“The history of the hemp plant is a history of kings and emperors, wars and merchants and just as importantly, is the history of ordinary citizens and traders.”
პოსტში დაწერილი ინფორმაცია არის თარგმნილი მოზეუმიდან წამოღებული ბროშურიდან, ამიტომ არანაირი პრეტენზია სინამდვილეზე და უტყუარობაზე არ გააჩნია. ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი ყველა ვიზიტორისთვის.
ბარსელონას Hemp & Marijuana Museum Gallery სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ დაარსდა და არის ამსტერდამის ამავე სახელწოდების მუზეუმის ფილიალი. ამსტერდამში კი ეს მუზეუმი 1985 წელს დაარსდა მისი ამჟამინდელი დირექტორის ბენ დრონკერსის მიერ.
მუზეუმში შესვლა 10 ევრო ღირს ერთ ადამიანზე, მაგრამ ჩვენ სტუდენტები ვეგონეთ და 10 ევროდ ორივენი შეგვიშვეს. 😀 სტუდენტებზე ფასდაკლებები გვაქვსო 🙂 მუზეუმი 2 სართულიანია და საოცრად კარგი თანამშრომლები ყავს. მუზეუმი არ ყიდის მარიხუანას და არც მოწყვეტის უფლებას გაძლევს მისთვის კუთვნილი ბუჩქებიდან. მხოლოდ სურათების გადაღება 🙂
მუზეუმის გაიდი იუწყება რომ: In this Museum we aim to give a more balanced view and increase awareness of how special this plant is, by showing its rich history and inexhaustible potential.
ისტორიულად, კანაფი იყო ერთ ერთი პირველი მცენარე, რომლის „მოშინაურებაც“ მოხდა ადამიანის მიერ დაახლოებით 10 000 წლის წინ. არსებობენ მამრი და მდედრი მცენარეები, გამრავლება ხდება დამტვერვის გზით და ყვავილობის ეტაპი იწყება როდესაც დღეები იწყებს შემოკლებას, დაახლოებით აგვისტოს დასასრულს –სექტემბრის დასაწყისში.
როდესაც მცენარე შედის ყვავილობის ფაზაში, მამრი ღერო იკეთებს შედარებით ვიწრო ყვავილოვან თავს – რომლის ყვავილებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ იხსნება და ფანტავს მტვერს. ამავდროულად მდედრი ღეროსგან იზრდება უფრო ფოთლოვანი თავი (ე.წ. BUDS), რომლის მამრი მცენარისგან დამტვერვის შედეგად ჩნდება მცენარის თესლი. მთელს ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქარსა და ნიავს, რადგან მწერები არ ითვლებიან კანაფის მტვერის გადამტანებად.
კანაფის მცენარეს აქვს ერთი უცნაური თვისებაც: უნარი შეიცვალოს სქესი 🙂 ცუდ გარემო პირობებში, მდედრი მცენარეები ხდებიან ჰერმაფროდიტები და თავადაც იწყებენ მტვერის წარმოებას. ეს ერთგვარი ჯიშისადმი ერთგულების მომენტია, ამით ისინი ცდილობენ რომ ეს მტვერი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადონ გარშემო მყოფი სხვა ჯერ კიდევ მდედრი მცენარეებისათვის და მოახდინონ მათი განაყოფიერება ჯიშის გადარჩენის მიზნით.
მარიხუანა – არის ჯერ დაუმტვერავი მდედრი მცენარე – მას ასევე სენსემილიას (SENSI) უწოდებენ. იმის გამო რომ მცენარე არ ახმარს მთელს თავის ენერგიას გამრავლების პროცესს, მისი ფოთლები იზრდებიან ზომაში და უფრო მეტად მწიფდება ვიდრე მისი „ორსული დები“.
კანაფი სატივა – 1753 წელს აღმოაჩინა შვედმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეუსმა, ეს იყო კანაფის ევროპაში გავრცელებული ტიპი, რომელიც ცნობილი იყო ბოჭკოებისა და თესლის გამო და შეიცავდა ნაკლები რაოდენობით THC-ს (ტეტრაჰიდრაკანაბინოლი) მთავარი აქტიური ინგრედიენტი კანაფის. სატივას ჯიშს აქვს წვრილი, წამახული ღეროები, არის გაცილებით მაღალი და უხვ ღეროიანი.
კანაფი ინდიკა – 1785 წელს ფრანგმა ნატურალისტმა ჟან–ბაპტისტ ლემარკმა გამოარჩია ახვა მცენარეებისაგან და დაარქვა ინდიკა, იმის გამო რომ ეს ჯიში წარმომავლობით იყო ინდოეთიდან. ეს მცენარე პირიქით, ნაკლებად გამოსადეგია წარმოებაში ბოჭკოს თვალსაზრისით, აქვს უფრო ფართო და ბუსუსებიანი ფოთლები და შეიცავს გაცილებით მეტი რაოდენობით კანაბინოიდს.
18 საუკუნეში საფრანგეთში წერდნენ: “There isn’t a plant more useful to man that this one. It’s even more productive then corn”
და შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ სურათებში, ეს არის მცენარე რომლისგანაც აკეთებენ უამრავ სასარგებლო ნივთს: დაწყებული მშენებლობიდან და ავტოინდუსტრიიდან, დასრულებული ტექსტილითა და კოსმეტიკა–მედიცინით.
19 საუკუნის შუაში, ლევი სტრაუსმა გამოიყენა კანაფის შედარებით მსუბუქი ქსოვილი, რომელსაც „Duck” ეწოდებოდა და რომელიც გამოიყენებოდა როგორც აფრების დასამზადებლად ასევე მაღაროელთა ტანსაცმლის შესაქმნელად. ლევი სტრაუსის პირველი შარვლები იყო საოცრად გამძლე ასეთი პირობებისათვის. ნამდვილი კანაფისგან შექმნილი სამოსი გაცილებით ნატურალური და ხარისხიანი იყო ვიდრე დღეს არსებული ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის სამოსი.
1839 წელს ირლანდიაში პირველად სცადეს დასავლური სამყაროსთვის შეეთავაზებინათ კანაფის სამედიცინო მიზნებით გამოყენება, როგორც ეს ხდებოდა ინდოეთში საუკუნეების მანძილზე. კანაფის ექსტრაქტის გაზავებით რამდენიმე სხვა ალკოჰოლის შემცველ სითხესთან ირლანდიელმა ვილიამ ო’შონესიმ მიიღო საოცარი მიქსტურა. ამ სითხის რამდენიმე წვეთის გაზავება თბილ წყალში ხსნიდა ისეთ საოცარ ტკივილებსაც კი, როგორებიცაა სამშობიარო და მენსტრუალური ტკივილები. მომდევნო პერიოდში ექიმებმა დაიწყეს ამ წვეთების გამოწერა ავადმყოფებისათვის, გარდა ამისა მე–19 საუკუნის შუა პერიოდში გაჩნდნენ ოფიციალური ფირმები, რომლებიც მუშაობდნენ კანაფისგან სხვადასხვა წამლის მიღებაზე.
ამავდროულად ხდება კოსმეტიკის სამყაროში კანაფის ზეთის აღმოჩენა, რომელსაც უხვად შეიცავს კანაფის თესლი. ეს საოცრად მდიდარი ზეთი ფლობს უნიკალურ თვისებებს, მისგან დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს აქვს კანის აღდგენის ფუნქცია და ამავდროულად არის საუკეთესო დამატენიანებელი.
კანაფის სხვადასხვა თავს (გალოვკა) სხვადასხვა ეფექტი აქვს ადამიანის სხეულზე: რელაქსანტი, დამამშვიდებელი, მასტიმულირებელი ან ხანდახან ფსიქოდელიურიც კი. ეს ეფექტი არა მხოლოდ მცენარის ჯიშების მიხედვით განსხვავდება, არამედ ერთიდაიგივე მცენარემ შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს სხვადასხვა ადამიანებზეც. ზემოქმედების ქვეშ ადამიანებს ეცვლებათ აღქმა და ფიქრის პროცესიც კი, ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს შთაგონების წყარო, ზოგიერთისთვის კი პირიქით. თუმცა 19–20 საუკუნის კულტურული ელიტა: მსახიობები, ფილოსოფოსები, მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები, მეცნიერები და მოაზროვნეები უფრო და უფრო აქტიურად მიმართავდნენ ამ მცენარეს, როგორც დამხმარე ძალას.
კანაფის „დემონიზაცია“ 1930–იანი წლებიდან დაიწყო შეერთებულ შტატებში. ამერიკის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეს მცენარე არის ფატალური შედეგების მომტანი ადამიანებისათვის და დაიწყო საყოველთაო აკრძალვები. თუმცა ამ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან ასობით ათასი ადამიანი შეეწინააღმდეგა, რომლებიც ითხოვდნენ კანაფის როგორც სამკურნალო საშუალების კანონით აღიარებას, რადგან ისინი მეცნიერულ დასკვნებს უპირისპირებდნენ საკანონმდებლო ორგანოებს. მათი აზრით კანაფი შეიძლება გამხდარიყო 21–ე საუკუნის ასპირინი მისი საოცარი თვისებებით და თანაც ასაბუთებდნენ რომ აბსოლუტურად შეუძლებელია კანაფის „ოვერდოზი“ გახდეს ფატალური მომხმარებლისთვის.
1996 წელს, კალიფორნიაში, საერთოდ განხილვის შედეგად, დამსწრეთა 55,6% _ ის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა ე.წ. Proposition 215 : მარიხუანას გაზრდა და გამოყენება პირადი – სამედიცინო მიზნებით ჩრდილოეთ ამერიკაში ნებადართული გახდა.
😀 😀 😀 😀 😀 😀
ფრიად საინტერესო ინფორმაცია… მადლობა თაა
(y)
ზუსტად მაშინ გახსნილა მე რომ საქართველოში დავბრუნდი 🙂
დასანანია :((((((
ძალიან საინტერესოდ გაქვა დაწერილი თაა 🙂
ერთ ერთი ყველაზე ჩამოყალიბებული, საინტერესოდ და “არაბაცნურად” დაწერილი სტატია მარიჯუანაზე.
ჩემი კომპლიმენტები სტატიის ავტორს 🙂
ცუდია ერთადერთი, რომ “მუზეუმი არ ყიდის მარიხუანას და არც მოწყვეტის უფლებას გაძლევს მისთვის კუთვნილი ბუჩქებიდან.” :)))))
აეეეეეეეეეეეეეე
ნახე რა მაგარი როჟა ყოფილა პლანი
ყველამ წაიკითხეთ ხალხო, უნიკალური მცენარეა
მიყვარს ძაან მაგრად
Замечательно,
полезно
არასოდეს შემიხედავს ამ კუთხით მარიხუანასთვის
ძალიან საინტერესოდ დაწერილი პოსტია
ყოჩაღ 🙂
ზედა ფოტოზე ისეთი ნირვანსკი ვიდი გაქვს, მგონი არამარტო დაათვალიერე :))
Lord Vader
შენ წარმოიდგინე, რომ მხოლოდ დავათვალიერეთ
გალერეაში არ იყიდება მარიხუანა, არც მოწევის უფლება გაქვს.
მხოლოდ დათვალიერება, მეტის გაგება და სურათების გადაღება 🙂