Untitled-1

თმის ფილერი

თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა.

მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია.

Untitled-1

მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები …

მას შემდეგ რაც თმა სუპრით ხელახლა გავიღიავე + ვარდისფერი ჩამოვრეცხე და ისევ გავიქერავე ბოლოები…

მას შემდეგ რაც თმას მთელი შემოდგომა – ზამთარი ფენით ვიშრობდი და თუ სალონში ვერ მივდიოდი თმის ბოლოებს თმის უთოთი ვიპრიხავდი …

შედეგად მივიღე – ფუჩეჩი !!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაფშეკილი, გამომშრალი, უსიცოცხო და მახინჯი თმის ბოლოები.

თმა, რომლის დავარცხნას ტატუს გაკეთება სჯობდა ისე იწიწკნებოდა და მტკიოდა.

ამ შემაძრწუნებელი შედეგის აღმოფხვრა ჯერ დავიწყე სახლის მოხმარების პროდუქციით, ვიყიდე ყველაზე საუკეთესო აღმდგენი შამპუნები, ნიღბები, თმის ზეთები, თმის სპრეები და ჩვეულებრივი შეშლილივით ყოველ მეორე დღეს ხან რას ვისვამდი თმაზე, ხან რით ვიბანდი.

შედეგი რა თქმა უნდა ჯობდა იმ “ზდემოთხსენებულ ფუჩეჩს” მაგრამ იმ თმამდე რომელიც მე მინდოდა მესამედი გზაც არ იყო განვლილი, თანაც საკმაოდ დიდი დანახარჯების ფონზე.

ამიტომ გადავწყვიტე სალონურ პროცედურებზე გადავსულიყავი და ერთ ერთი ყველაზე “ვარსკვლავური” და ეფექტიანი რაც გამახსენდა იყო თმის ფილერი.

თმის ფილერი ანუ თმის მოვლის საშუალებების იტალიური ბრენდის Framesi-ს პროცედურა –  MORPHOSIS რესტრუქტურიზაცია – აჯანსაღებს დეჰიდრირებულ (გაუწყლოვანებულ) და დაზიანებულ თმას.

Framesi Morphosis ReStructure Kit 3x100ml

პროცედურა გრძელდება 50-60 წუთი (მოკლე თმაზე ნაკლები) და იყოფა 3 ეტაპად:

  1. სპეციალური დაბანა თმის გამაჯანსაღებელი შამპუნით, აშორებს ყველაზე “მოუშორებელ” ჭუჭყსად, ცხიმსაც და ყველაფერის თავის კანისგან და თმისგან. აქვს ღვთაებრივი სურნელი.
  2.  EXPRESS ფილერი – როგორც საშენი მასალა ისე გამოიყენება თმის გაახალგაზრდავებისა და გამოცოცხლებისათვის –  საღებავივით გისმევენ მთელს სიგრძეზე და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლოებში. რის შემდეგაც თმას კრავენ და ჯდები კლიმაზონში დაახლოებით 20-25 წუთი.
  3.  ბოლოს ფილერს ჩამოიბან და ისვამ ინტენსიური დაცვის ნიღაბს, რომელიც არის რომ “არ ვიცი რას შევადარო” ისეთი სინაზე და ისეთი სურნელება აქვს. ამას იჩერებ 10 წუთი და იბან …

2017-06-01 15.53.43

შედეგი დგება თმის გაშრობისთანავე:

  1. თმის რეგენერაცია ძირიდან დაბოლოებამდე

2. გაზრდილი თმის მოცულობა

3. გაზრდილი ელასტიურობა

4. გაუმჯობესებული ტექსტურა

5. მბზინავი თმა

პროცედურას იტარებ 4 ან 5 -ს. პირველი 2 უნდა ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ და შემდეგ 2 კვირაში ერთხელ.

ალბათ გაინტერესებთ რის ხარჯზე ხდება აღდგენა?  ზღვის კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, მარგალიტის ექსტრაქტი, სილიკონი და ვიტამინი E: ეს არის კონცენტრირებული აქტიური შემადგენლობები რომელსაც შეიცავს ეს ფილერი.

2017-06-08 13.40.25

2017-06-19 14.12.33-1

იდეალურია შეღებილი თმისთვის, იდეალურია თხელი თმისთვის, მართლა ივსება თმის ღერი და თმა მოცულობითი ჩანს, იდეალურია ფენს ვინც ხშირად მოიხმარს მათთვის…

მაგრამ…

მკვდარ თმას, მაკრატლის მეტი ვერაფერი შველის, ნუ გექნებათ ილუზია 🙂

 

Comments

comments

2 thoughts on “თმის ფილერი

  1. Ellee says:

    მკვდარ თმას, მაკრატლის მეტი ვერაფერი შველის, ნუ გექნებათ ილუზია — ეს რას ნიშნავს?
    ეს ფილერიც ვერ შველის?

  2. Taa says:

    ELLEE

    რას და არსებობს დაზიანებული თმა და არსებობს მკვდარი თმა
    დაზიანებული თმის აღდგენა შესაძლებელია და გაჯანსაღებაც
    აი მკვდარს კი ამ ფილერმაც ვერ უშველა და ის ბოლოები, რომლებიც გაღიავებით + თმის უთოსა და ფენის გამოყენებისგან გავინადგურე – მაინც მოსაჭრელი გამიხდა 🙁

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *