კომფორტულად ვზივარ, მუსიკა მახალისებს და ენერგიას მმატებს, სიგარეტის ბოლოს მიღმა ძალიან გადაპრანჭული გოგოები და სასაცილოდ მოცეკვავე ბიჭები ჩანან, სუნთქვა სტაბილური მაქვს, მშვიდი, ხელის გულები თბილი, პულსი ნორმალური ი ი ი ი ი ი ი ი ? …..

“დშშ” – სტრობოსკოპმა ისეთი სინათლის ნაკადი მესროლა რომ შიშისგან და დარტყმის სიძლიერისგან ისედაც მიყუდებული მთელი ძალით მივენარცხე თეთრი დივანის ზურგს. პროჟექტორებს თვალს ვერ ვაშორებდი, არასოდეს შემინიშნავს სინათლის ნაკადის ასეთი სოცარი დინება, ასეთი ციმციმი, ხტუნვა. ფლუდლაითები იღვრებიან და ენარცხებიან ჩემში და ჩემს ირგვლივ. სტრობოსკოპი დუელში მიწვევს, ვერა ვერ ვუძლებ მის  Fლეშებს და გვერდით ვიყურები, ბიჭები თვალს მიკრავენ და იღიმიან. უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს … დაიწყო …

Read the rest of this entry »

მიყვარს მუზიქ ჰოლი, ალისას სამყაროზე უფრო მიმზიდველია ჩემთვის,  სახალისოა, გიჟური და სასაცილოც.

მიყვარს ხმამაღალი მუსიკა, ბიტები ტვინში რომ გირტყამენ და მოძრაობისკენ რომ გიბიძგებენ, თუ მორი არ ხარ გადაჭრილი ტბის პირას ქვიშაში ჩაფლული, შანსი არაა რომ გაუძლო ბიტების დინებას და არ წამოდგე საცეკვაოდ. ცეკვა ხომ სხეულის თავისუფლებაა, მოძრაობა ნარნარად ან გიჟურად, იმის მიხედვით თუ რას გთხოვს განწყობა და რის საშუალებას გაძლევენ ბიტები.

ვზივარ ხოლმე ჩემთვის თეთრ დივანში ჩაფლული, ჩემი კაპირუსკით და სიგარეტით ხელში და ვათვალიერებ, ვფიქრობ, ვისვენებ, ვტკბები – სანამ ერთი ჩემსავით გიჟი ბიტი არ წამომადგებს და “dancefloor”-ისკენ არ მიბიძგებს რომ ის და მისი და-ძმა ბიტები დაიღვარონ ჩემს სხეულში, აამოძრავონ, ააცეკვონ და მოეფერონ. სამყარო სადღაც სხვაგან ინაცვლებს ხოლმე როცა ვცეკვავ, მხოლოდ მე და ბიტები ვრჩებით და ვცეკვავთ ერთად დაღალავად დილამდე, ღამიდან დილამდე, გათენებამდე …

- ღმერთო, ნეტა რა ჯანდაბად უნდა, მიმტანობას ხომ არ იწყებს? – გავიფიქრე ზურას ხელში პასტა რომ შევნიშნე რომელიც ჯიბიდან ამოიღო. Read the rest of this entry »

-სად ხარ?

-ეზოში

-რას აკეთებ ეზოში ამ შუაღამეზე?

-ძაღლს ვასეირნებ!!!

-კარგი, ადი ჩაიცვი, 10წუთში გამოგივლი და მიუზიქ ჰოლში მივდივართ

- რა ვაკეთო, მეზარება

- ის რასაც აკეთებდი გუშინწინ, იმის წინ და სხვა დროსაც – იცეკვო

- დღეს მეზარება, არ ვარ ფორმაში

- არ ვიცოდი ცეკვას თუ ფორმაში ყოფნა უნდოდა

- გადაღლილი ვარ, და რაღაც ბონძღურად გამოვიყურები

- მიდი, მიდი ჩაიცვი, გავიდა დრო, 10 წუთში მანდ ვარ

- ხო კაიი, ვინები მივდივართ?

- მე, შენ, კასპერა და ლილიკო

- ლილიკოოოოოოოოოოო :( FFFFFF,  (ლილიკო კასპერას საცოლეა, based on love story- რომელიც რაღაც საზიზღრად დაიწყო) კოკა არ მოდის?

- კოკას სტუმრები ყავს საბერძნეთიდან

- ხოოო, რა თქმა უნდა, კოკას და რომელიც საბერძნეთში გათხოვდა, ბერძენი სიძე, მსუქანი ბერძენი დედამთილი და გულისამრევი ბერძენი მამამთილი. ტეხავს კოკას გარეშე :(

– კაი, მიდი, მიდი დროზე, მოვდივარ უკვე

********************

– დედაა, ძაღლი ჩაიბარე, მე სასწრაფოდ ვიცმევ და მუზიქ ჰოლში მივდივარ

– დღესააააააააააც? ძალიან ბევრს დადიხარ

– კარგი რააააა დედა, ნუ დაიწყებ ეხლა. ხო იცი ვისთან ერთადაც დავდივარ და რა პრობლემას ქმნი. მომივლიან, მომხედავენ, უყურადღებოდ არ დამტოვებენ. თან ამჯერად ლილიკოც მოდის

– როდის მოხვალ? Read the rest of this entry »

გავაგძელებ თემას და ამჯერად ისაბელის ბოლო კოლექციას შემოგთავაზებთ.

შემოდგომა -ზამთარი 2010 – 2011

მაგრამ ვიდრე უშუალოდ გადავიდოდე კოლექციაზე, თავად დიზაინერს მინდა შევეხო:

საკმაოდ წარმატებული და ცნობილი დიზაინერია არა მხოლოდ საფრანგეთსი არამედ შტატებშიც და განსაკუთრებით ჰოლივუდში. მისი ბოჰემური სტილი ძალიან მოსწონს კამერონ დიასსა და კირსტენ დანსტს და ერთგული კლიენტები არიან

Read the rest of this entry »

Isabel Marant – ფრანგი გოგოშკების საყვარელი მარკა, რომელიც 1984 წელს მხოლოდ აქსესუარებით დაიწყო და უკვე 1994 წლიდან სამოსის კოლექციებსაც ქმნიდა ..

მინდა გაგაცნოთ ეს ბრენდი ვინც არ იცის :)

spring-summer 2010

1. ამ აუთფიტში ყველაფერი მომწონს

2.  სიამოვნებით მექნებოდა ეს კაბა :)

3. ეს იუბოჩკაც

Read the rest of this entry »

COMMENTS
სტუმრები
იძებნება …
SPONSOR “HAIRHAUS”
ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
September 2010
M T W T F S S
« Aug    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930