Isabel Marant for H&M Fall

14 ნოემბრიდან, H&M -ის  მსოფლიოს 250 მაღაზიაში ჩემთვის საოცნებო კოლექცია დაიდება.

Isabel Marant for H&M Fall- ჩემთვის საოცნებოა ორი მიზეზით, ერთი რომ Isabel Marant არის ჩემი უსაყვარლესი დიზაინერი და მეორე იმიტომ, რომ რეალურად მართლა ხელმისაწვდომი იქნება ეს კოლექცია ჩემთვის ფასის მხრივ და რა დასანანია რომ წელს ვერსად ვერ მოვხვდები ამ კოლექციის დახლებზე გამოჩენისას.

მარანტმა ერთ ერთ ინტერვიუში აღნიშნა ” I aim at creating something real, that women want to wear in their everyday lives with a certain carelessness, which I think is very Parisian. ” –  და აი ზუსტად, აი ამიტომაც მიყვარს ეს ქალი და მისი ყველა ნამუშევარი.

H&M-ისთვის შექმნილი კოლექცია მოიცავს გარდერობის ყველა იმ შემადგენელ კომპონენტს, რითაც იმოსებიან ქალები და ასევე აქსესუარებს და ფეხსაცმელს მკვეთრად გამოხატული ბოჰემური სტილით – რაც ყველა დამეთანხმებით მარანტის ხელწერაა.

მე პირადად ამ პიჯაკით დავრჩი მოხიბლული, მაგრამ სხვაც ბევრი ლამაზი ნივთია

Isabel-Marant-HM-womens-collection-44

 ისიამოვნეთ, აქ არის ნაწილი კოლექციისა და აირჩიეთ თქვენი სასურველი ნივთი იმედით რომ 14 ნოემბერს თქვენ  H&M-ის მსოფლიოს 250-დან რომელიმე მაღაზიასთან მაინც აღმოჩნდებით. ეს ხომ არც ისე რთულია.

Isabel-Marant-HM-womens-collection-47

Isabel-Marant-HM-womens-collection-46

Isabel-Marant-HM-womens-collection-45

Isabel-Marant-HM-womens-collection-43

Isabel-Marant-HM-womens-collection-42

Isabel-Marant-HM-womens-collection-06-570x855

Isabel-Marant-HM-womens-collection-18-570x855

Isabel-Marant-HM-womens-collection-27-570x855

Comments

comments

3 thoughts on “Isabel Marant for H&M Fall

  1. თაკო გვაზავა says:

    სიმართლე გითხრა არ ვგიჟდები ამ კოლექციაზე და საერთოდაც არც ერთი მაღალი სამოდელო სახლის მიერ ეიჩენდემისთვის გაკეთებულ კოლექციაზე არ აღვფრთოვანებულვარ, არ ვიცი რატომ ხდება ასე… ნუ ზოგადად მარანზე მე ისედაც არ ვარ შეყვარებული

  2. GlamourBrunette says:

    რატომ, რატომ რააატოოომ არ გვაქვს ჩვენც ეს მაღაზია??? წელს რომში ისეთი კარგი პოჯაკი ვიყიდე აქ, სულ ნერვები მეშლება რომ თბილისში არ გვაქვს :((

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *