Barcelona Featured Image

Barcelona 2018, May 18 -19

18 მაისი

დავიწყებ იმით რომ ეს არ უნდა ყოფილიყო Barcelona Trip  თანაც 5 დღიანი, თავდაპირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო 8 დღიანი მოგზაურობა Prague + Budapest + Vienna სადაც მივდიოდით მე და დიმა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბიჭებმა (დიმამ და დათომ, ჩემმა სიძემ) აღმოაჩინეს რომ ვიზეარმა დაამატა პირდაპირი ფრენა ბარსელონაში და მილანში. იმ დღესვე დიმა მირეკავს (დაახლოებით შუა აპრილი იყო) და მეკითხება ჩვენება როდის გაქვთო, იცის რომ MBFWTbilisi – ს პერიოდში შანსი არ არის თბილისიდან სადმე  ფეხი გავადგა, ვუთხარი თარიღები და კარგიო.

საღამოდ მოდის სახლში და მეუბნება ბილეთები ვიყიდეთ ბარსელონაში 18- 23 მაისი, პირდაპირი ქუთაისიდან..  ვააა, ისევ ბარსელონა არ მინდოდა მაგრამ ნუ პრინციპში წინა ჩასვლაზე სულ 3 დღე ვიყავი და ბევრი რამე დამრჩა სანახავი.

  • მეორე დღესვე AirBNB-ზე ვიქირავეთ ბინა 3 საძინებლით და 2 სააბაზანოთი, საგრადა ფამილიასთან ახლოს.
  • იმ დღესვე დავიწყე duolingo-ს მეშვეობით ესპანურის გახსენება და ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, როდესაც აღმოვაჩინე რომ ასე თუ ისე ენა მახსოვდა.
  • ნელ ნელა დავიწყე და 3-4 დღეში თავისი მარშრუტებიან ფასებიანად გავაკეთე მოგზაურობის სრული გეგმა.
  • 1 კვირაში ვიყიდეთ ყველა ბილეთი თუ სადმე შესვლა და დათვალიერება გვინდოდა.
  • მოვძებნე ტაქსის კომპანია, რომელიც წაგვიყვანდა ქუთაისში და უკანა გზაზეც თითქმის გამთენიისას დაგვხვდებოდა და წამოგვიყვანდა უკან (ტაქსი 2 გზა 300₾ დაგვიჯდა)
  • 2-3 დღით ადრე გამგზავრებამდე გავაკეთეთ სამოგზაურო დაზღვევები.
  • ვიყიდეთ დამატებითი ბარგი 20კგ ჩემოდანი, რომელშიც ჩავდეთ კოსმეტიკა და ისეთი ნივთები, რომლის ატანა ბორტზე არ შეიძლებოდა და აი 18 მაისიც დადგა.

10:00 ტაქსმა მოგვაკითხა, ჩავსხედით და წავედით ქუთაისში. სულ 2-3 მცირეხნიანი გაჩერების შემდეგ 16:00 – ზე ქუთაისის აეროპორტში ვიყავით, ბედნიერები და მხიარულები.  მაგრამ ეს მხიარულება უცებვე დასრულდა, როგორც კი პასპორტები მივაწოდეთ ავიაკომპანიის წარმომადგენელს. თურმე ადგილები უნდა დაგვეჩექინებინა, რისთვისაც იმეილი უნდა მოგვსვლოდა რაც არ მოგვსვლია, არც ერთმა არ ვიცოდით მსგავსი რამ. პირველად მივფრინავდით ქუთაისიდან.

ნუ დისკომფორტი იყო იმაში რომ ამ ჩექინებში 35 ევრო გადავიხადეთ კაცზე ადგილზე, თან ამ თანხას იხდი ლარში, ლარები აღარ გვქონდა არც ერთს, მოგვიწია ევროდან გადმოხურდავება ლარებში და მერე შეძენა. თუ ვინმემ არ იცით, გაითვალისწინეთ რომ ფრენამდე ზუსტად 48 საათით ადრე იხსნება ჩექინი და ბილეთები უნდა დააჩექინოთ.

სხვა ყველაფერი წესრიგში იყო და სადღაც 6 საათისკენ Kutaisi – Barcelona – ს პირველ პირდაპირ რეისზე ვიჯექით.

Kutaisi - Barcelona (1)

Kutaisi - Barcelona (2)

ბარსელონაში ჩავედით სადღაც 9-სკენ ადგილობრივი დროით, დიმა წავიდა სახლი ვისგანაც ვიქირავეთ იმათ ოფისში გასაღების გამოსართმევად, ჩვენ წამოვედით ჩვენი სახლისკენ.  ბინა იყო მართლა ძალიან კარგი, ყველანაირად აღჭურვილი,  უდიდესი ტერასით ზევით, უსუფთავესი – გაკრიალებული და საგრადა ფამილიადან ისე ახლოს რომ სულ რაღაც 2 ქუჩის გადაჭრა გვიწევდა.

apartment-01

f98969e4-2b32-4e8f-9e89-b65ad27bade5

terrace-pool-apartment-holiday-gaudi-152-bcn-sagrada-familia_lg

ბინა ბარსელონაში

იმ საღამოს გავედით საგრადასთან სავახშმოდ რესტორან  Els Porxos -ში, შესანიშნავი რესტორანია, რამდენიმე სართულით, გარეთ დასაჯდომებით და უგემრიელესი საჭმელით. საკმაოდ მდიდარი მევეტერიანული მენიუც ჰქონდათ და უგემრიელესად ვიკვებეთ ყველანი. აუცილებლად გასინჯეთ მაგათი კრევეტები, საოცრებაა და თან ქინგსაიზები ჰყავთ.


19 მაისი,

დღევანდელი დღის გეგმა ასე გამოიყურებოდა:

1. Sagrada Familia 2. Casa Milla 3. Casa Amattler 4. Casa Batlo 5. Casa Leo Morera

საგრადა ფამილიაში Skip the row + audio guide – ბილეთები გვქონდა აღებული მეორე ამ დილისთვის, რომლის ფასიც ერთ კაცზე 29 ევრო ჯდება, და შედის ერთ ერთ tower – ზე ასვლა. ჩვენ Nativity façade – ავარჩიეთ. თუმცა ვიდრე იქ წავიდოდით მე და დიმა როგორც ყველა თრიფიდან დილას ვიწყებდით მუშაობით

2018-05-19 10.15.22

საგრადა ფამილია იყო ერთ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და Breathtaking experience რაც ამ მოგზაურობას ახლდა თან, აქ ადრეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ მაშინ შიგნით არ უშვებდნენ და ასე ახლოს როდესაც მიდიხარ ამ საოცრებასთან, ხვდები რომ სასწაულები მართლა არსებობს და რომ ამ სასწაულების შექმნა ადამიანის ტვინს და ხელებს შეუძლია.

2018-05-19 11.59.38

2018-05-19 12.16.15

2018-05-19 12.17.24

2018-05-19 12.15.57

2018-05-19 12.18.07

Sagrada Familia -ს მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ უკვე მისი არქიტექტურა მთლიანად გაუდიმ ჩაიბარა. Nativity Façade – რომლის ტურიც ჩვენ ავიღეთ 1894 -1930 წლებში აშენდა და ქრისტეს დაბადებას ეძღვნება. 

კოშკურაზე ლიფტით ადიხარ, რომელიც კონუსისებრი ფორმის არის და მაქსიმუმ 6 ადამიანს იტევს, თუმცა გასაოცარი სისწრაფით აყავხარ ზევით.

პლატფორმიდან და კიბეებიდან ულამაზესი ხედები იშლება როგორც ქალაქის, ასევე თავად ბაზილიკის, გასაოცარი არქიტექტურული და ხუროთმოძღვრული შედევრების ნახვა არის შესაძლებელი ამ ნაგებობაზე.

2018-05-19 12.36.46

2018-05-19 12.52.25

2018-05-19 12.55.59

2018-05-19 12.57.33

2018-05-19 13.03.14

2018-05-19 13.11.05

2018-05-19 13.13.17

2018-05-19 13.13.50

2018-05-19 13.13.59

2018-05-19 13.41.59

საგრადადან გამოსულებს ისე გვშიოდა ვერ ვაზროვნებდით და იქვე Tuscania Food and Wine – ში შევედით. ვერ გეტყვით რომ საუცოო ადგილია სადილისთვის, მაგრამ ნორმალურია, ტურისტებით გადატვირთული ადგილების თაობაზე ძალიანაც ნორმალური. თან რაც მთავარია საკმაოდ მალე მოიტანეს შეკვეთა და არც მანდ გამაწვალეს ვეგეტარიანულ საჭმელზე.

2018-05-19 15.47.49

2018-05-19 16.00.36

2018-05-19 16.00.49-1

2018-05-19 16.01.04

2018-05-19 16.02.00

2018-05-19 16.02.19

რადგან დღევანდელი დღე გაუდის ეკუთვნოდა შემდეგი ლოკაცია გვქონდა ასევე გაუდის მიერ აშენებული  Casa Mila, ასევე ცნობილი როგორც La Pedrera – ქვის კარიერი, რაც დაერქვა მისი ქვისგან გამოყვანილი ფასადის გამო. ეს სახლი იყო კერძო საკუთრება, საცხოვრებელი სახლი რომელიც აშენდა 1906 – 12 წლებში. საცხოვრებელი ეკუთვნოდათ მდიდარ ქვრივს  Roser Segimón და მის ახლანდელ მეუღლეს Pere Milà-ს. სახლის მეპატრონეთა თავდაპირველი განზრახვა იყო მის პირველ სართულზე ცხოვრება და დანარჩენი სართულების გაქირავება, რადგან მიწა სადაც სახლი უნდა აეშენებინათ მდებარეობდა ბარსელონას ცენტრალურ ნაწილში. სახლი შემდეგ მომდევნო მეპატრონეებმა გადააკეთეს, მაგრამ გაუდის ზღაპრული არქიტექტურა მაინც სახეზეა.

2018-05-19 16.12.03

2018-05-19 16.12.12

შემდეგი ლოკაცია იყო Casa Batlló, რომელიც იქვე არის 2 წუთის სავალზე, კაზა მილას დიაგონალურად და ასევე ბარსელონას ცენტრში. ეს საუცხოო სახლიც გაუდის ეკუთვნის და მას ასევე House of Bones – უწოდებენ.  ეს სახლი 1900 წელს Josep Batlló-მ შეიძინა მისი ცენტრალური მდებარეობის გამო, ეს ადამიანი იყო ტექსტილის ბიზნესში და საკმაოდ მდიდარი. ეს მართლა ზღაპრული შენობა და შედევრია, რომელსაც მართლა მომნუსხველი და ჯადოქრული ზემოქმედება აქვს ყველა მნახველზე.

შენობა გარედან ულამაზესად არის გაფორმებული მოზაიკით და დამთვალიერებელს კი ინტერიერის გარდა სახურავზე ასვლაც შეუძლია, სადაც არაჩვეულებრივი ტერასაა განთავსებული. შესვლა საშუალოდ 23 ევრო ღირს სეზონიდან გამომდინარე

2018-05-19 16.25.30

2018-05-19 16.26.12

2018-05-19 16.26.37

ამ სახლის გვერდზე დგას კიდევ ერთი არჩვეულებრივი სახლი Casa Amatller, რომელიც მართალია არ არის გაუდის ქმნილება და ეკუთვნის არქიტექტორ Josep Puig i Cadafalch -ს, მაგრამ ამ სახლისთვისაც ისევე რთულია გვერდის ავლა როგორც გაუდის სახლებისთვის. ამ სახლის მშენებლობა 1898 წელს დაიწყო და ის ეკუთვნოდა შოკოლადის ბარონს  Antoni Amatller -ს,

Untitled-2

იქვე ქუჩის გადასწვრივ არის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სახლი Casa Lleó Morera,  შექმნილი არქიტექტორის Lluís Domènech i Montaner – ის მიერ. ეს სახლი არქიტექტორს დაუკვეთა Francesca Morera -მ, რომელიც ვერ მოესწრო სახლის დასრულებას და ამიტომ ეს სახლი მისი შვილის სახელს ატარებს. დღეს ამ სახლის პირველ სართულზე LOEWE- ს ზღაპრული მაღაზიაა განთავსებული.

2018-05-19 16.42.36

2018-05-19 16.43.01

2018-05-19 16.44.48

2018-05-19 16.44.49

აქედან სახლში ავედით დასასვენებლად და გამოსაცვლელად, რადგან საღამოს 10 საათისკენ მივდიოდით Hotel Condes -ის ტერასაზე  Terraza Alaire, სადაც ხატიას მეგობარს ნონას ვხვდებოდით. ნონა მე წინა ჩასვლაზე რომ ვნახე იმის მერე არ მენახა და ერთი სული გვქონდა როდის მოვიდოდა საღამოს 10 საათი.

Terraza Alaire ერთ ერთი საუკეთესო ადგილია კოქტეილების მოყვარულებისთვის, საუცხოო ხედებით და მართლა უმაგრესი კოქტეილებით.  მაგიდას თუ წინასწარ არ დაჯავშნი თითქმის არ გაქვს შანსი აქ მოხვდე.

ზღაპრული ღამე გვქონდა, არაფერი არ გვახსოვს არც ერთს როდის წამოვედით, როდის და როგორ გავაჩერეთ ტაქსი და საერთოდ როგორ მოვახერხეთ ყველაფერი. იმდენი კოქტეილი დავლიეთ გაოცებული გვიყურებდნენ მიმტანები – ალკოჰოლიკები ვეგონეთ უეჭველი, ან ხამები 😀 😀 😀

2018-05-19 23.34.43

2018-05-19 23.37.00

2018-05-20 00.33.02

2018-05-20 00.46.01

2018-05-20 01.21.30

2018-05-20 01.22.00

2018-05-20 01.22.07-1

2018-05-20 01.24.31

 

 

Comments

comments

One thought on “Barcelona 2018, May 18 -19

  1. Ellee says:

    თათ <3
    სულ უნდა მოგზაურობდე და სულ უნდა წერდე ამის შესახებ
    ძალიან გიხდება მოგზაურობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *