Amsterdam-Header

I❤Amsterdam

 ამსტერდამი ზუსტად 1 წლის წინ! 

ამსტერდამში ბრუსელიდან ავტობუსით წავედით. სადგურ Brussels Nord – ზე პატარა საავტობუსე გაჩერებაა, საცრად ბინძურ და საშინელ ადგილზე, ოფისში ისე შედიხარ გეგონება ნაგვის მტები უნდა გადალახოო 😡 . ბილეთები წინასწარ ვიყიდეთ ონლაინ, ამიტომ არანაირ რიგებში დგომა არ დაგვჭირდა, უცებ დავაჩექინეთ და ავედით ავტობუსში.

დაახლოებით 3 საათში ამსტერდამში Duivendrecht-ის სადგურში ჩავედით და ჩვენი პირველი ბედნიერება იყო ამინდა რაც იქ დაგვხვდა, მართალია მაინც ციოდა, მაგრამ კაშკაშა მზე ანათებდა ❤❤

ბინა ამსტერდამშიც airbnb -ს მეშვეობით ვიქირავეთ და ძალიან გაგვიმართლა, ქალაქის ტურისტულ ცენტრში, დამსქვეარიდან 3 წუთში, 2 სართულიანი საუცხოოდ მოწყობილი ბინა ვიქირავეთ ზღაპრულად დაბალ ფასად!!

მარჯვნიდან მეორე სახლი, თეთრი ფასადით პირველ სართულზე იყო ჩვენი ბინა, ეგ სართული და კიდევ ქვედა სართული, სადაც საძინებლები და სააბაზანო და ტუალეტი იყო განთავსებული. ზედა სართულზე იყო უდიდესი სტუდიო, ასევე ტუალეტი და საუცხოო პატარა ეზო <3

 

ხედი ჩვენი ფანჯრებიდან

სახლში სადღაც 4 საათზე მივედით, ვისადილეთ და გვიანამდე დავბოდიალებდით ცენტრალურ ქუჩებზე, მაღაზიებში და სუვენირების შოპებში. Nightlife-სთვის ამ დღეს ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ რემბრანდტის მოედანზე სტარბაქსის დალევით და იქვე ბოდიალით შემოვიფარგლეთ. პარასკევი საღამო იყო, ყველგან მუსიკა უკრავდა, ყველგან ხალხი გუგუნებდა.

ისევე როგორც ყველგან სხვაგან, აქაც მე და დიმას დილა იწყებოდა ასე 🙂 ყავით, ზღაპრული ხედით და სამსახურით 🙂

უგემრიელესი ლანჩის შემდეგ, რომელიც  ჩინურ რესტორანში მივირთვით, DamSquare -ზე გავედით და ტურისტების უდიდეს ნაკადს შევერიეთ, შაბათი დღე იყო და ძალიან ბევრი ხალხი იყო, აი სიარული რომ არ გსიამოვნებს იმდენად ბევრი 🙂

თუმცა ზუსტად იმიტომ რომ შაბათი იყო, ძალიან ბევრი სახალისო ამბავიც ხდებოდა Dam Square – ზე, მაგალითად ასეთი 🙂

აქვე ძალიან ახლოს ამსტერდამის ერთი პაწაწკუნტელა ქუჩაა Jonge Roelensteeg , იმდენად ვიწრო რომ 2 ადამიანი რომ მოდის, მესამე უნდა გაატარონ 🙂 ჩემი აზრით ამ ქუჩაზეა ამსტერდამის საუკეთესო Coffee Shop – ები!!! აქ ვერ შეხვდებით ჯგრო “უცნაურ” სასტავებს, რაღაც სხვანაირი ქუჩაა, სხვანაირი ხალხით და სხვანაირი სურნელებით.

აქვეა ამსტერდამის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი Coffee Shop > Abraxas > რომელიც შარშან აღმოვაჩინეთ შემთხვევით, რადგან აქვე ვცხოვრობდით სასტუმროში. თუმცა შემდეგ გუგლმა დაგვაკვალიანა და გვითხრა რომ ეს Coffee Shop ამსტერდამის საუკეთესო 5-ეულში შედის და TripAdvisor – ის რეიტინგში მე-6 ადგილზეა.

დაკავშირებული სურათი

აქედან წავედით ამსტერდამის ცნობილ ყვავილების ფარდულებიან ქუჩაზე, სადაც ერთ მხარეს სულ ყვავილების ფარდულებია განლაგებული, ხოლო მეორე მზარეს სუვენირების მაღაზიები და უუუგემრიელესი ჰოლანდიური ყველის მაღაზიები, სადაც შედიხარ და ვეღარ გამოდიხარ, რადგან ყველაფერს გასინჯებენ და შენც ვერ უძლებ ამ ცდუნებას. 🙂

აუცილებლად გირჩევთ ყველას წახვიდეთ და მოინახულოთ ეს სრულიად არაჩვეულებრივი ბაზარი, ადგილობრივად მას Bloemenmarkt –ს ეძახიან და ყველა მიგასწავლით თუ იკითხავთ, თუმცა რაღა დროს მისწავლებებია, ტელეფონი ხომ ყველას თან დაგაქვთ ყოველთვის 🙂

აქედან ისევ რემბრანდტის მოედანზე ავედით, სადაც დიდი სახალხო საშაბათო სეირნობა იყო, უამრავი პატარა ფარდული იდგა სადაც ადგილობრივები ვაჭრობდნენ ხელნაკეთი ნივთებითა და ტურისტული “ხარა-ხურით”

ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ, მზე საოცრად ათბობდა, ჩვენც დაღლილები დავსხედით და ლუდს ვწრუპავდით, მოკლედ ჩვეულებრივ განცხრომაში ვიყავით!!

უამრავი ყვავილით, ჰოლანდიური ყველით, ჰოლანდიური თაფლიანი ვაფლებით დატვირთულები აქედან სახლში წავედით, დავაწყვეთ ეს ყველაფერი, ცოტა დავისვენეთ და გადავწყვიტეთ რომ ამაღამ ამსტერდამის ღამის ცხოვრებას უნდა ვეზიაროთ!!!

ამისთვის ჯერ Vondelpark- ში წავედით, სადაც ღია ცის ქვეშ იყო რაღაც ივენთი და სანამ არ გავიყინეთ იქ ვიყავით, მერე უკვე გვიან ღამე გადავედით Hard Rock Cafe-ში, სადაც მართლა თითქმის დაკეტვამდე ვიჯექით.

მესამე დღე ამსტერდამში იყო თავგადასავალი წინ და უკან სიარულისა :)) თუმცა ამინდმა ნამდვილად შეგვიწყო ხელი ბოდიალში.

ხატია სასეირნოდ მიდის :))

ამ დღის მოყოლას ვიწყებ რჩევით: თუ მიდიხართ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ დაწესებულებაში სადაც გჭირდებათ ბილეთები, დაივიწყეთ სალარო!!!

აღარ არსებობს სალაროები, მომაკვდინებელი რიგები დგას სალაროებში, მთელი დღე შეიძლება იდგე, 3-ჯერ მეტი გადაიხადო და რომ შეხვალ ისეთი დაღლილი იყო, აღარაფერი გსიამოვნებდეს.

ჩვენ ამ კუთხით თადარიგი დავიჭირეთ და ყველაფრის ბილეთები, დაწყებული შიდა ტრანსპორტიდან, დამთავრებული მუზეუმებითა და ივენთებით წინასწარ გვქონდა ნაყიდი და ძალიან გაგვიმართლა. მაგ: ამ დღისთვის 3 in 1 ბილეთები (Madame Tussaud Museum + Lovers Canal Cruise + Amsterdam Dungeon ) დაგვიჯდა 42 Euro 1 კაცზე და ყველგან შევედით ურიგოდ, როცა იგივე ადგილები ონლაინ ბილეთების გარეშე ჯამში დაგვიჯდებოდა კაცზე 100 ევრომდე და მოგვიწევდა ყველგან მინიმუმმმ 2 საათი რიგში დგომა.

და აუცილებლად როდესაც ონლაინ ყიდულობთ რამდენიმე ადგილის ბილეთებს, დააკვირდით თანმიმდევრობას, ზოგ კომპანიას აუცილებელი პირობა აქვს, რომ ჯერ ერთ ადგილას უნდა მიხვიდე, შემდეგ მეორე და ა.შ.

ჩვენ ამას არ დავაკვირდით და სეირნობით წავედით ამსტერდამის კანალ კრუიზების ოფისებთან, სადაც ვაჩვენეთ ჩვენი ონლაინ ბილეთები და აგვიხსნეს, რომ ჯერ აუცილებლად მადამ ტუსოს მუზეუმში უნდა მივსულიყავით და შემდეგ უკვე კანალებზე.

სხვა რა გზა გვქონდა დავბრუნდით უკან და ალბათ მინიმუმ 2 საათი გავატარეთ მადამ ტუსოს მუზეუმში <3

სასიამოვნოდ გახალისებულები გამოვედით მადამ ტუსოდან და გავემართეთ Amsterdam Lovers Canal Cruise -ში, რომელშიც ძალიან გაგვიმართლა <3 საოცრად სასიამოვნო, კარგი იუმორისა და დიდი გამოცდილების მძღოლი შეგვხვდა. უცნაურია, მაგრამ ბევრნი არ ვიყავით და საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. გვანახა ამსტერდამის ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის სიყვარულის ხიდი, რომლის ფოტოსაც ქვემოთ ნახავთ და რომლის ქვეშ გავლის დროს აუცილებლად უნდა აკოცოთ ერთმანეთსო და მთელი ნავი (თუ რაც არის) “კოცნაობდა” 😀 ვნახეთ ფეხები რომლებიც ირუჯებოდნენ (იხ. ფოტო)  ვისმინეთ სხვადასხვა ისტორია ამსტერდამის სხვადასხვა ნაგებობის შესახებ, ერთი სიტყვით ნამდვილად ვისიამოვნეთ !!!

კანალებში მოგზაურობის შემდეგ წავედით Amsterdam Dungeon- ში, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა თურმე 6 საათამდე მუშაობენ და ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ, რადგან ეს ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და ცნობილი ადგილია ამსტერდამში და ტურისტების უმეტესობა ერთხელ მაინც ხვდება აქ.

შემდეგ წავედით სავახშმოდ და ქუჩებში საბოდიალოდ

მეორე დილით საუზმის შემდეგ ეგრევე Amsterdam Dungeon-სკენ გავწიეთ!! ვინც არ ხართ ნამყოფი უნდა იცოდეთ რომ ეს ამსტერდამის ერთ ერთი ყველაზე Must See, Must Visit ადგილია, რომელშიც წინა წელს ვერ აღმოვჩნდი, რადგან დრო არ გვეყო.

Amsterdam Dungeon- ეს არის ისტორიულ საშინელებათა კრებული, ინკვიზიციის პერიოდის შავბნელი ცხოვრება გადმოცემული პატარა სცენების მიხედვით, რომელთა ნაწილიც თავადაც ხდებით, მაგალითად ხატია ერთ ერთ სცენაში ალქაჯად სცნეს და კოცონზე დაწვას უპირებდნენ, უმტკიცებდნენ ტიტველი ცეკვავდი მოედანზე და ძუძუებს იქნევდიო 😀 ცუდია, რომ ფოტოების გადაღება არ შეიძლება შიგნით.

მე პირადად გირჩევდით აქ წასვლას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორია არ უყვარდათ და ისტორიული ნაწარმოებები და არ იცნობენ ამ პერიოდს. და აუცილებელია ინგლისურის ცოდნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად უინტერესო ხდება ყველაფერი.

Tripadvisor: Experience the thrill of 11 shows, 500 years of history and the energy of a live performance all under one roof during an evening at the Amsterdam Dungeon. See the dark ages up close, learn about torture, disease and death, plus gain insight into the origins of the Grim Reaper on this truly memorable journey into darkness that’s perfect for the whole family.

The Dungeon Entrance

დაკავშირებული სურათი

amsterdam dungeon-ის სურათის შედეგი

Amsterdam Dungeon-ის შემდეგ, Anne Frank Museum- ში წავედით, რომლის ბილეთებიც ასევე წინასწარ ვიყიდეთ და ვერ წარმოიდგენთ რა შეგრძნება იყო, როდესაც მივედით და ვხედავთ რიგს, სადაც მინიმუმ 200-300 კაცი დგას, მთელი ქუჩა, გვერდით ეკლესიის ეზო და კიდევ უფრო შორი ტერიტორიები გადატენილი იყო ხალხით.

ჩვენი ბილეთები გიდს და ისტორიასაც მოიცავდა და დაახლოებით 7-8 წუთში 11 ადამიანი შეგვიყვანეს დარბაზში, სადაც 30 წუთის განმავლობაში გვიყვებოდნენ ანე ფრანკის ისტორიას, რომელიც ძალიან, ძალიან საინტერესო იყო ყველასთვის, ვისაც წიგნი გვქონდა წაკითხული, რადგან ძალიან ბევრი ისეთი ამბავი მოვისმინე, რომელიც დღიურში არ ეწერა.

შემდეგ უკვე შევედით სახლში, სადაც იმალებოდა ოტო ფრანკის ოჯახი და დეტალურად დავათვალიერეთ ყველაფერი, უმძიმესი თრიფი იყო,  ეს დღე ძალიან ჰორორებით სავსე გამოგვივიდა 🙁 ფოტოები აქავ არ გადაგვაღებინეს, მაგრამ მეორე სართულზე ძალიან ლამაზი და გემრიელობებით სავსე კაფე დაგვრჩა, სადაც ინტერნეტიც გადასარევად მუშაობდა, ყავაც უგემრიელესი იყო და ზოგადად სიტუაცია. ძალიან დიდი განტვირთვა იყო ამხელა სტრესის შემდეგ.

anne frank museum-ის სურათის შედეგი

რადგან საუცხოო ამინდი იყო, ანე ფრანკის მუზეუმიდან წავედით Amsterdam Vondelpark -ში, იდეით რომ გვექირავა ველოსიპედები და გვესეირნა, მაგრამ პარკში არ აღმოჩნდა ველოსიპედების გასაქირავებელი პუნქტი და მხოლოდ სეირნობით შემოვიფარგლეთ

vondelpark-ის სურათის შედეგი

vondelpark-ის სურათის შედეგი

Amsterdam Vondelpark (1)

Amsterdam Vondelpark (2)

Amsterdam Vondelpark (3)

Amsterdam Vondelpark (4)

Amsterdam Vondelpark (5)

საღამოს ვახშმის შემდეგ, ჩვენი სახლიდან არც ისე შორს რაღაც პატარა მოედანზე Nieuwmarkt  – ერთ ერთ ბარში შევედით, იტალიელების ბარი იყო უამრავი ლუდის სახეობით. საკმაოდ დიდხანს ვიჯექით და ვსვამდით, ტანსაცმელი უკვე ჩალაგებული გვქონდა, ტაქსი გამოძახებული, მეორე დღეს საუზმის შემდეგ აეროპორტში მივდიოდით 🙂

nieuwmarkt amsterdam-ის სურათის შედეგი

amsterdam Cafes and bars

amsterdam Canals

20170314_123438

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *