გადავარჩინოთ ტუჩები

ზამთარი არის ერთ ერთი ყველაზე ვერაგი მტერი ჩვენი კანის და ეს ყველაზე მეტად ტუჩების სიფრიფანა კანზე აისახება.

დამსკდარი და გამომშრალი კანი კი ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება დამეთანხმებით, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენი ტუჩების გადარჩენა ამ სუსხისგან.

ზამთრის სიცივისგან ტუჩების დასაცავად მინდა რამდენიმე პროდუქტი შემოგთავაზოთ, რომელთა უმეტესობას ამაზონზე შეიძენთ, მაგრამ დამერწმუნეთ ღირს ლოდინი:

1. EOS (Evolution of smooth) lip balm – სულ რაღაც 4$-ის ფარგლებშია და 95%-ით ორგანულია, ძალიან სასიამოვნოდ ედება ტუჩებს და აქვს ნაზი და სასიამოვნო სურნელი.

 

2. Vaseline Lip Therapy – ტრადიციული ვაზელინის ახალი სიცოცხლე 🙂 ისიც საკმაოდ იაფფასიანია და ამავე დროს არა მხოლოდ იცავს არამედ კურნავს კიდეც უკვე დაზიანებულ კანს ტუჩებზე

 

3. Burt’s Bees Beeswax Lip Balm Tin – სადღაც 6$-მდე ღირს ამაზონზე და შეიცავს მზესუმზირის ზეთსა და ძალიან სასარგებლო ვიტამინებს. არბილებს და კვებავს კანს ტუჩებზე

 

4.  L’Occitane Shea Ultra Rich Lip Balm – დაახლოებით 12$ ღირს, თუმცა ლოქსიტანის მაღაზიები თბილისშიც არის და შეგიძლიათ ადგილობრივად შეიძინოთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი უსაყვარლესი ტუჩის ბალზამი იყო და ნამდვილად კარგი შედეგები აქვს.

 

5. NUXE Reve de Miel Stick Levres Hydratant Lip Moisturizing Stick – 9$ ღირს ამაზონზე, აქვს ასევე მკვებავი ფუნქცია და თანაც ხანგრძლივი ეფექტით. შეიცავს საჭირო ზეთებისა და ვიტამინების საკმაოდ შთამბეჭდავ რაოდენობას.

 

ჩემი რჩევაა ზამთრის პერიოდში  სახლიდან არ გახვიდეთ ამ პროდუქტებიდან ერთ ერთის გარეშე. ხოლო თუ უკვე გაქვთ არჩეული ტუჩის მოვლის სხვა პრიდუქტი და კმაყოფილი ხართ, გაგვიზიარეთ ჩვენც 🙂

 

 

Comments

comments

One thought on “გადავარჩინოთ ტუჩები

  1. თაკო გვაზავა says:

    ავენი და ურიაჟი არის ჩემ არჩევანი ყოველთვის.
    გეთანხმები, ძაან ცუდად გამოიყურება გამომშრალი ტუჩები. მე პომადის ქვეშ ბაზადაც ამას ვისვამ, ჰიგიენურ სამკურნალო პომადებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *