თუ ვინმეს გაგიკვირდათ “ძაფების” წაკითხვა სათაურში, გეტყვით რომ სრული ჭეშმარიტებაა და არ გეჩვენებათ.
საუბარია სრულიად ჩვეულებრივ აკრილის საქსოვ ძაფებზე, რომლების ნახვაც თბილისში ბევრგან შეგიძლიათ.
მის ამგვარი დაგრძელების ტექნიკას, რის შესახებაც მე უნდა მოგიყვეთ Yarn Extensions ჰქვია და გამომდინარე იქედან რომ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოში, მავანმა და მავანმა ბიზნეს იდეა დაინახა და ძაფების ნაცვლად ამგვარი დაგრძელებისთვის ხელოვნური თმის კონები შექმნა. ნებისმიერი ფერის, ელფერისა და გარდამავალი ფერებისაც კი შეგიძლიათ ნახოთ ეს თმის კონები.
თუარადა თუ გეჩქარებათ ან გეზარებათ, მიბრძანდით ნებისმიერ გალანტერეაში და შეიძინეთ აკრილის საქსოვი ძაფები.
თმის დაგრძელების ფასი, იმ სალონში სადაც მე გავიკეთე (UPTOWN SALON) 150-200 ₾ ღირს, ამის გარდა ხარჯი არის ძაფები. ძაფი მე პირადად დამჭირდა 4 ცალი. თითო ძაფის ფასი 3,5₾ – დან იწყება და ზევით მიდის. ჩვენ გავაკეთეთ 2 თეთრი + 1 ყავისფერი კომბინაცია.
პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, ჯერ ამ ძაფების ზომებზე დაჭრა, მერე სამძაფიანი კომბინაციების კეთება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიხარ თმაზე.
მე გამაფრთხილეს, რომ 6-7 საათი შეიძლებოდა დამჭირვებოდა, ამიტომ კოპიუტერით და წიგნით მივედი. ჯერ ვმუშაბდი, მერე ვკითხულობდი.
ძალიან დამღლელი პროცესია, ზიხარ ამდენი ხანი და ხან აქეთ გადაწიე თავი, ხან იქეთ, მომენტებში გეწიწკნება და ასე, მაგრამ შედეგი იმდენად ლამაზია, რომ გავიწყდება ეს ყველაფერი.
მე პირადად ძალიან გამიმართლა და ამ დღეს ჩემი სტილისტის, მარის გარდა მანიკურის გოგონებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, ნანა და ლოლა <3
შესაბამისად 7-ის ნაცვლად სულ დაგვჭირდა დაახლოებით 5 საათი.
დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვა გაქვთ?
- როგორ ვიბან? – ჩვეულებრივად, ისევე როგორც თმას, 3-4 დღეში ერთხელ.
- მძიმეა თუ არა? – მშრალი არ მაწუხებს, მითუმეტეს თუ აქეული მაქვს. ცოტათი მძიმე არის რა თქმა უნდა. აი სველი კი მართლა ძალიან მძიმეა და თანაც მთელი ღამე უნდება გაშრობას.
- არ მცხელა? – არა თქვენ წარმოიდგინეთ :))) გაშილილი როცა მაქვს, თუ გარეთ ძალიან ცხელა რა თქმა უნდა მცხელა, ეგრე ჩემს თმაშიც მცხელოდა და აწეულზე საერთოდ არა 🙂
- რამდენი ხანი ძლებს? – 2 თვე საშუალოდ.
თუ კიდევ შეკითხვები გექნებათ მომწერეთ კომენტარებში, შედეგები კი იხილეთ ფოტოებში, მგონი ღირდა ამდენ წვალებად 🙂
გამარჯობა, თქვენს ბლოგზე guest post -ის გამოქვეყნება შეიძლება?
მოგესალმებით გურამ,
რა ტიპის პოსტის გამოქვეყნება გსურთ?
ისე საოცრად გიხდება, რომ ყოველ ზაფხულს გავიკეთებდი შენს ადგილას 🙂
მომწონს!!!