Untitled-2

FASHION OF 30’S

30 იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოდისა და კინოს ინდუსტრიისთვის. ზუსტად ამ ეპოქას ემთხვევა მოდისა და ჰოლივუდის “შეხვედრა” უდიდესი ბიძგი მისცა ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებას, რაც გამოიწვია  ქალთა სამყაროში ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოების გაჩენამ.

ქალებმა მასიურად დაიწყეს თავის მოვლა, სალონებში სიარული, სამოსისადმი მეტი ყურადღების მიქცევა რათა ახლოს მისულიყვნენ თავიანთ სათაყვანებელ მსახიობ ქალებთან.

30-იან წლებში სამოსი ჯერ კიდევ გრძელია, წელზე გაკეთებული აქცენტებით და ძლიერი მხრებით.
კაბებში უკვე ირიბი ჭრა “bias-cut” გამოიყენება, რომლის შემქმნელად დიზაინერი Madeleine Vionnet გვევლინება, რომელმაც  1927 წელს პირველად გამოიყენა ამ ტიპის ჭრა კაბის შეკერვისას და რომელმაც განსაზღვრა ამ ეპოქის კაბის სილუეტი.

ქუდები და ხელთათმანები ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილი ხდება. შარვალი და შორტი უკვე ნელნელა გამოჩნდა ზღვისპირა ქალაქებში.

1933 წელს Hermès -მა პირველი აბრეშუმის შარფი შექმნა. გარუჯული სხეული გახდა ყველაზე მოდური და იქცა მანიად, რომელიც დღემდე არ შენელებულა. ზღვის თემის გააქტიურებამ საცურაო კოსტუმების რედიზაინსაც შეუწყო ხელი და ისინი ზურგზე უფრო ამოჭრილი გახდა ვიდრე მანამდე.  მზის სათვალე ყველა ქალის მეგობრად იქცა.

მასიურად მოხდა სამოსის ფერის გაღიავება, ეს პერიოდი თეთრი ტანსაცმლის და ატლასის კაბების ერაა.

ცვლილებები სამკერვალო სფეროში:

  • გრძელი შავი კაბები, ირიბად აჭრილი, ამოღებული ზურგი, ოთხკუთხედი ნაკეცებით.
  • უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია ყელის ფორმებიც:  V-neck, მრგვლად მოჭრილი ან დრაპირებული.
  • პალტოებს გაუჩნდა ბეწვის საყელო, კაბარდინი ისევ მოდაში ბრუნდება.
  • ბლეიზერი უფრო კუთხოვანი გახდა საყელოზე დეტალებით.
  • პერანგებს გაუჩნდათ რუშები და ცოტა უფრო დაბერილი სახელოები.
  • სვიტრები გახდა ტანზე მომდგარი ArtDeco-ს სტილში პრინტებით.
  • შორტებს კი ყველა იცვამდა მუხლამდე თეთრ გეტრებთან ერთად კომბინაციაში.

fashion in 30's-ის სურათის შედეგი

30-იანები აქსესუარების მხრივაც უმდიდრეს პერიოდად ითვლება, ამ დროს შეიქმნა მრავალი ტიპის აქსესუარი რასაც დღემდე ვიყენებთ.

მოდაში იყო: ქლაჩები და პატარა საფულეები, ბეწვის შარფები, ქუდები, მათ შორის ბერეტები და ფარფლებიანი შლაპის ტიპის ქუდები, ჩალმა, მრგვალი სათვალეები, ხელთათმანები, ნამდვილი და ხელოვნური სამკაული, მათ შორის მცირე ზომის თვლებიანი სამაგრები.

მაღალი ქუსლები და ბალერინას ტიპის ფეხსაცმელი უკვე აქტიურად გამოიყენებოდა მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში შეიქმნა ფეხსაცმლის ტიპი რომელიც დღემდე ჩვენთვის ცნობილია როგორც wedges.

fashion in 30's-ის სურათის შედეგი

fashion in 30's-ის სურათის შედეგი

ამ დროს გამოჩნდა მოდაში წვრილი წარბები, ხელოვნური წამწამები და წითელი ფრჩხილები.

Revlon-მა და Germaine Monteil-მა დააარსეს პირველი კოსმეტიკური კომპანიები.

თმის მასიური ფერი Platinum blonde ხდება, ძირითადი სტილი კი ტალღოვანი თმა.

დიზაინერები: 

Elsa Schiaparelli – რომელმაც საოცარ წარმატებას მიაღწია თავისი საოცრად კრეატიული კოლექციით, რომელიც შთაგონებული იყო სურეალიზმითა და კუბიზმით.

მან თავის მეგობარ სალვადორ დალისთან ერთად შექმნა უცნობილესი კაბა ლობსტერით.

მის ქუდებს ფეხსაცმლის ფორმა ჰქონდათ, მის სამოსში გამოყენებულ ღილებს კი ცხოველების ფორმა. მისი საყვარელი ფერი იყო pink-purple.

ეპოქის სხვა ნელ-ნელა ცნობადობის გზაზე მდგარი დიზაინერები იყვნენ: NINA RICCI, ALIX GRÈS, MAGGY ROUFF, MARCEL ROCHAS, MAINBOCHER, MOLYNEYX

Idols & Style Icons

Greta Garbo, Marlene Dietrich, Mae West, Constance Bennet, Joan Crawford, Wallis Simpson, Vivien Leigh, Ginger Rogers, Jean Harlow, Amelia Earhart, Leni Riefenstahl, Bette Davis, Dolores Del Rio.

Mae West

mae west-ის სურათის შედეგი
Jean Harlow

Jean Harlow-ის სურათის შედეგი

Bette Davis

bette davis-ის სურათის შედეგი

 Dolores Del Rio

Dolores Del Rio-ის სურათის შედეგი

Comments

comments

4 thoughts on “FASHION OF 30’S

  1. ვიქტორია ტერეშჩენკო says:

    დიდი მათლობა თათა!!! ძალიან საინტერესო სტატიაა!!! ძალიან ბევრი ჩემთვის ახალი და დიდათ საინტერესო აღმოვაჩინე!

  2. Lord Vader says:

    Madame Grès იყო ზუსტად ბზვ, ვისთვისაც მუშაობდა რაიმონ მასარო, ბალერინა შუზებზე რომ დავწერე აი, მაგისთვის შექმნა ზუსტად.

  3. Keso says:

    თაა რა კარგი და ნოსტალგიური პოსტია ^^

  4. Nino Na says:

    მე დღეს პირველად მოვხვდი თქვენს საიტზე
    ძალიან საინტერესო თემებზე წერთ, ძალიან მსუბუქად და საინტერესოდ

    20-იანებზე და 30-იანებზე წავიკითხე სტატიები, იმედი მაქვს გაგრძელებაც ექნება 🙂
    მოდის ისტორია არასოდეს მაინტერესებდა მაგრამ ეს ორი სტატია ძალიან დიდი ინტერესით გადავიკითხე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *