Kiev Oct 21, Part 1

21 ოქტომბერი იყო ყველაზე ცივი დღე კიევში ყოფნის მანძილზე, ჯერ ისეთი ბნელი დილა იყო რომ 2-ის წუთებზე რომ ავდექით მე და დიმა დილის 9 საათი გვეგონა :დ :დ :დ  წინა ღამეს ყავა და “პრიანიკები” ვიყიდეთ და მაგით ვისაუზმეთ, ცხვირის გაყოფა გვეზარებოდა ყველგან. მე თათიას ზარს ველოდებოდი DREAM TOWN-ის მისამართი უნდა მოეცა, დიდი სავაჭრო ცენტრის სადაც უნდა წავსულიყავით მე და დიმა საღამოს 6 საათამდე, როცა ისინიც მოიცლიდნენ.

ჩვენებები 7 საათამდე არ იწყებოდა ამ დროს და ამიტომ დრო ბევრი გვქონდა

     სავაჭრო ცენტრი მართლაც შთამბეჭდავად უზარმაზარი იყო და ძალიან საინტერესო კიბის უჯრედები ჰქონდა, სხვადასხვა სტილში, ზოგი ჯუნგლის ზოგი ჩინურ და იაპონურ სტილში. სამწუხაროდ ფოტო ვერ გადმოსცემს ხოლმე რეალობას ისე ლამაზად როგორც არის, მაგრამ მიახლოებით მაინც ჩანს რაც იყო 🙂

  DREAM TOWN– ში იყო უამრავი სხვადასხვა ბრენდების მაღაზიები, როგორც საშუალო ფასების ასევე ძვირიანი ლაქშერი ბრენდები.

MANGO

Andre Tan – რომელიც აქ ყავდათ მოდის კვირეულზე ჩამოყვანილი

We Are United – ძალიან საყვარელი ხელნაკეთი ფეხსაცმელებისა და ჩანთების მაღაზია

ZARA   ეს შარვალი და ფეხსაცმელი მინდოდა და დიდი მქონდა ორივე 🙁 ზარაში ჩემთვის ვერაფერი ვერ ვიყიდე მარამ ვიკის ვუყიდე ბევრი რამე უსაყვარლესი ბეწვის ჟილეტის ჩათვლით.

მერე მე და დიმას მოგვშივდა და ბოლო სართულზე ავედით სადაც მხოლოდ კაფეები იყო სხვადასხვა სამზარეულოების მიხედვით. შევედით იაპონურ რესტორანში Сушия რომლის ქსელიც მთელს კიევში არსებობს და ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ

ამასობაში თათია და დათოც მოვიდნენ, ერთად ვისადილეთ და განვაგრზეთ შოპინგი, Promod-ში ვიყიდე ჩანთა რეპტილიის პრინტით, TALLY WEiJL– ში კიდევ ერთი ჩანთა ბეჟი ფერის და Mademoiselle- ში ულამაზესი ლურჯი მოიისფრო ქლაჩი. სურათებს დავდებ მერე.

მერე შევედით გალერეაში, სადაც შედარებით ძვირიანი ბრენდები იყიდებოდა, თათია ეძებდა თბილ ჩასაცმელს , კურტკას ან პალტოს

დათოს უნდოდა შარვლის ყიდვა რაც აქ ვერ ნახა და ამიტომ გადაწყვიტა რომ ხრეშატიკზე წასულიყვნენ ეგ და დიმა GRAND GALLERY-ში, მე და თათია კი პაუსტოვიტის ჩვენებაზე. მაგრამ …

ისეთ საცობში მოვყევით რომ კიევის ცენტრამდე დაგვჭირდა 1 საათი, შესაბამისად ვერც ჩვენებაზე მოვხვდებოდით, დაწყებულიც იქნებოდა. ამიტომ გავყევით ჩვენც ბიჭებს გრანდ გალერიში

LIST – ახალი, ულამაზესი კოლექცია

ეს ჩანთა მომეწონა ძალიან

შუბა ასევე LIST – 1200 USD

  დათომ შარვალი ვერ ნახა მაგრამ ზედა ნახა იისფერი UNGARO რომელიც ძალიან უხდებოდა და ის იყიდა.

საღამოს გაგრძელებას მეორე პოსტში დავწერ …

 

 

Comments

comments

13 thoughts on “Kiev Oct 21, Part 1

  1. მაკო ზარიძე says:

    ქართული fashion blog-ებიდან ყველაზე ძალიან შენი საიტი მიყვარს. საინტერესო პოსტები გაქვს ყოველთვის, ეგრე განაგრძე! go taa, goo!

  2. ანუკ says:

    ზარას ეგეთი ბაჩები მე მაქვს 🙂 ზარას საიტიდან გამოვიწერე, იქ არის ზომები 🙂

  3. თათია says:

    ააა რა მაგარია:)) მეც გავიჩითე შენს ბლოგზეე:-P 🙂 ნორმალური მოდელი გამოვდექი?:) თათ, მენატრებიიი;-(

  4. ლელიკო says:

    ულამაზესი პალტო აცვია შენს დაქალს
    უთხარი აუცილებლად იყიდოს საოცრად უხდება 🙂

  5. Tekla says:

    შენ სულ უნდა იარო, იმოგზაურო და მერე წერდე
    ისე კარგად გამოგდის :)))))))))))))))

  6. Taa says:

    არც ისე შორს ლორდ
    ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენ ვცხოვრობდით ცენტრში – შოთა რუსთაველზე
    ვხვდებოდით მხოლოდ შედარებით ნორმალურად და კარგად მაცხოვრებელ მოსახლეობას
    და ვიყავით 5 დღე მაქსიმალურად “კარგ პონტში”

    მაგრამ yet there another bank of the river 🙁

  7. Taa says:

    ვეკო ჩხეიძე

    მეც ძალიან მომწონს
    კსტაწი, როდის გადმოგცე შენი ჩანთა?

  8. ენკი says:

    ტყავის ელასტიკები
    მაგრად მიყვარს და ძალიან გიხდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *