპურში. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს www.paypal.com  ან ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/PayPalCee?ref=ts&fref=ts

ფეიფალის საქართველოში შემოსვლა საერთაშორისო PR კომპანიის NobletMedia CIS-ის მეშვეობით მოხდა. კონკრეტულად ამ პროექტს კიევის ფილიალი ემსახურებოდა. მათი ინფორმაციით ფეიფალი დიდი ხანია ფიქრობს ქართულ სივრცეში შემოსვლას, მაგრამ ამ პროცესს თან უძღვოდა მთელი რიგი კვლევები, როს გამოც ეს პროცესი გაიწელა და მხოლოდ წელს მოხდა ამ პროექტის დასრულება. ფეიფალი თავად დაუკავშირდა NobletMedia -ს ამ პროექტის ორგანიზებისათვის და ჩვენც რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა რომ ვისიამოვნოთ უკვე უკიდეგანო ონლაინ შოპინგით.

მოკლედ PAYPAL-ის შესახებ:

1998 წლის დეკემბერში დაარსებული PayPal წამყვან, გლობალურ, ინტერნეტ გადახდების კომპანიას წარმოადგენს.
PayPal-ს 123 მილიონი მოქმედი, რეგისტრირებული ანგარიში აქვს და 190 ბაზარზე მუშაობს.
PayPal ახორციელებს გადახდებს 25 ვალუტაში, რომელთა შორისაა: აშშ დოლარი, ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი, ჰონკონგური დოლარი, სინგაპურული დოლარი, ტაივანური დოლარი, ახალზელანდიური დოლარი, ევრო, შვეიცარული ფრანკი, ჩეხური კრონა, შვედური კრონი, დანიური კრონი, ნორვეგიული კრონი, უნგრული ფორინტი, მექსიკური პესო, ფილიპინური პესო, მალაიზიური რინგიტი, ჩინური იუანი, ისრაელის შეკელი, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი, ბრაზილიური რიალი, პოლონური ზლოტი, ტაილანდური ბათი, თურქული ლირა და იაპონური იენი. PayPal-მა მსოფლიოს 81 ბაზარზე განახორციელა სავაჭრო ვებ-გვერდების ლოკალიზაცია.
PayPal-ის სათაო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში, სან ხოსეში; ოფისები აქვს მერილენდის შტატში, ქალაქ ტიმონიუმში. PayPal-ის ევროპული სათაო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს, ხოლო საერთაშორისო სათაო ოფისი – სინგაპურში. PayPal-ის ოპერაციების ცენტრები ასევე განთავსებულია: ბერლინში, გერმანიაში; ჩანდლერში, არიზონას შტატში; დუბლინსა და დუნბალკში, ირლანდიაში; ომაჰასთან ახლოს, ნებრასკის შტატში; პეტალინგჯაიაში, მალაიზიაში; სან პაოლოში, ბრაზილიაში და შანხაიში, ჩინეთში. PayPal-ს განვითარების ცენტრები აქვს: ოსტინში, ტეხასის შტატში, შენაიში, ინდოეთში, ბენგალორში, ინდოეთში, სკოტსდეილში, არიზონას შტატში, სინგაპურსა და თელ ავივში, ისრაელში

Comments

comments

11 thoughts on “PayPal Launch in Georgia

  1. Thea Zerekidze says:

    тут есть одно "но".
    "ქართული" ფეიფალით ძალიან შეზღუდულია მომხმარებელი არჩევანში, ფაქტობრივად მხოლოდ იბეიზე შეუძლია შეძენა. დანარჩენ შემთხვევებში უმეტესობა მაღაზია ითხოვს ამერიკულ ფეიფალს ან პირდაპირ ფეიფალიდან სარეგისტრაციო მისამართს იღებს და ხელით არ გაცვლევინებს, რაც ყიდვის შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს, რაგდან ფეიფალში რეგისტრაციის ქვეყნის შეცვლა დაუშვებელია.

  2. Beqa Zananashvili says:

    ebay იც გვეყოფა მოწყურებულ და დახამებულ ხალხს :))))))))))))))))))

  3. Thea Zerekidze says:

    კი რა თქმა უნდა, eBay-ზე ანგარიშსწორების შესაძლებლობაც თავისთავად დიდი მიღწევაა :))

  4. ნინია says:

    ღადაობთ თუ მართლა….რამე საპირველაპრილო ხოარაა,…

  5. Taa Morchiladze says:

    თეა, ნახეს შენი კომენტარი და გიპასუხებენ დღეს

  6. Lord Vader says:

    გაგიკვირდებათ და… არც ველოდი დიდად და მკიდია მამენტ.
    ონლაინ შოფერებიდან მგონი ერთადერთი ვარ ასეთი 🙂

    ერთადერთი პრინციპის ამბავი იყო – ყველა როა და საქართველო არა. ეს მაგრად მიტყდებოდა. მაგრამ ეს უფრო ემოციური მომენტია.
    შოფინგში კი არ დამჭირვებია არასდროს.

  7. Vader Lord says:

    იცი რა ვერ გავიგე… აი არის რამდენიმე მაღაზია, სადაც არაამერიკულ ბარათებს არ იღებენ. მაგრამ იმიტომ არა, რომ არ ევასებათ, უბრალოდ ბარათის ვერიფიკაციის პრობლემაა (ნუ ახლა არ ვეხები ვთქვათ ამაზონიდან ქინდლისთვის ისეთი წიგნის ყიდვას, რომელიც აშშ-ს გარეთ ქოფირაითის გამო არ იყიდება – ეს სხვა თემაა).
    აი,მაგალიტად – ვინიარდ ვაინსი ერთ ერთი ძალიან კარგი ბრენდი – აშშ ბარათი უნდა გქონდეს. მაგრამ ეს გვარდება მარტივად – რეკავ, გეტყვიან რა უნდა გააკეთო, იმისთვის რომ არაამერიკული ბილინგი დავერუიფიცირდეს და ყიდულობ მშვენივრად.
    იგივეა გეფზე – გეფზეც თუ ბილინგი და შიფინგი არ ემთხვევაქ ვერ ხსნი ანგარიშს – სისტემურად ასეთი მაიმუნობა იყო (არ ვიცი, თუ გაასწორეს ახლა)… ჰოდა იგივე მეთოდით ჩემი ამერიკული შიფინგი და ქართული ბილინგი მიაბეს და მას მერე გადასარევად ვშოფინგობდი თუ რამე მინდოდა.
    მგონი 99% მაღაზიებში, სადაც არაამერიკულ ბარათს არ იღებენ – ასე პრობლემა მოგვარდება.
    ჰოდა, WTF? 🙂

  8. Taa says:

    Lord Vader

    ლორდ, გვაცალე ადამიანებს ვიყოთ ბედნიერნი :))))))))))

  9. Babunashvili George says:

    კარგია,მეც მივესალმები!თავიდან eBay-ზეც მიღწევაა,შემდეგ თუ რამე მაზალოს,ქართულს არ გავაკეთებთ და არავის "გადავაგებთ",შეიძლება სხვა საშუალებებიც გაიხსნას…?!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *