ამ სტატიას შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში და ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.
გარდა იმისა რომ არსებობს ქმედებები, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს (ძილი, დასვენება, ვარჯიში და ა.შ) არსებობს ასევე საკვებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობს ორგანიზმს ახალგაზრდულობის შენარჩუნებაში.
თურმე კვერცხი ყოფილა ერთი ასეთი პროდუქტი და ახლა ვნანობ რატომ არ ვჭამდი ამდენი წელი. მე ვარ საშინელი “ანტიკვერცხისტი”, ვერ ვიტან გემოს და არ ვჭამ თითქმის არასოდეს, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.
მწვანილები და სალათები
აი აქ კი ვეთანხმები ყველანაირად, ასაკი ჯერ არ მეტყობა და თუ ეს ამ პუნქტის დამსახურებაა, მაშინ ჩავთვალოთ რომ არც არასოდეს დამეტყობა :დ :დ :დ
უზომო რაოდენობით სალათებს და მწვანილებს ვჭამ.
კენკრა
კენკროვანი ხილის ძალიან ბევრი სიკეთის შესახებ დარწმუნებული ვარ ყველამ იცით, მაგრამ თურმე მათ დაბერების პროცესის შეჩერებაც შეუძლიათ. ასე რომ მიირთვით ეს უგემრიელესი ხილი და იყავით ახალგაზრდა მუდამ.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მოცხარი, რომელიც არის ვიკიკოს უსაყვარლესი ხილი 🙂
და ბოლოს ყველაზე გემრიელი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე სასარგებლო და ფანტასტიკური საკვები – ბროკოლი. ეს მცენარე არის უმდიდრესი სასარგებლო ნივთიერებებით და ამასთანავე ძალიან, ძალიან კარგია ჯანმრთელობისათვის – სხვათა შორის კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც შეიცავს. ბროკოლი შეიცავს Isothiocyanate–ს, რომელიც ორგანიზმში აღვიძებს სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლ გენებს და ნივთიერებებს.
ისეთი გემრიელი საკვები შედის ასაკთან საუკეთესოდ მებრძოლთა სიაში, რომ არ მესმის რატომ არ უნდა ვიყოთ ყოველთვის ახალგაზრდა :)))))))
აუცილებლად გავითვალისწინებ :)))))))
აუცილებლად გავითვალისწინებ :)))))))
kvercxis garda chemi racioniaashkarad.. 😀
ნინი მურაჩაშვილი არ დავბერდებით :))))))
ტრადიციულად რაც გემრიელია – მავნებელია და რაც უგემურია – სასარგებლოო, ასე გამიგია 🙂
თუმცა ყოველთვის ასე არ გამოდის. კენკროვნები გემრიელია, მაგალითად და კვერცხსაც რას უწუნებ… კაი რამეა.