Badgley Mischka F/W 2014

Badgley Mischka დიზაინერთა დუეტია  Mark Badgley და James Mischka , რომლებიც 1988 წლიდან აქტიურად მოღვაწეობენ შეერთებული შტატების ბაზარზე.

დუეტი ძალიან მალე გახდა პოპულარული და მოიპოვეს ვოგისგან შეფასება “one of Top 10 American Designers”.

Badgley Mischka- ს უნიჭიერესმა დუეტმა თავიდანვე განსაზღვრა თავიანთი მიმართულების ესთეტიკა

“Our style harks back to the glamorous Hollywood of the Forties. The Badgley Mischka signature style is simple, streamlined and thoroughly elegant.”

  2014 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექციასაც 40-50-იანი წლების გლამურული შტრიხები გასდევს და ნაწილობრივ ინსპირირებულია მხატვარი გუსტავ კლიმტისა და არქიტექტორი ჯოზეფ ჰოფმანის მიერ.

კაბების ქსოვილები სპეციალურ ოქროს ხსნარშია ამოვლებული, რატა მათ ნამდვილი ოქროსავით ეკაშკაშათ პოდიუმზე, სწორედ ეს იყო გუსტავ კლიმტის გავლენა ამ კოლექციაზე – ოქროს თბილი, მდიდრული და თვალწარმტაცი კაშკაში რაც ნებისმიერ მნახველს მოსტაცებს თვალს.

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *