თმის დაგრძელება “ძაფებით”

თუ ვინმეს გაგიკვირდათ “ძაფების” წაკითხვა სათაურში, გეტყვით რომ სრული ჭეშმარიტებაა და არ გეჩვენებათ.

საუბარია სრულიად ჩვეულებრივ აკრილის საქსოვ ძაფებზე, რომლების ნახვაც თბილისში ბევრგან შეგიძლიათ.

მის ამგვარი დაგრძელების ტექნიკას, რის შესახებაც მე უნდა მოგიყვეთ Yarn Extensions ჰქვია და გამომდინარე იქედან რომ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოში, მავანმა და მავანმა ბიზნეს იდეა დაინახა და ძაფების ნაცვლად ამგვარი დაგრძელებისთვის ხელოვნური თმის კონები შექმნა. ნებისმიერი ფერის, ელფერისა და გარდამავალი ფერებისაც კი შეგიძლიათ ნახოთ ეს თმის კონები.

თუარადა თუ გეჩქარებათ ან გეზარებათ, მიბრძანდით ნებისმიერ გალანტერეაში და შეიძინეთ აკრილის საქსოვი ძაფები. Continue reading

Untitled-1

თმის ფილერი

თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა.

მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია.

Untitled-1

მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები …

მას შემდეგ რაც თმა სუპრით ხელახლა გავიღიავე + ვარდისფერი ჩამოვრეცხე და ისევ გავიქერავე ბოლოები…

მას შემდეგ რაც თმას მთელი შემოდგომა – ზამთარი ფენით ვიშრობდი და თუ სალონში ვერ მივდიოდი თმის ბოლოებს თმის უთოთი ვიპრიხავდი …

შედეგად მივიღე – ფუჩეჩი !!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაფშეკილი, გამომშრალი, უსიცოცხო და მახინჯი თმის ბოლოები.

თმა, რომლის დავარცხნას ტატუს გაკეთება სჯობდა ისე იწიწკნებოდა და მტკიოდა. Continue reading

Summer Advices

tumblr_mjskrjim9i1rchw7ao1_1280

   ზაფხული, ეს ის პერიოდია როდესაც ყველას განსაკუთრებით გვიხარია ცხოვრება და განსაკუთრებით გვინდა ლამაზად გამოვიყურებოდეთ და ვიყოთ მოვლილები.

  ამისთვის რამდენიმე ძალიან მარტივი რჩევა მინდა ჩამოვწერო და მერე შეგვიძლია კომენტარებში განვავრცოთ:

1. კვება: მაშინ, როდესაც არის ახალი ხილი, ბოსტნეული და ფოთლოვანი საკვები, მოდით თავი შევიკავოთ ცომეულისა და ხორცეულისგან და დამიჯერეთ 10 დღეში თქვენი კანი გაცილებით ლამაზი გახდება. არ დაგავიწყდეთ თევზი და კენკროვანი ხილი. Continue reading