14 აგვისტო, დღე რომელსაც შედარებით მსუბუქად შევხვდი, რადგან ვიცოდი ჩემს კონკურსანტს მამაკაცის მოდულების არ ეშინოდა, რადგან გაცილებით კარგად იყო მომზადებული.
კონკურსის მეოთხე დღესაც ორივეჯერ ვიჯექი ბლაინდ ჯაჯინგში და მთელი დღე სხვადასხვა ექპერტებთან ერთად წინა 2 დღის შეფასებები შემქონდა კომპიუტერში.
Module G – Men’s Fashion Hair cut
ქართველი კონურსანტის ნამუშევარი:
Module C – Men’s Perm and Beard design with tatoo
მეორე მოდული ძალიან ხანგრძლივი იყო, ასევე ძალიან ცხელოდა იმ ოთახში სადაც მონაცემები შეგვყავდა კომპიუტერში. ვინც აქ ვიყავით ძალიან გადავიღალეთ და გავითანგეთ უჰაერობისგან და სიცხისგან, თან კარის გაღების უფლებაც არ გაგვაჩნდა.
მოკლედ კონკურსის დღეები საკმაოდ მძიმედ მიდიოდა 🙂 საღამოს გადაღლილები ვბრუნდებოდით სასტუმროში და თანაც ძალიან გვიან.
საღამოს მე და ზურა ექვიზიტოში გადავედით სავახშმოდ, დანარჩენები არც ვიცოდით სად იყვნენ, მოსულები იყვნენ თუ არა. კარგა ხანს ვისხედით მე და ზურა, უგემრიელეს ვახშამს და კოქტეილებს მივირთმევდით და ვსაუბრობდით გაუჩერებლად. იმდენი ემოცია გვქონდა დაგროვილი რომ სხვა დროს ვერც ვახერხებდით ამ ყველაფრის გაზიარებას.
ვახშმის მერე ჩვენს ქუჩაზევე ჩავისეირნეთ სუპერმარკეტში და სასმელები ვიყიდე წამოსაღებად, კაჩასა რა თქმა უნდა გოგოებისთვის, რაღაც ვისკი ბრაზილიური დიმასთვის და ღვინო, რომელიც დამატოვებინეს აეროპორტში :))
ზურა ტრადიციულად მალევე ავიდა ნომერში დასაძინებლად, მე დანარჩენებს დაველოდე, გავცვალეთ შთაბეჭდილებები და დავიშალეთ.
მეორე კონკურსის მანეკენები ისეთი სიმპატიურები არიან – ეგეთ ბიჭებს გავიცნობდი სიამოვნებით