#პერიტუსის კონკურსი

ყველაზე, ყველაზე რთული სარეკლამო და საკონკურსო  პოსტების დაწერაა, იმიტომ რომ რაღაც დოზით მაინც შეზღუდული და დაძაბული ხარ. სარეკლამოს შემთხვევაში დამკვეთი არსებობს, მეორე შემთხვევაში კი კონკურსია – ვიღაცეებს ეჯიბრები.  ამიტომ ზოგადად, არ ვარ ხოლმე ბლოგერების  კონკურსების მომხრე, რადგან ბლოგერობა გარკვეულწილად თავისუფლებაა, გინდა ჩაისუნთქებ და ამოისუნთქებ, გინდა ორჯერ ისე ჩაისუნთქებ რომ ერთხელაც არ ამოისუნთქებ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე რომ დამეწერა საკონკურსო პოსტი პერიტუს გრუფის ბლოგერთა კონკურსისათვის, რომლის მიზანია პიარის სფეროს პოპულარიზაცია და პიარის სფეროთი დაინტერესებული ბლოგერების სტიმულირება.

and here we go:

  საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ძალიან საინტერესო, ძალიან მოდური, ძალიან აქტუალური და ამავდროულად საკმაოდ სტრესული (თუ სტატისტიკას დავეყრდნობით – ერთ ერთი ყველაზე სტრესული) სფერო.

სფერო, რომელიც ყოველდღიურად მოითხოვს ფორმაში ყოფნას!!! რა თქმა უნდა აქ კონკრეტული ადამიანის ვიზუალი არ იგულისხმება 🙂

მე პირადად, უკვე რამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და შესაძლოა სათქმელიც ბევრი მქონდეს, მაგრამ მოდით ერთი საკმაოდ პრობლემური მიმართულებით წავალ და აქვე გამოვთქვამ სინანულს, რომ არ გამაჩნია კონკრეტული სქრინშოტები, რომლითაც თქვენც გაგახალისებდით და უფრო მეტად მხატვრული და საინტერესო გამოვიდოდა პოსტიც.

 

   PR  ვაკანსია – არის თემა რომელზეც მინდა დავწერო.

  სამწუხაროდ დღევანდელი დამსაქმებლების უდიდესმა ნაწილმა არ იცის რა არის პიარი და ხშირად წარმოუდგენელ პუნქტებს ნახავთ ხოლმე გამოცხადებულ ვაკანსიებში, უფრო ხშირად კი პიარი “ყველაფერშიკობასთან” არის გაიგივებული.

მოდით ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბებ რამდენიმე პუნქტად და ჩემი კოლეგები მერე იმედია კომენტარებში დამეხმარებიან განვავრცოთ ეს თემა:

1. პიარ მენეჯერი არ არის ოფის მენეჯერი – ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირად არეული ვაკანსიებში, რამდენჯერ გაგვიხილავს ფეისბუქზე დახურულ ჯგუფებში მსგავსი ვაკანსიები. რეალურად როდესაც დამკვეთს სჭირდება ოფის მენეჯერი, იხდის ხელფასს 300–350 ლარს და ვაკანსიას აცხადებს პიარ მენეჯერისას.

2. პიარ მენეჯერი არ არის მარკეტინგის მენეჯერი – მართალია ეს ერთ სიბრტყეზე მომუშავე სფეროა და ხშირია შემთხვევები როდესაც კომპანიებში პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციებს ერთი ადამიანი ითავსებს, მაგრამ როდესაც ვაკანსიას აცხადებ პიარ მენეჯერზე, უნდა იცოდე რომ ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის თემა და არა ფლაერების დარიგება და რეკლამების განთავსება.

3. კარგი პიარ მენეჯერი მერხიდან ვერ დადგები – სამწუხაროა მაგრამ ასეა, საზოგადოებასთან ურთიერთობას მარტო წიგნიდან ვერ სწავლობ, ეს არის ყოველდღიური პროცესი. პროცესი დაუღალავი მუშაობისა და დაუღალავად დაკვირვებისა. განსაკუთრებით დღეს “ციფრულ ერაში” როდესაც ცხოვრებამ საოცარი აქსელერაცია განიცადა და ჩვენც თითქოს ტურბინიან ძრავზე ვიყოთო ისე  მივყვებით მას, შეუძლებელია რომ მხოლოდ წიგნებიდან ნასწავლი ადამიანი იყოს კარგი პიარ მენეჯერი. კარგი პიარ მენეჯერი – მხოლოდ გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ ხდები.

4. ანაზღაურება – ეს პუნქტი გარკვეულწილად წინა პუნქტის გაგრძელებაა. კომპანიები ეძებენ კარგ პიარ მენეჯერებს 1000 ლარად, 1200 ლარად და ერთგან ვნახე სასურველია მანქანაც ყავდესო.  :)))))  ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა:  “გონს მოეგეთ”, კარგი პიარ მენეჯერის ხელფასი 2000 – 2500 ლარი არის მინიმუმ და თუ თქვენ მხოლოდ განათლებით პიარ მენეჯერებს ეძებთ ნუ დაწერთ რომ “კარგი და გამოცდილი” პიარ მენეჯერი გინდათ.

5. ვაკანსიის ტექსტი: ვიდრე ვაკანსიას გამოაცხადებდეთ და ონლაინ ან ოფლაინ გამოაქვეყნებდეთ სადმე, იქნებ ვინმე კომპეტენტურსაც გადაახედოთ ხოლმე.

მაგალითისთვის 🙂

 untitled

 

6.  და ბოლო, მართალია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ხელს უწყობს ჟურნალისტური განათლება და წერის უნარი ხომ საერთოდ,  მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პიარი ჟურნალისტიკა არ არის !!!

 

  არ ვიცი რა ბედი ელის ამ პოსტს კონკურსზე,

მაგრამ ვინც წაიკითხავს თუ გაითვალისწინებს და სხვებსაც მოუყვება ისევ ჩვენთვის და ჩვენი დარგის განვითარებისთვის იქნება უკეთესი.

 საუკეთესო სურვილებით 2014 წლისათვის…

Comments

comments

9 thoughts on “#პერიტუსის კონკურსი

  1. Eka Meliqidze says:

    აი ზუსტად ის დაწერე რასაც ვფიქრობდი და რა სიტუაციაცაა დღეს საქართველოში. დამსაქმებლების უდიდესმა ნაწილმა არც კი იცის რა არის რელაურად საზოგადოებასთან ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ინსტრუმენტები და საერთოდ ფიარი. ვუსმენ ხოლმე და ვფიქრობ, ტყუილად ხომ არ დავინტერესდი ამ პროფესიით საერთოდ, ის რაც საზღვარგარეთ მასწავლეს, რადიკლაურად განსხვავდება დამსაქმებლების ას პუნქტიანი, უაზრო, ლოგიაკს მოკლებული მოთხოვნებისგან. საშინელი შგრძნებაა… რა თქმა უნდა, მე ყველა კომპანიაზე არ ვსაუბრობ, კარგ და შედარებით კარგ კომპანიებს ძირითად შემთხვევაში უკვე ჰყავთ PR-მენეჯერები და ნამდვილად, ნიჭიერი და კრეატიული ადამინაები. აი ასეთი, ხარ შენ თათა და ვფიქრობ, რომ შენს კომპანიას
    ძალიან, ძალიან გაუმართლა შენში. წარმატებები )))

  2. Tariel Zivzivadze says:

    ვაფასებ ადამიანებს, რომელთაც ცეცხლში გადავარდნის [კონკურსში მონაწილეობა] დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ, რათა იქედან ახალი წამოიღონ [ცოდნა, გამოცდილება და პრიზიც :)]!

  3. Ekaterine Japaridze says:

    თათააააააააააააააა!!!! THE BEST!!! ზუსტად ის თქვი რაც ბევრი ვერც და არც იტყვის!!!

  4. Lika Guntsadzé says:

    პიარი ჟურნალისტიკა არ არის <3 :))) P.S ხო მართლა, მაინტერესებს რას ამბობენ "იატაკქვეშა" დაჯგუფებები პიარი პიარია და ფიარი არ არისო?

  5. Taa Morchiladze says:

    ზოგი ამბობს ფიარიაო, ზოგი ამბობს პიარიაო. მაგრამ პიარი უფრო მარტივად ითქმისო 🙂

  6. Lika Guntsadzé says:

    კიდევ, "პიარ მენეჯერი არ არის მარკეტინგის მენეჯერი" საც 100%ით ვეთანხმები ისე :))) მერე რა რომ პოზიციებს შეიძლება ითავსებდეს ერთი პირი ამა თუ იმ კომპანიაში. მაშტაბებია ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი

  7. Lika Guntsadzé says:

    Taa Morchiladze და მაინც, არ შემაჩვენებენ ე.ი PR ის წარმომავლობაც რომ გავითვალისწინო და ფი-თი მოვიხსენიო :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *