plaza-real-

BARCELONA 2018, MAY 21-23

May 21

დღეს მე და დიმას შოპინგი გვქონდა დაგეგმილი, საკმაოდ გვიან გამოვედით სახლიდან გავბოდიალდით ცენტრისკენ და Surprizeee!! 21 მაისი რაღაც ადგილობრივი დღესასწაული ყოფილა და ყველაფერი დაკეტილი იყო. ყველა მაღაზია სადაც არ წავედით.

სხვა რა გზა გვქონდა წავედით Placa Reial -ზე სალანჩაოდ. Placa Reial ბარსელონას ისტორიული ნაწილია, ასევე გოთიკური პერიოდის და ძალიან პოპულარული ტურისტებში. აქ რამდენიმე ძალიან კარგი და უფრო მეტი საშინლად ცუდი რესტორანია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ არჩევანში. იმის გამო რომ ტურისტებს ისედაც ბუზებივით იზიდავს ეს ადგილი, რიგი რესტორნებისა და ბარებისა ელემენტარულ კომფორტსაც არ გთავაზობს: უგემური და საშინლად ძვირი საჭმელი, მზის გულზე ჯდომა და ცუდი მომსახურება. Continue reading

Barcelona Featured Image

Barcelona 2018, May 18 -19

18 მაისი

დავიწყებ იმით რომ ეს არ უნდა ყოფილიყო Barcelona Trip  თანაც 5 დღიანი, თავდაპირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო 8 დღიანი მოგზაურობა Prague + Budapest + Vienna სადაც მივდიოდით მე და დიმა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბიჭებმა (დიმამ და დათომ, ჩემმა სიძემ) აღმოაჩინეს რომ ვიზეარმა დაამატა პირდაპირი ფრენა ბარსელონაში და მილანში. იმ დღესვე დიმა მირეკავს (დაახლოებით შუა აპრილი იყო) და მეკითხება ჩვენება როდის გაქვთო, იცის რომ MBFWTbilisi – ს პერიოდში შანსი არ არის თბილისიდან სადმე  ფეხი გავადგა, ვუთხარი თარიღები და კარგიო.

საღამოდ მოდის სახლში და მეუბნება ბილეთები ვიყიდეთ ბარსელონაში 18- 23 მაისი, პირდაპირი ქუთაისიდან..  ვააა, ისევ ბარსელონა არ მინდოდა მაგრამ ნუ პრინციპში წინა ჩასვლაზე სულ 3 დღე ვიყავი და ბევრი რამე დამრჩა სანახავი.

  • მეორე დღესვე AirBNB-ზე ვიქირავეთ ბინა 3 საძინებლით და 2 სააბაზანოთი, საგრადა ფამილიასთან ახლოს.
  • იმ დღესვე დავიწყე duolingo-ს მეშვეობით ესპანურის გახსენება და ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, როდესაც აღმოვაჩინე რომ ასე თუ ისე ენა მახსოვდა.
  • ნელ ნელა დავიწყე და 3-4 დღეში თავისი მარშრუტებიან ფასებიანად გავაკეთე მოგზაურობის სრული გეგმა.
  • 1 კვირაში ვიყიდეთ ყველა ბილეთი თუ სადმე შესვლა და დათვალიერება გვინდოდა.
  • მოვძებნე ტაქსის კომპანია, რომელიც წაგვიყვანდა ქუთაისში და უკანა გზაზეც თითქმის გამთენიისას დაგვხვდებოდა და წამოგვიყვანდა უკან (ტაქსი 2 გზა 300₾ დაგვიჯდა)
  • 2-3 დღით ადრე გამგზავრებამდე გავაკეთეთ სამოგზაურო დაზღვევები.
  • ვიყიდეთ დამატებითი ბარგი 20კგ ჩემოდანი, რომელშიც ჩავდეთ კოსმეტიკა და ისეთი ნივთები, რომლის ატანა ბორტზე არ შეიძლებოდა და აი 18 მაისიც დადგა.

Continue reading

Hemp & Marijuana Museum Gallery, Barcelona

Fotor0805124228_zps0095f920“The history of the hemp plant is a history of kings and emperors, wars and merchants and just as importantly, is the history of ordinary citizens and traders.”

პოსტში დაწერილი ინფორმაცია არის თარგმნილი მოზეუმიდან წამოღებული ბროშურიდან, ამიტომ არანაირი პრეტენზია სინამდვილეზე და უტყუარობაზე არ გააჩნია. ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი ყველა ვიზიტორისთვის და მიზნად არ ისახავს კანაფის პოპულარიზაციას.

ბარსელონას Hemp & Marijuana Museum Gallery სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ დაარსდა და არის ამსტერდამის ამავე სახელწოდების მუზეუმის ფილიალი. ამსტერდამში კი ეს მუზეუმი 1985 წელს დაარსდა მისი ამჟამინდელი დირექტორის ბენ დრონკერსის მიერ.

 photo Fotor0805124455_zps35d391be.jpg Continue reading

Barcelona, July 22-23

სიმართლე გითხრათ, ნიცა, კანი და მონაკოს მერე ბარსელონას რომ გადმოვხედე თვითმფრინავიდან, რაღაცნაირი უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, არ მინდოდა ამხელა ქალაქში ყოფნა, არ მინდოდა მეტროებით და ტაქსებით ბოდიალი.

მეზარებოდა წინასწარ დაგეგმილი დასათვალიერებელი ადგილების მონახულება, მაგრამ…

სასტუმროში ღამის 2 საათისკენ მივაღწიეთ, გვშიოდა, დავჩექინდით, ბარგი დავყარეთ და გამოვედით „უბანში“ სავახშმოდ. შენც არ მომიკვდე, ყველაფერი დაკეტილია და ერთი სულიერიც კი არ ჭაჭანებს. გული გაგვისკდა, არ ვიცოდით ბარსელონა როგორ გამოიყურებოდა და ეგრევე ვიფიქრეთ აი ძალიან ძალიან „შორს“ ვცხოვრობთ ალბათ, სადღაც გლდანში ან ზაჰესში ან კიდევ იქეთო და კიდევ უფრო მოწყენილებმა დავიძინეთ.

თურმე, რა შორს

მაგრამ მოიცადეთ …

დილა გათენდა ფანტასტიური, თუმცა ჩვენს ეს გავიგეთ მხოლოდ 12 საათის მერე, რადგან ჩვენი სასტუმროს ნომერს ისეთი მუქი ფარდები ჰქონდა რომ ერთ ნამცეც სინათლის სხივს არ ატარებდა ნომერში.

3–ჯერ გამეღვიძა დილით და სინათლეს რომ ვერ ვხედავდი, მეგონა ისევ ღამე იყო. ბოლოს უკვე როცა კაპიტალურად გამეღვიძა და ვეღარ შევიბრუნე ძილი, ავდექი, დასატენად შეერთებული ტელეფონი ავიღე და … სხვა რა გზა იყო გავხსენი ფარდები. ტელეფონი 12 საათსა და რაღაც წუთებს აჩვენებდა ბარსელონას დროით.

ფარდების გახსნასთან ერთად ოთახში საოცარი ენერგია შემოიჭრა, გავარვარებული მზის, მხიარული ჰანგების, საკვების საოცარი სუნი და ოდნავ ზღვის სუნი. ქვემოდან არაჩვეულებრივი აუზის კამკამა წყალი მიღიმოდა და მეზობელი სახლებიდან გაკაპასებული ესპანელი ქალბატონების საოცრად ტემპერამენტიანი საუბარი მესმოდა. წამოსვლის დღემდე მეგონა რომ ეს ქალები კი არ ლაპარაკობენ სულ ჩხუბობენ მეთქი. ძლივს შევეჩვიე ამ ტემპერამენტს მალაგაში, სადაც ეკა და ქეთოც ზუსტად ანალოგიურად ხმაურით უყვებოდნენ ხოლმე თავიანთ მეუღლეებს რაღაცეებს, არადა აშკარად არ ეჩხუბებოდნენ.

მე და დიმამ ჩავიცვით, ვისაუზმეთ ერთ ერთ ფართო ქუჩაზე, ბარსელონას ტოიოტას შოურუმის წინ და წავედით საგრადა ფამილიას დასაზვერად

Continue reading