2018-06-20 20.40.48

Paris, June 19-27

ეს უკვე მეორე გამგზავრება იყო პარიზში, თებერვლის  ვიზიტის შემდეგ, რომლის შესახებაც არაფერი დამიწერია რადგან  პოზიტიური ძალიან ცოტა მახსენდება: გაყინული პარიზი – ვერაფერში ვერ ვთბებოდით, თოვლი, წვიმა, დაღლილობა, საჭმელს ვერ ვარჩევდი და მოკლედ დაწერადაც არ ღირდა.

სულ სხვანაირი პარიზი ვიხილე 19 ივნისიდან, ლამაზი, ფერადი, თბილი, გემრიელი!

19 ივნისს აირზენას პირდაპირი რეისით გავფრინდით მე, ანუკა (LIYA), მარია (Dalood), ნუკი და რუსა (Materiel) ლაკო ბუკია და მაკუნა აქარმოე საქართველოდან. ლინა ჩვენი დიზაინერი 2 დღის მერე შემოგვიერთდა. მხიარული ფრენა გვქონდა ვერაფერს იტყვი. საღამოს გვიან ჩავედით და რეალურად ჭამის მეტი არაფრის თავი არ გვქონდა არც ერთს, ამიტომ სასტუმროებიდან არც გავსულვართ არსად.

ამჯერად  Adagio apart-hotel Paris Montmartre –  ში ვცხოვრობდით, ძალიან სუფთა და ახალგარემონტებულ სასტუმროში, კარგ ადგილას.

ვინც არ იცით ბარემ გეტყვით რომ პარიზში შოურუმში დავდივართ ხოლმე, ჩვენ ვმონაწილეობთ More Dash შოურუმში, ეს უკვე მეორე სეზონი იყო და ამჯერად Resort19 კოლექცია გვქონდა წარდგენილი.

მეორე დღესვე 12 საათზე შოურუმში უნდა ვყოფილიყავით Set Up – სთვის, დილით მე და ანუკამ მსუბუქად ვისაუზმეთ, ავიღეთ ჩვენი 2 ცალი უზარმაზარი ჩემოდანი და წავაგრიხინეთ მორდაშის ახალ მისამართზე. ახალი შოურუმი აღმოჩნდა გამაოგნებლად ლამაზი!!!

1

2

3

4

5

7

6

8

Setup – მდე ვიკრებდით ძალებს

more dash showroom 1

დაახლოებით 2 საათისთვის დავასრულეთ ტანსაცმლის დასტიმერება და რეილებზე დავკიდეთ, რის შემდეგაც წავედით ყველანი ერთად სასეირნოდ.

ამ ჯერზე პარიზში საუკეთესო ადგილებში ვჭამდით და ყოველთვის ვნახულობდი ჩემთვის მისაღებ გემრიელობებს.

მაგალითად პირველ დღეს  ვისადილეთ უსაყვარლეს რესტორანში Le Castiglione რომელიც მდებარეობს235 rue Saint Honore -ზე. ყველანი ბედნიერები ვიყავით, რადგან საუცხოო არჩევანი გამოდგა, უგემრიელესი იყო ყველასი კერძი და ფანტასტიკური ყავა.

Le Castiglione

ამ დღეს გავიარეთ 24 კილომეტრი მე და ანუკამ, იმის ჩათვლით რომ სახლიდან ფეხით მოვედით და დანარჩენებთან ერთად 17 კილომეტრი. ვიბოდიალეთ მთელს ცენტრალურ პარიზში, მათ შორის მაღაზიებშიც და შემდეგ ლაფაეტში შევიარეთ ზოგმა ყავის დასალევად, ზოგი ახლა კოლექციებს ათვალიერებდა.

Paris, June Day 1 (1) Paris, June Day 1 (2)

Paris, June Day 1 (3)

Paris, June Day 1 (4)

Paris, June Day 1 (5)

Paris, June Day 1 (11)

ლაფაეტის შემდეგ ტურელიეს პარკში შევისეირნეთ და იქ ვისვენებდით სკამებზე ფანტანთან, ძალიან სასიამოვნო საღამო იყო.

Paris, June Day 1 (10)

Paris, June Day 1 (7)

21 ივნისი შოურუმის პირველი დღე იყო, მიუხედავად იმისა რომ შუადღემდე ეფოინთმენთები არ გვქონდა, დილიდანვე მივედით, ადგილები გადავინაწილეთ, დარჩენილი ტანსაცმელი მოვაწესრიგეთ, დავკიდეთ და წავედით ლანჩზე იქვე საუცხოო Vegan Friendly რესტორანში Le Pain Quotidien, რომელიც ალბათ უმრავლესობამ იცით ან გსმენიათ მაინც.

Paris, June Day2 (2)

სამუშაო დღის ძირითადმა ნაწილმა მშვიდად ჩაიარა, პირველი დღისთვის საკმაოდ ცოტა ეფოინთმენთი გვქონდა და ამიტომ სურათების გადაღების დროც გვრჩებოდა.

Paris, June Day2 (1)

Paris, June Day2 (5)

საღამოს ლინაც ჩამოვიდა, წავედით The Hoxton Paris – ში სადაც ადგილები ვერ ვნახეთ, რომ გვევახშმა და ამიტომ იქვე კუთხეში Valponi Pizzeria – ში შევედით, სადაც მართლა უგემრიელესი პიცა და პასტა მივირთვით.

მერე უამრავი ვობოდიალეთ ქუჩებში, ამ დღეს მუსიკის დღესასწაული ჰქონდათ და ყველა ბარის, კაფეს და კლუბის წინ უამრავი ახალგაზრდა იყო შეკრებილი და ყველგან მუსიკის ხმა ისმოდა, ყველგან ცეკვავდნენ და სვამდნენ. რამდენიმე კლუბი და მუსიკალური ბარი მოვიარეთ და არსად რომ არ მოგვეწონა ისევ ჰოქსტონში დავბრუნდით დრინქებზე.

The Hoxton – ში მივირთვით უგემრიელესი კოქტეილები გარე კაფეში და მოგვიანებით დავიშალეთ.

22 ივნისი ყველა დღესთან შედარებით ლაითი იყო, რადგან სულ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული, ამიტომ მე დილით მარტო წავედი პირველ შეხვედრაზე და გოგონები რომ მოვიდნენ უკვე სადილის დრო იყო და გავედით ყველანი ასევე ძალიან ლამაზ, ცნობილ და საყვარელ რესტორანში Triadou Haussman – აუცილებლად ეწვიეთ თუ მოხვდებით მაგ ტერიტორიაზე. პრანტონის უკან არის ფაქტობრივად, სულ 5 წუთის სავალია.

Paris June 22 (1)

Paris June 22 (4)

შემდეგ ისევ შოურუმში დავბრუნდით და საღამოს ვისეირნეთ ძალიან ბევრი, მორდაშის წინა შოურუმის ტერიტორიაზე გავბოდიალდით ფეხით, რაც ძაან შორს იყო და SANDRO – ს აუთლეტში შევიარეთ გოგონებს რაღაცეების ყიდვა უნდოდათ.

საღამოს ვივახშმეთ იქვე რივოლიზე Cafe L’etincelle – ში, ოღონდ ძალიან არ მოგვეწონა არს საჭმელი, არც მომსახურება და აქ არ წახვიდეთ გირჩევთ, თუმცა ჩვენ კი დავამახსოვრეთ თავი, იმდენს ვიცინოდით ლიკას მოყოლილ ამბებზე.

Paris June 22 -

ზოგადად ეს თრიფი გამოირჩეოდა იმით, რომ მარტო სიცილში დავწვით თითოეულმა მილიონი კალორია, საერთოდ რომ არ ვახსენო თუ რამდენს დავდიოდით ფეხით.

23 ივნისს ასევე მარტო წავედი დილით, თან ძალიან ადრე რადგან პირველი შეხვედრა 9 საათზე გვქონდა ჩანიშნული და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ვერ დავაგვიანებდი.

Paris June 23 (4) Paris June 23 (1)

ზოგადად ამ დღეს ბევრი საინტერესო ეფოინთმენტი გვქონდა და ერთადერთი 12-ის ნახევარზე 10 წუთით გამოვედი მხოლოდ ყავის საყიდლად და იქვე ჩვენი ქუჩის კუთხესთან ყოვლად საუკეთსო და სრულიად ფანტასტიკური ყავის კაფე აღმოვაჩინეთ, ამის მერე ყოველ დღე და დღეში 2-ჯერ ვყიდულობდით და ვტკბებოდით ამ საოცარი ყავით. არცევანიც ყველანაირი ჰქონდათ, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი კორტადო და ცივი ყავებიც.

Paris June 23 (2)

საღამოს მუშაობის დასრულებისას უკვე ისე მშიოდა, რომ ვერ ვაზროვნებდი. ამ ჯერზე  ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ახალი შოურუმი ფანტასტიკურ ადგილას იყო, ირგვლივ უამრავი ძალიან კარგი, ნაქები და საუკეთესო რესტორანი იყო, ფაქტობრივად ყველა მათგანი Walk distance – ზე. საღამოს დაახლოებით 7 წუთში გადავედით პარიზის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ და ყველაზე “თუ არ დაჯავშნე ვერ დაჯდები” რესტორანში La Belle Epoque და რაც მთავარია საოცრად გაგვიმართლა რომ მაგიდა ვნახეთ.

24 ივნისიც ძალიან დატვირთული დღე იყო შეხვედრების და სამუშაოს მხრივ, მაგრამ შუადღეზე არ გვქონდა შეხვედრები და მოვახერხეთ მე, მარიამმა, რუსამ და ბექამ გავსულიყავით საჭმელად, გუშინდელივით რომ არ დაგვმართნოდა.

კიდევ ერთი საუცხოო რესტორანი უნდა გაგიზიაროთ La Rotonde St. Honore ასევე სამოთხეა ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის და ამათაც საუცხოო ყავა აქვთ.

Paris June 24 (1)

Paris June 24 (2)

Paris June 24 (5)

Paris June 24 (3)

Paris June 24 (4)

სამსახურის მერე რამდენიმე ჩვენგანი შანზელიზეზე წავედით, თან მაღაზიებში შევიარეთ, თან ვისეირნეთ.

Paris June 24 (6)

Paris June 24 (7)

და გვიან 9-სკენ ყველანი ვინც ვიყავით თბილისიდან შევიკრიბეთ არნახულად კარგ იტალიურ რესტორანში Marcello. ეს ადგილი მარიამმა აღმოგვაჩენინა, თავადვე დაჯავშნა და გაუწია ამ ვახშამს ორგანიზატორობა და ისეთი კარგი იყო, ისეთი კარგი, რომ წამოსვლა არ გვინდოდა არავის. ზღაპრული საღამო გავატარეთ, ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინეთ და ვიცინოდით ცრემლებამდე. დღესაც გვიკვირს რატომ არ გამოგვყარეს ამ რესტორნიდან. მოკლედ აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რესტორანი და არ გამოტოვოთ როცა პარიზში იქნებით.

Paris June 24 (8)

Paris June 24 (9)

25 ივნისის დილა კულიეში დავიწყეთ, რადგან პირველი ეფოინთმენთი მოგვიანებით გვქონდა და ჩვენს უსაყვარლესი ყავის კაფეს ამჯერად ყველანი ერთად ვეწვიეთ საუზმეზე. საუზმეც საუცხოო ჰქონდათ, ყველაფერი უგემრიელესი, მათ შორის ზღაპრული ავოკადოს ტოსტები.

2018-06-25 10.06.21

მერე საღამომდე შოურუმიდან არ გამოვსულვართ, რადგან დღე დატვირთული იყო.

2018-06-25 10.52.04

2018-06-25 10.52.18

საღამოს ადრე დავიშალეთ, რადგან მეორე დღეს სასტუმროდან ჩექაუთი გვქონდა და ამიტომ დღეს უნდა ჩაგველაგებინა, თამ მე ადრე გავდიოდი შეხვედრა მქონდა ჩანიშნული დილით.

26-ში ეფოინთმენთების მერე ჩავალაგეთ ჩვენი კოლექციები ჩემოდნებში, გამოვიძახეთ უბერი და წავედით აეროპორტში. ამჯერადაც აირზენას პირდაპირი რეისი გვქონდა და ყველას ერთი სული გვქონდა როდის დავბრუნდებოდით ჩვენს სახლებში.

2018-06-26 21.06.19

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *