o21 ოქტომბერი იყო ყველაზე ცივი დღე კიევში ყოფნის მანძილზე, ჯერ ისეთი ბნელი დილა იყო რომ 2-ის წუთებზე რომ ავდექით მე და დიმა დილის 9 საათი გვეგონა :დ
მე თათიას ზარს ველოდებოდი DREAM TOWN-ის მისამართი უნდა მოეცა, დიდი სავაჭრო ცენტრის სადაც უნდა წავსულიყავით მე და დიმა საღამოს 6 საათამდე, როცა ისინიც მოიცლიდნენ.
ჩვენებები 7 საათამდე არ იწყებოდა ამ დროს და ამიტომ დრო ბევრი გვქონდა
სავაჭრო ცენტრი მართლაც შთამბეჭდავად უზარმაზარი იყო და ძალიან საინტერესო კიბის უჯრედები ჰქონდა, სხვადასხვა სტილში, ზოგი ჯუნგლის ზოგი ჩინურ და იაპონურ სტილში. სამწუხაროდ ფოტო ვერ გადმოსცემს ხოლმე რეალობას ისე ლამაზად როგორც არის, მაგრამ მიახლოებით მაინც ჩანს რაც იყო 🙂