My life in 2014

როგორც წესი, შემაჯამებელ პოსტებს არ ვწერ ხოლმე, მაგრამ წელს ძალიან მომინდა დაწერა, რადგან ამხელა ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა 2009 წლის მერე.

Goodbye to 2014 wallpaper Goodbye to 2014 wallpaper

2014 წელი ახალი იდეებითა და გეგმებით დავიწყეთ, როგორც სახლში ასევე სამსახურში.

ახალ ნათებაში 2014 წელი ახალ ოფისსი დავიწყეთ, ულამაზეს და ძალიან კომფორტულ გრემოში, განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელთაგან ფორუმის ჟურნალის გამოცემას და გამოფენა “დამზადებულია საქართველოში” გამოვყოფდი.

მერე იყო Spotlight უსაინტერესოესი და უკვე უამრავი ადამიანის საყვარელი ღონისძიება სადაც გამოვედი უკვე როგორც სპიკერი.

ზაფხულის დასაწყისი იყო განსაკუთრებული: ჩავერთე teatri.ge-ს პროექტში “სხვა სპექტაკლი”.

ეს იყო უდიდესი და უსაინტერესოესი გამოცდილება ჩემთვის, რაც თამამად შემიძლია წლის ყველაზე საინტერესო მოვლენად დავასახელო.

დატვირთულ რეჟიმში რეპეტიციები, ახალი ადამიანები, რომლებთან ერთადაც შუაღამემდე ვრეპეტიციობდით, ვიზიტები ტელევიზიებში და რადიო სადგურებზე თითქოს ნამდვილი მსახიობები ვყოფილიყავით, ამ ადამიანებთან საოცრად დამეგობრება და ლამის ერთ ოჯახად ჩამოყალიბება და ბოლოს 10 ივლისი, დღე რომელმაც უდიდესი გამოცდილება გვაჩუქა თითოეულ ჩვენთაგანს – სცენა.

ნამდვილი სცენა – ეს იყო საოცრება !!!!

მერე იყო “ატელიე მაჩაბლის” სადებიუტო კოლექციის ჩვენების ორგანიზება, ასევე საინტერესო გამოცდილება.

ამასობაში დაიწყო მე და დიმას ცხოვრებაში წლის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, ურთულესი, საკმაოდ უსიამოვნო და დროში გაწელილი, რომელიც ძალიან სამწუხაროდ დღესაც გრძელდება და ვერ გავედით ბოლოში – რემონტი.

მერე იყო შვებულება, ძალიან დატვირთული და საინტერესო, პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ ვიკიკოსთან ერთად – თურქეთში, სადაც არაჩვეულებრივი 10 დღე გავატარეთ და ვიკი იყო უბედნიერესი ამ ახალი გამოცდილებით ცხოვრებაში, დაუმეგობრდა რამდენიმე რუს გოგონას და ამ 10 დღეში ძალიან გაიზარდა.

შვებულება საქართველოში, ლოპოტაზე და მერე ბათუმში გაგრძელდა, ამასობაში პარალელურად ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ამბები ხდებოდა, სამსახურის 3 ახალი შემოთავაზება, აქედან 2 საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი.

და აი აგვისტოში მოხდა 2 უდიდესი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში:

თითქმის 8 წლიანი თანამსრომლობის შემდეგ დავტოვე “ახალი ნათება”

აგვისტოს დასაწყისში აღმოვაჩინე რომ ბავშვს ველოდებოდი, აბსოლუტურად დაუგეგმავად და ყველანაირი მოლოდინის გარეშე.

ორსულობა მეორე ბავშვზე აღმოჩნდა საკმაოდ რთული, რამდენიმე დღეში დამწეყო ტოქსიკოზი და გასაუბრება, რომლის შედეგადაც სხვაგან უნდა დამეწყო მუშაობა გადაიდო გაურკვეველი დროით. ძალიან ცუდად დაემთხვა და სამწუხაროდ ეს სანსი ხელიდან გავუშვი, რადგან ამ დროს ყველა ჩქარობს კადრების აყვანაზე – ძალიან აქტიური პერიოდი იწყება, მე კიდევ ურთულესი ტოქსიკოზი 12-14 სექტემბრამდე გამიგრძელდა და მთელი ეს პერიოდი სახლიდან ვერ გამოვდიოდი.

Screenshot 2014-12-31 16.54.24

 

ეს წელიწადი ტრაგიკულიც იყო სამწუხაროდ,

დაიღუპა ჩემი სტუდენტობის მეგობარი დაჩი დარჩია, რომელიც მოკლეს სქაი ბარში გაუგებრობის გამო და რომლის სიკვდილიც ჯერ არ არის გამოძიებული – სამწუხაროდ.

სექტემბერში კიდევ ერთი ცვლილება: შპს “ნატალი”-ში დავიწყე მუშაობა პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე და აქაც არაერთი საინტერესო  პროექტი განვახორციელეთ ერთად:

– მოდის კვირეულის სპონსორობა და მუშაობა ბექსთეიჯში

– ღია კარის დღეები ანტი ეიჯ კლინიკაში

– სოლარიუმ კლუბის გახსნა

– ნატალის სპას საახალწლო პრომოუშენი

– კორპორატული საღამო

მოკლედ ასეთი დატვირთული წელი მქონდა და წინა წლიდან ახალ წელს მიმყავს ბავშვი მუცლით და დაუმთავრებელი რემონტი, რომელიც იმედია ბავსვის გაცენამდე დასრულდება.

ასეტი იყო 2014 წელი, შემიძლია ვთქვა არც ისე კარგი წელი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მოდის ცხვრის წელი, რომელიც ჰოროსკოპით არის ჩემი წელიწადი და იმედია იქნება განსაკუთრებულად კარგი.

ყველას გილოცავთ წინასწარ და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ახალ წელს.

Comments

comments

2 thoughts on “My life in 2014

  1. Lord Vader says:

    გილოცავ და კიდევ უკეთესი წელი გქონებოდეს.
    პოზიტივის აფეთქება ხარ მართლა 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *