maxresdefault

BARCELONA 2018, MAY 20

20 მაისს პლაჟზე ყოფნა გვქონდა გადაწყვეტილი და ნამდვილად გაგვიმართლა ამინდში, ისე ცხელოდა რომ იმ ყინულივით წყალშიც გადასარევად ვბანაობდით.

Playa de la Barceloneta სადაც ჩვენ წავედით ერთ ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი პლაჟია, ყველაფერს იყიდი რაც შეიძლება პლაჟზე დაგჭირდეს, ქვიშაზე დასაფენებიდან დაწყებული საჭმელ, სასმელ კოქტეილებით დამთავრებული. ულამაზესი ოქროსფერი ქვიშა და ზღვის წყლის საკმაოდ დაბალი ტემპერატურა დამახასიათებელია ბარსელონას პლაჟებისთვის. როდესაც პირველად ვიყავით მე და დიმა ბარსელონაში, შუაგული ივლისი იყო და ხმელთაშუა ზღვის წყალი მაშინაც ცივი იყო მახსოვს.  

May 20 (3)

May 20 (6)

May 20 (4)

May 20 (5)

დაახლოებით 4 საათამდე გავძელით პლაჟზე და მერე წავედით ზღვისპირა რესტორანში სასადილოდ. El Pacifico – ხმელთაშუაზღვისპპირეთისთვის დამახასიათებელი რესტორანია, უგემრიელესი ზღვის პროდუქტითა და მიუხედავად ძალიან ბევრი ხალხისა საკმაოდ სწრაფი მომსახურებით. დასაჯდომები აქვს გარეთაც და შიგნითაც, შიგნით კონდიცირებული არეაა და ძალიან გრილა და მზისგან დასიცხულებმა რა თქმა უნდა ეს ტერიტორია ავარჩიეთ დასასვენებლად.

May 20 (9)

საღამოს ყველას ცალ-ცალკე გეგმები გვქონდა 🙂  ავედით ბინაში, ვიბანავეთ, გამოვიცვალეთ და დავიშალეთ ყველანი 😀 დიმა ბარსელონას ცნობილ სტადიონზე Camp Nou- ზე მიდიოდა, რაღაც თამაში იყო თან რომელიღაცა ფეხბურთელის გაცილება და მოკლედ მთელი ამბები და სილამაზეები, მერე როგორც  მოგვიყვა, მაგრამ მიუხედავად ასეთი გრანდიოზული ღონისძიებისა, მაინც არ შემეძლო სტადიონზე ჯდომა და ფეხბურთის ყურება. თანაც მე ჩემს ვერმიშელიკოს ვხვდებოდი, რომელიც უკვე 1 წელზე მეტი იყო არ მენახა.

გიოს La Rambla – ზე შევხვდი, მგონი 8 სააათი იქნებოდა და მაქედან 11 საათამდე თითქმის არ გავჩერებულვართ იმდენი ვიარეთ.

ჯერ Montjuic -ზე ავედით, ეს არის უზარმაზარი პარკი მთაზე ბარსელონას თავზე, სხვადასხვა მხრიდან ამ პარკს სხვადასხვანაირი ლანდშაფტი აქვს, ჩვენ Cactus Park – თან ავედით და თან იმდენს ვლაპარაკობდით, ენას არ ვაჩერებდით. მილიონი რამე გვქონდა მოსაყოლი.

montjuic cactus park (2)

montjuic cactus park (4)

montjuic cactus park (7)

montjuic cactus park (9)

montjuic cactus park (1)

პარკში რომ აცივდა ჩამოვედით და ესპანური კაფეტერიების ქსელის 365-ის ერთ ერთ ულამაზეს კაფეში შევედით ყავის დასალევად. ეს ქსელი გამორჩეულია ძალიან კარგი ყავით და ბულანჟერიით.

ამ დღეს პირველად დავლიე ყავა “Cortado” და ამის მერე შეყვარებული ვარ თავდავიწყებამდე ამ ყავაზე.

May 20 (12) May 20 (11)

მერე უკვე შებინდებულზე (სხვათა შორის ბარსელონაში მაისში 11 საათზე ჯერ კიდევ არ ბნელოდა) წავედით ბარსელონას ცნობილ გოთიკურ უბანში, Gothic Quarter – ჩემი უსაყვარლესი ადგილია და შემიძლია მართლა საათობით ვიარო და დავიკარგო ამ ქუჩებში. თან გიო იმდენ საინტერესო ამბავს მიყვებოდა ამ უბანზე რომ შეუძლებელი იყო გულგრილს გევლო ამ საოცარ ისტორიულ ადგილას.

Gothic Quarter ბარსელონას ისტორიული ნაწილის შუაგულში მდებარეობს და ვიწრო ქუჩებით დაკომპლექტებული, საუკუნოვანი ქვებით ნაშენები საოცარი უბანია. ღამე ფარნების შუქზე რომ დადიხარ ამ მოშავო ქვებით ნაგებ უვიწროვეს ქუჩაზე, რაღაცნაირი ჯადოსნური შეგრძნება გეუფლება, თითქოს სხვა დროში გადასახლდიო და ელოდები რომ რაღაც ჯადოქრობა უნდა მოხდეს, ვინმე რაინდი გამოვარდეს ცხენით რომელიმე კუთხიდან მუზარადით ან რაღაც მსგავსს. შანსი არ არის რამე მსგავსი არ გეგრძნოთ ყველას ვისაც აქ ფარნების შუქზე გაგივლიათ.

Barcelona Gothic quarter at night

მოგვიანებით მე ჩემებს შევხვდი აქვე ერთ  – ერთ ისტორიულ კათედრალთან, გიოც წასასვლელი იყო ეჩქარებოდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ საოცარი უბნის სტუმართმასპინძლობით გვესარგებლა და აქვე ერთ – ერთი ულამაზესი რესტორნის ტერასაზე გვევახშმა. აუცილებლად ეწვიეთ ამ რესტორანს El Cercle – ძალიან გემრიელადაც გვავახშმეს და რაც აუცილებლად უნდა ავღნიშნო საუცხოო დესერტი აქვთ.

El Cercle 2 El Cercle

Comments

comments

2 thoughts on “BARCELONA 2018, MAY 20

  1. Ellee says:

    ვაი, მეც ვიცი ეგ ბიჭი <3
    უნიჭიერესი დიზაინერია გამიგია
    არ ვიცოდი ბარსელონაში თუ ცხოვრობდა

    რა ლამაზი ყოფილა გოთიკური უბანი

  2. Taa says:

    ELLEE

    ხოო გეცოდინება, ჩვენს სფეროში მგონი ყველა იცნობს.

    გოთიკური უბანი არის საოცრება, სახლს ვიყიდდი და მანდ დავსახლდებოდი სიამოვნებით :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *