სანრემო იტალიის ზღვისპირა საკურორტო ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სანრემო ცნობილია იმით რომ აქ გაჩნდა პირველი ოფიციალური სათამაშო სახლი – კაზინო – 1905 წელს, რომლის არქიტექტურა ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს Eugène Ferret-ს.
სანრემოში მილანიდან მატარებლით წავედით, მგზავრობას დაახლოებით 4 საათამდე მოვუნდით. გზა თავიდან იყო ძალიან უინტერესო, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ, როცა დაიწყო ზღვისპირა ზოლი უკვე შესამჩნევლად გამოვცოცხლდით, მითუმეტეს რომ ძალიან ახლოს იყო მატარებლის გზა პლაჟებთან და საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ იტალიის საკურორტო ქალაქები.
განსაკუთრებით გამოვყოფდი ალასიოს, რომელსაც განსხვავებული და გაცილებით კეთილმოწყობილი პლაჟები და ლამაზი ზღვისპირა კაფეები ჰქონდა.