დღეს კანევსკის ჩვენება იყო და დღისით იქ ვიყავით მე და თათია, შემდეგ ბიჭებს შევუერთდით Touch Cafe – ში
ღამე ვიყავით D’LUX Night Club-ში , ძალიან მაგარი კლუბი იყო, უდიდესი. მერე გვიან მიუხედავად იმისა რომ 3 გრადუსი იყო სიცივე, ალკოჰოლით გამთბარებმა ვიხეტიალეთ კიევის ქუჩებში
ვესტუმრეთ ამბოხებულების კარვებს, სახლში დაბვრუნდით 5 ხდებოდა მგონი 🙂
მეორე დღეს 1 საათზე გავიღვიძეთ, ჩავბარგდით, ჩექაუთი გავაკეთეთ, ჩვენი ბარგი ჩავდეთ დათოს მანქანაში, რომელსაც უნდა წავეყვანეთ საღამოს აეროპორტში და წავედით ვისაუზმეთ “Желтое Море”-ში, ერთ ერთი უსაყვარლესი და საინტერესო იაპონური რესტორნების ქსელი კიევში, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბრინჯი იჭმევა.
კვირა დღე იყო, მთელი ხრეშატიკი გადაკეტილი იყო, მანქანები არ მოძრაობდნენ, ხალხი ფეხით სეირნობდა, რამდენიმე ადგილას კონცერტი იყო ქუჩაშივე, რამდენიმე ადგილას მცირე გამოფენა გაყიდვები იყო მოწყობილი – სადაც ვიკის ძალიან საყვარელი და სასაცილო მაიჩკა ვუყიდე, რიჟა გოგო ახატია და “უკრაინოჩკა” აწერია 🙂
მერე ფაქტიურად აეროპორტში წასვლამდე დავდიოდით და დავდიოდით