Worldskills Sao Paulo 2015, August 15, Competition Day 4

არ ვწუწუნებ და სიმართლეს ვამბობ, კონკურსის ბოლო დღე იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე დამღლელი და ყველაზე ემოციური.

იმის გამო რომ შეთანხმებულად წინა ღამეს ყველამ 1 საათამდე მივაშურეთ ნომრებს და შედარებით გამოძინებულად ვითვლებოდით, საუზმეზე 7-იც არ იყო რომ ჩავედით.

7 საათზე ავტობუსიც დაგვიანების გარეშე მოვიდა, შაბათი დღე იყო და ქალაქში საცობებიც არ იყო და სულ რაღაც 20 წუთში ვიყავით ანჰემბი პარკში.

11850464_10207330996620979_7973555334885047520_o

2015-08-15 07.38.55
11895060_10207330996660980_1756329158104481670_oიმის გამო რომ მთელი 40 წუთი მქონდა თავისუფალი დრო, ზურა შევარდნაძეს გავყევი ფლორისტიკის პავილიონში, რომელიც ჩვენი დარბაზიდან 2 კილომეტრში იყო დაახლოებით.

თუმცა ნამდვილად ღირდა ეს საოცარი გასეირნება, რადგან ძალიან ლამაზი ნამუშევრები ვნახე და გიზიარებთ

2015-08-15 07.58.07 2015-08-15 07.58.39 2015-08-15 07.58.52 2015-08-15 07.59.31 2015-08-15 07.59.40 2015-08-15 08.00.20 2015-08-15 08.00.41

 

შემდეგ დავბრუნდი ჩემს პავილიონში სადაც ნელ ნელა ყველა შეკრებილიყო და განიხილავდნენ დილის მოდულის თემას:

module F – Ladies Three Wishes – რაც ნიშნავს რომ მოდული იყო სურპრიზი  კონკურსანტისთვის, მათ მოუვიდოდათ დავალება სადაც იქნებოდა გადმოცემული მხოლოდ ჭრის, ფერისა და ტექსტურის მიმართულება, დანარჩენი კი მათი ფანტაზიასა და მარჯვე ხელებზე იყო დამოკიდებული.

მოდული გრძელდებოდა 2 საათი და 45 წუთის და ისევ ბლაინდში აღმოვჩნდი. თუმცა ამჯერად გამიმართლა და არა კომპიუტერის არამედ ექსპერტების ოტახში ვიყავი, საიდანაც გარე კარები გახსნეს და ისე რომ კონკურსანტების სამუშაო მოედანს ვერ ვხედავდით, შეგვეძლო გასვლა გარეთ მოსაწევად ან ტუალეტებში. ერთადერთი მოთხოვნა იყო, გავდიოდით მინიმუმ 3 კაციანი ჯგუფით და არ ვცემდით ხმას არავის, ნაცნობსაც კი. თუმცა გარეთ მოსაწევად რომ დავდიოდით (მე არ ვეწეოდი, ისე დავყვებოდი ხოლმე, ვეღარ ვძლებდი ჩაკეტილ სივრცეში) ერთმანეთში ვსაუბრობდით ჩვეულებრივად.

საკონკურსო დავალება შემდეგნაირად ამოვიდა:

შეჭრა უნდა ყოფილიყო ასიმეტრიული, ანუ სადმე თმაზე ასიმეტრიული ჭრა უნდა განხორციელებულიყო

შეღებვა

მინიმუმ სამი ფერი უნდა გამოეყენებინა კონკურსანტს ამ მოდულის შემთხვევაში

ტექსტურა:

ტექსტურა იყო აი ქართველებს რომ გვევასება ხოლმე გაფშეკილი ბოლოები ეგეთი :დ :დ გაუმართლა ჩვენს კონკურსანტს, მაგის მეტი არ უკეთებია.

ესეც შედეგები:

ოთახიდან გამოსულებს ძალიან ლამაზი და ტექნიკურად უზადოდ შესრულებული ნამუშევრები დაგვხვდა, იმდენი 3-იანი შეფასება დაიწერა – არც ერთ მოდულზე რომ არ დაწერილა.

ეს ბავშვები ამ 4 დღის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ, გათამამდნენ, ერთმანეთის შემყურეს ენთუზიაზმიც მოემატათ და ბოლო დღეს მართლა საოცრებებს ახდენდნენ.

ამავე დღეს იყო Module G – Men’s modern classic

ამჯერად არ გამიმართლა და ისევ კომპიუტერის ოთახში აღმოვჩნდი, სადაც ისევ ძალიან ცხელოდა და ჰაერი არ იყო.

მეორე მოდული სადღაც 2 საათი გახდა რომ დაიწყო, ლანჩზე გარეთ არ გაგვიშვეს და ადგილზე მოგვიტანეს ტუნას სალათი, რაც რა თქმა უნდა ვერ ვჭამე და დავრჩი მშიერი.

მამაკაცის მოდულიც 2 საათი და 45 წუთი გრძელდებოდა

ამჯერადაც იყოჩაღეს ბავშვებმა და ჩემმა ლიაკომაც

როგორც კი მეორე მოდული დამთავრდა და ობიექტურმა ჟიურიმაც შეფასებები დაასრულეს, 6-ის ნახევრისკენ გავედით ჩვენ და დავიწყეთ შეფასებები.

ამასობაში უკვე ტელევიზია მელოდა ჩასაწერად.

11931009_1082750931752950_8845510644140623376_o

7-ის ნახევარზე მოვრჩით შეფასებებს და ნება დაგვრთეს სურათები გადაგვეღო მანეკენებისთვის. ასევე გამოაცხადეს რომ 1 საათში ვიკრიბებოდით ისევ პავილიონში საბოლოო შედეგებთან გასაცნობად და დასრულების დოკუმენტაციაზე ხელის მოსაწერად.

20150815_172248 20150815_184006 20150815_184041

ამავე დღეს ჩვენს ტექნიკურ დელეგატს ჰქონდა ვახშამი დაგეგმილი მთელს დელეგაციასთან, მათ შორის მინისტრიც მისი გუნდით, ტელევიზია და ყველანი უნდა ვყოფილიყავით.

სამწუხაროდ არ მოხდა წინა წლების ბოლო საკონკურსო დღის გამოცდილების გაზიარება და ვახშამი დაიგეგმა 7 საათზე, რამაც გამოიწვია ის რომ ვახშამს არ ვესწრებოდით არც ერთი ექსპერტი, უფრო სწორად ვერ ვესწრებოდით ვერც ერთი ექსპერტი, რადგან დაახლოებით 10 საათი იყო ანჰემბიდან რომ წამოვედით მე და ზურა. დანარჩენებიც ახალი მისულები იყვნენ.

როდესაც გადაღებას მოვრჩით მარინა ჟვანიამ მთხოვა მეკითხა ჩვენი ჩიფ ექსპერტისთვის შემეძლო თუ არა წასვლა. უარი მითხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მქონდა უფლება დამეტოვებინა ტერიტორია და არანაირი მიზეზით. მხოლოდ შემეძლო იქვე ჰეფი აუარზე გადასვლა, რაც ყველამ ერთად გავაკეთეთ, გადავირბინეთ ჰეფი აუარზე, მოვიმარაგეთ სასმელი ჩანთაში, როდამჩიკი და ილო იქ იყვნენ და მე მათთან ერთად ცოტა ხანი გავჩერდი და თეთრი ღვინო დავლიე. ილია უკვე გემრიელად იყო, მაგრამ ყველანი როგორც აღმოჩნდა უნდა დაბრუნებულიყვნენ პავილიონებში ჩემსავით.

ამიტომ ჩვენი დელეგატები და სხვანი წავიდნენ რესტორანში და ჩვენ დავრჩით სამუსაო ადგილებე 10 საათამდე დაახლოებით, 9ის ნახევარზე სურამ მომაკითხა და 1 საათი თითქმის მელოდა, სანამ დავასრულეთ ხელმოწერების პროცესი, თანაც ისე რომ ჯერ საბოლოო შედეგები არ ვიცოდით. ხვალ გახდება ცნობილიო.

მერე მე და ზურამ გავუარეთ ბიჭებს, სერგომ, ილიამ და როდამმა არ დამელოდოთო. გაბო მალევე გამოვიდა. წამოვედის სასტუმროში და ისე რომ ნომრებშიც არ ავსულვართ გადასავლებად და გამოსაცვლელად, ეგრევე ექვიზიტოში შევქანდით სავახშმოდი, დილის 7 საათიდან არაფერი მქონდა ნაჭამი.  როდამი მოვიდა ცოტა ხანში და ილიას ვეძებო, პავილიონში აღარ იყოო და ნომერშიც არ არისო. სერგო მოვა ცოტა ხანშიო და თავის აიტიშნიკებთან ერთად მიდის რაღაც ფაბშიო.

სერგო წავიდა თავის სკილელებთან ერთად, ჩვენ ვივახშმეთ, ილია ისეევ არ ჩანდა, ძალიან შევშინდით, მაგრამ მალევე ამოჩნდა და გადაღლილი იყო ფეხზე ძლივს იდგა. ზურა და გაბო ნომრებში ავიდნენ, ჩვენ ჯერ ეზოში ვიჯექით სადაც მარიანამ გამაოცა თავისი საჩუქრით

2015-08-15 00.52.48

მერე ილია გადათვრა და ავიდა ნომერში, მე და როდამი წავედით სასეირნოდ. ქუჩებში მილიონი ახალგაზრდა იყო გამოფენილი, ვიბოდიალეთ ჩვენს ბლოკში უამრავი, ღამის კლუბები დავათვალიერეთ, ახალგაზრდებთან ვიბირჟავეთ, ვიღაც გოგოებს ვეჭორავეთ კლუბის რიგში ჩვენს სასტუმროსთან და ბოლოს მოგვწყინდა ერთიდაიგივეს ყურება და დავიშალეთ ჩვენც.

დილის 9 საათზე (დიდი შეღავათი იყო 1 საათი) ისევ ანჰემბი პარკში უნდა ვყოფილიყავით.

Comments

comments

4 thoughts on “Worldskills Sao Paulo 2015, August 15, Competition Day 4

  1. ელენე says:

    ყველაზე გრძელი პოსტი ჩავარაკრაკე დიდი ინტერესით
    ძალიან გემრიელად იკითხება მინდა გითხრა,

    ფლორისტიკის სურათებით ვისიამოვნე უზომოდ

  2. ია says:

    კარგი სურათებია, განსაკუთრებით პირველი და ინტერვიუს რომ აძლევ ის
    საჩუქარი ვერ მივხვდი რა არის?

    მოდელებს რაც შეეხება, კაცის მოდელი რატომ არის ერთი გადაკრეჭილი? თუ კლასიკური შეჭრა იყო თემა მოცემული?
    თანაც როგორც მივხვდი ჩვენს კონკურსანტს უდევს ეგ მანეკენი და რატომ მოუვიდა თავში გადაპარსვა?

  3. მერაბი says:

    ვაა ღამის კლუბებში იყავით
    სულ მაინტერესებდა როდის დაწერდი. მოყევი აბა შთაბეჭდილებები
    გეებით არის სავსეო გამიგია

  4. Taa says:

    მერაბი

    არა არ ვყოფილვართ, შეიძლება ითქვას შევიხედეთ
    დაახლოებით ნემსი რომ ვერ ჩავარდება ისეთი სიტუაციაა ხოლმე
    სმა დავარდნამდე და მერე ვინმემ რომ უნდა მიგაყუდოს კარებზე იმ დონემდე, იმიტომ რომ დილის 6 საათზე კიდევ გამოდიოდნენ ხოლმე კლუბებიდან, აივანზე მესმოდა ხოლმე მაგათი ღრიალები დილაადრიან.
    ძალიან სიბინძურეა ქალაქში შაბათს და კვირას დილით
    გეები ყველგან უამრავია არა მარტო კლუბებში, ცალკე უბნები აქვთ და ცალკე დაწესებულებები და იქ იკრიბებიან ყველაზე აქტიურად.
    სხვათა შორის ვინც ვნახე გადასარევად გამოიყურებოდა
    ქალებზე უკეთესად კაცები გამოიყურებიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *