plaza-real-

BARCELONA 2018, MAY 21-23

May 21

დღეს მე და დიმას შოპინგი გვქონდა დაგეგმილი, საკმაოდ გვიან გამოვედით სახლიდან გავბოდიალდით ცენტრისკენ და Surprizeee!! 21 მაისი რაღაც ადგილობრივი დღესასწაული ყოფილა და ყველაფერი დაკეტილი იყო. ყველა მაღაზია სადაც არ წავედით.

სხვა რა გზა გვქონდა წავედით Placa Reial -ზე სალანჩაოდ. Placa Reial ბარსელონას ისტორიული ნაწილია, ასევე გოთიკური პერიოდის და ძალიან პოპულარული ტურისტებში. აქ რამდენიმე ძალიან კარგი და უფრო მეტი საშინლად ცუდი რესტორანია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ არჩევანში. იმის გამო რომ ტურისტებს ისედაც ბუზებივით იზიდავს ეს ადგილი, რიგი რესტორნებისა და ბარებისა ელემენტარულ კომფორტსაც არ გთავაზობს: უგემური და საშინლად ძვირი საჭმელი, მზის გულზე ჯდომა და ცუდი მომსახურება.

ამიტომ თუ ვინმე მაინც აქ წახვალთ საკვებად, აუცილებლად ტობოგანში მიდით, განსხვავებულად კარგი საჭმელი აქვთ და ტურისტის “პატივისცემაც” იციან, ძალიან კარგი მიმტანები ჰყავთ სხვებთან შედარებით, თორე ისე ზოგადად მანდ მომსახურების დონით არ ბწყინავენ.

May 21 (1)

May 21 (2)

ლანჩის მერე გადავწყვიტეთ ადგილობრივ Coffee Shop – ს ვწვეოდით.

ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა ესპანეთმა კარი გაუღო ე.წ. Weed Tourism-ს, მარიხუანას მოპოვება და მოწევა უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაემორჩილო.

ქუჩაში მარიხუანას მოწევა ბარსელონაში ოფიციალურად აკრძალულია, მართალია ციხეში არავინ არ “წაგათრევს”, მაგრამ ჯარიმას იქვე გამოგიწერენ და გადაგახდევინებენ, ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს ათასობით Coffee Shop – ად წოდებული Cannabis Club – ები.

La Rambla -ზე გასულები უამრავ ფერადკანიანს შეამჩნევთ, რომლებიც გესალმებიან და პირდაპირ გთავაზობენ Coffee Shop-ების წევრობას, მიყავხარ კონკრეტულ Coffee Shop -ში და გაძლევენ სპეციალურ ბარათებს, რომელთა გამოყენების ვადა 1 წელია. ბარათი უზრუნველყოფს იმას, რომ შენ ხარ მარიხუანას მწეველი და კონკრეტული Coffee Shop -ის წევრი, რის გამოც შეგიძლია აღნიშნულ ნივთიერებით ბოდიალი.

ბარსელონას Coffee Shop – ების უმერესობა ტურისტული ადგილებია და მომხმარებლისთვის მაქსიმალურ კომფორტზე გათვლილი. ზოგიერთი მათგანის ინტერიერზე დიზაინერებიც კი ზრუნავდნენ, ბევრ მათგანში სასმელების უდიდეს არჩევანსაც და უფასო ვაიფაისაც აღმოაჩენთ.

ამსტერდამისგან განსხვავებით, ბარსელონაში ქუჩაში არ ეწევიან და შესაბამისად ქუჩები არ არის გადატვირთული საშინელი ბალახის სუნით, რაც ყოველთვის მაღიზიანებს ამსტერდამში ყოფნისას. განსაკუთრებით გულს მირევდა ხოლმე დილაობით. ალბათ მწეველებზე ასე არ მოქმედებს, მაგრამ არამწეველებიც ხომ ხალხი ვართ :))

შემდეგი რაც ამ დღეს ვნახეთ იყო ბარსელონას ზოოპარკი, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა საინტერესო ცხოველების ნაირსახეობით.

May 21 (4)

May 21 (5)

May 21 (6)

ძალიან საინტერესო იყო და მიხარია რომ აღმოვჩნდით ამ ზოოპარკში, ამის მერე აუცილებლად ყველგან წავალ ხოლმე ზოოპარკში, ყველა ქვეყანაში სადაც ვიმოგზაურებ.

უკანა გზაზე სიუტადელას პარკიდან გამოვედით, ცოტა დავისვენეთ, ტრიუმფალურ არკასთან სურათები გადავიღეთ და დავეშვით გოთიკურ უბანში საჭმელად.

May 21 (8)

May 21 (13)

May 21 (14)

კიდევ ორი დეტალი რასაც გოთიკურ უბანში აღფრთოვანებაში მოვყავარ არის:

1. გრაფიტი, რომელიც ასე საოცრად უხდება ამ უძველეს და ისტორიულ შენობებს. თითქოს არ უნდა უხდებოდესო გეფიქრება, მაგრამ იმდენად შერწყმული და ბუნებრივია, რომ კითხვაც გიჩნდება ესენიც იმათმა ხომ არ დახატეს, ვინც ეს უბანი ააშენაო.

2. მოსახვევებში კედლებს მიღმა და პატარა მოედნებზე შეკოპწიავებული პატარა და საყვარელი კაფეები, სადაც ყველგან უგელრიელესი სანგრია აქვთ და აუცილებლად რამე ვეგეტარიანული.

May 21 (15)

May 21 (9)

May 21 (10)

May 21 (11)

May 21 (12)

May 22

რადგან გუშინ ვერ ვიშოპინგეთ 22 მაისი დავიწყეთ შოპინგით 🙂 ბავშვებისთვის უნდა მეყიდა ზღვისთვის ტანსაცმელი და საცურაოები და ჩემთვისაც მინდოდა რაღაცეები.

ბიჭებს რა თქმა უნდა ფეხებზე ეკიდათ შოპინგი და ამიტომ სადღაც 2-ის ნახევარზე შევხვდით ისევ პლასა რეიალზე, ისევ ტობოგანში. ხატია და დათო არ იყვნენ აქ ნამყოფი.  ბოსტნეულის კრემ სუფი კრუტონებით იყო ნამდვილი To Die For !!!

May 22 (1)

May 22 (2)

May 22 (3)

სადილის მერე სახლში ავიტანეთ პარკები, ონლაინ ვიყიდეთ პარკ გუელის ბილეთები, გამოვიძახეთ ტაქსი (ბარსელონაში უბერიც არ გჭირდებათ ისე იაფია ტაქსები) და წავედით გაუდის ზღაპრულ პარკში

BARCELONA-3

May 22 (5)

May 22 (6)

ღამე წავედით სადღაც კლუბში, პლასა რეიალზე, ოღონდ ისეთი კოშმარი იყო, რომ გახსენებაც არ მინდა 🙂

May 22 (4)

May 23

დილა დავიწყეთ ჩალაგებით, ბინა მივასუფთავეთ, ჩემოდნები ავიღეთ და წავედით ბინა ვისგანაც ვიქირავეთ მათ ოფისში გასაღების გადასაცემად და 4 საათამდე ჩემოდნების შესანახად.

ძალიან საინტერესო მაღაზიების ქსელს მივაგენით საჩუქრებისთვის და მინდა გაგიზიაროთ, აუცილებლად ეწვიეთ თუ ჩახვალთ ბარსელონაში. უსაყვარლესი ნივთები აქვთ ფანტასტიურ ფასად და იმდენი რამე გამოვზიდეთ მერე ჩემოდნებში ვეღარ ვტევდით.

https://en.ale-hop.org/

2018-05-23 17.15.27

კიდევ უამრავი მოვიბოდიალეთ ამ დღეს, სადაც ნამყოფები არ ვიყავით, ისეთ მიმართულებებს ვირჩევდით ოფლაინ რუკაზე და დავბოდიალებდით

4 საათისკენ წავედით სტარბაქსში, რომელიც ჩვენი ბინის გაყიდვების ოფისთან ახლოს იყო, მერე ოფისში, სადაც ნაყიდები “ჩავტენეთ” ჩემოდნებში, დაგვახვედრეს ტაქსი და წამოვედით სამშობლოსკენ 🙂

2018-05-23 22.04.22

 

Comments

comments

2 thoughts on “BARCELONA 2018, MAY 21-23

  1. Ellee says:

    სხვათა შორის არც ერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ ზოოპარკებში
    და ისე საინტერესოდ მეჩვენა შენი პოსტი
    ალბათ უნდა წავიდე ხოლმე

  2. Taa says:

    ELLEE

    პრაღის მერე მეც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, არ გამოვტოვო არც ერთი ქვეყნის ზოოპარკი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *