Barcelona, July 22-23

სიმართლე გითხრათ, ნიცა, კანი და მონაკოს მერე ბარსელონას რომ გადმოვხედე თვითმფრინავიდან, რაღაცნაირი უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, არ მინდოდა ამხელა ქალაქში ყოფნა, არ მინდოდა მეტროებით და ტაქსებით ბოდიალი.

მეზარებოდა წინასწარ დაგეგმილი დასათვალიერებელი ადგილების მონახულება, მაგრამ…

სასტუმროში ღამის 2 საათისკენ მივაღწიეთ, გვშიოდა, დავჩექინდით, ბარგი დავყარეთ და გამოვედით „უბანში“ სავახშმოდ დააა.  …10 Most Popular Streets in Barcelona - Take a Walk Down Barcelona's Streets  and Squares – Go Guides10 Most Popular Streets in Barcelona - Take a Walk Down Barcelona's Streets  and Squares – Go Guidesყველაფერი დაკეტილია და ერთი სულიერიც კი არ ჭაჭანებს. გული გაგვისკდა, არ ვიცოდით ბარსელონა როგორ გამოიყურებოდა და ეგრევე ვიფიქრეთ აი ძალიან ძალიან „შორს“ ვცხოვრობთ ალბათ, სადღაც გლდანში ან ზაჰესში ან კიდევ იქეთო და კიდევ უფრო მოწყენილებმა დავიძინეთ.

თურმე, რა შორს

მაგრამ მოიცადეთ …

დილა გათენდა ფანტასტიური, თუმცა ჩვენს ეს გავიგეთ მხოლოდ 12 საათის მერე, რადგან ჩვენი სასტუმროს ნომერს ისეთი მუქი ფარდები ჰქონდა რომ ერთ ნამცეც სინათლის სხივს არ ატარებდა ნომერში.

3–ჯერ გამეღვიძა დილით და სინათლეს რომ ვერ ვხედავდი, მეგონა ისევ ღამე იყო. ბოლოს უკვე როცა კაპიტალურად გამეღვიძა და ვეღარ შევიბრუნე ძილი, ავდექი, დასატენად შეერთებული ტელეფონი ავიღე და … სხვა რა გზა იყო გავხსენი ფარდები. ტელეფონი 12 საათსა და რაღაც წუთებს აჩვენებდა ბარსელონას დროით.

ფარდების გახსნასთან ერთად ოთახში საოცარი ენერგია შემოიჭრა, გავარვარებული მზის, მხიარული ჰანგების, საკვების საოცარი სუნი და ოდნავ ზღვის სუნი. ქვემოდან არაჩვეულებრივი აუზის კამკამა წყალი მიღიმოდა და მეზობელი სახლებიდან გაკაპასებული ესპანელი ქალბატონების საოცრად ტემპერამენტიანი საუბარი მესმოდა. წამოსვლის დღემდე მეგონა რომ ეს ქალები კი არ ლაპარაკობენ სულ ჩხუბობენ მეთქი. ძლივს შევეჩვიე ამ ტემპერამენტს მალაგაში, სადაც ეკა და ქეთოც ზუსტად ანალოგიურად ხმაურით უყვებოდნენ ხოლმე თავიანთ მეუღლეებს რაღაცეებს, არადა აშკარად არ ეჩხუბებოდნენ.

მე და დიმამ ჩავიცვით, ვისაუზმეთ ერთ ერთ ფართო ქუჩაზე, ბარსელონას ტოიოტას შოურუმის წინ და წავედით საგრადა ფამილიას დასაზვერად

10 Most Popular Streets in Barcelona - Take a Walk Down Barcelona's Streets  and Squares – Go Guides
საგრადა ფამილია“ ანუ წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძრის გასაოცარი არქიტექტურა ანტონიო გაუდის ეკუთვნის.  თავად ნაგებობის იდეაზე და მის დეტალებზე გაუდი თითქმის 40 წელი მუშაობდა და ეს საოცარი ბაზილიკა დღესაც მშენებლობის პროცესშია. არადა მშენებლობა 1882 წელს დაიწყო 100 წელზე მეტი ხნის წინ, თავად ანტიონიო ამ მშენებლობის შენელებული ტემპების გამო ხუმრობდა ხოლმე თურმე „ჩემს დამკვეთს არ ეჩქარებაო“.

მიუხედავად იმისა რომ ტაძარი დღესაც დაუმთავრებელია, 2010 წელს იგი პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.

დღეისათვის ტურისტებს შიგნითაც უშვებენ, ბილეთები ონლაინ იყიდება და დარბაზების რაღაც ნაწილის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ მსურველებს. ჩვენ შიგნით არ შევსულვართ, „იქნებ ოდესმე სიბერეში დავბრუნდეთ და დასრულებული ვნახოთ“ –იმედით და გარედან დავტკბით მისი გრანდიოზულობით და საოცრებით.

საგრადას მერე ისევ გაუდის თემას გავყევით და პარკ გუელისკენ გავეშურეთ. პარკ გუელიც ანტონიო გაუდის ერთ რთი არჩვეულებრივი ქმნილებაა და ის ზემოდან გადმოჰყურებს ბარსელონას. პარკი 1900-1914 წლებში აიგო, მაგრამ დღესაც, თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში, უამრავი მნახველისა და განსაკუთრებით არქიტექტორის გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს.

 photo Fotor0731163515_zps256ef308.jpg

 photo Fotor0731173653_zpse3239e52.jpg

 photo IMAG0741_zps50bbd573.jpg

 photo IMAG0732_zpsbc9872e1.jpg

აქვე პარკში მდებარობს ანტონიოს სახლი, რომელიც დღეს მუზეუმადაა ქცეული და იქ შესვლა 5,5 ევრო ღირს, ყველაფრის დათვალიერებისა და სურათების გადაღების უფლებას გაძლევენ, მხოლოდ შეხებაზე გაკონტროლებენ ძალიან მკაცრად. სახლის ქვეშ არის პატარა ფარდული ტურისტებისათვის, სადაც იყიდება ყველანაირი სუვენირები, მათ შორის იყიდებოდა გაუდის დიზაინით შექმნილი რამდენიმე არჩვეულებრივი ვერცხლის ბეჭედი, რომელთაგან ერთზე: ასიმეტრიული ტიპი იყო, წახნაგებით და უპატარავესი თვლებით – გავფანატდი, მაგრამ ვერ ვიყიდე ძალიან ძვირი ღირდა, თუმცა ვნანობ ნამდვილად.

 photo Fotor0731163832_zps2e315b8f.jpg

პარკში ნახვთ საოცარ სკამებს, რომლებსაც ადამიანის ტაკოს ფორმა აქვს, არაჩვეულებრივ ხელოვნურ გამოქვაბულებს და ულამაზეს მოზაიკას. მართლაც ზღაპრული ადგილია. ხელოვნური გამოქვებული ერთგვარი გასართობი ადგილიც არის სადაც არაერთ მხატვარს და ქუჩის მუსიკოსს შეხვდებით და დატკბებით ესპანური მუსიკით.

Best Park Guell Tour (Skip The Line) - Guided Tour | DoTravel

*******

პარკიდან დავეშვით და დავიწყეთ გუგლ მეფის დახმარებით საუკეთესო გზის ძებნა ბარსელონას მარიხუანას მუზეუმამდე. მუზეუმის შესახებ პოსტს ცალკე დავწერ რადგან უამრავი ფოტო მაქვს და ინფორმაცია. აქ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მუზეულში მუშაობს არაჩვეულებრივი “სტაფი” და დაახლოებით 2 საათზე მეტი გავატარეთ იქ. თუმცა ჯერ არ არის ეს მუზეუმი ძალიან ცნობილი და მე გირჩევდით აუცილებლად შეიაროთ

IMAG0879

  მუზეუმის შემდეგ მსუბუქად ვივახშმეთ სანაპიროზე, იქვე მუზეუმთან ახლოს.

 photo Fotor0731170922_zpsfd63529a.jpg

  ვახშმის შემდეგ წავედით ზოოპარკში, მაგრამ ზოოპარკი სადაც შესვლა 20 ევრო ღირდა აღმოჩნდა რომ 25 წუთში იკეტებოდა 🙁 არადა ისეთი უზარმაზარი იყო რომ ვერ მოვასწრებდით ამ 25 წუთში მექვსედისს ნახვასაც. ამიტომ სიუდატელლას  პარკში ვისეირნეთ, ამ პარკში მდებარეობს ეს ზოოპარკი. თავად პარკი კი უზარმაზარია და ძალიან ბევრი გასართობი და დასასვენებელი ადგილი აქვს. დავისვენეთ და გავერთეთ ესპანელ და ტურისტ ბავშვებთან ერთად.

 photo Fotor0731162852_zpsf1a86fca.jpg

▷ PARC CIUTADELLA (Citadel Park) Barcelona - Visit | irBarcelona

  photo Fotor0731170131_zps3633a547.jpg

Explore the Symbolism of the Arc de Triomf - ShBarcelona

Things to do in Barcelona - Visit Parc de la Ciutadella

 photo Fotor0731172829_zps02fe19db.jpg

 photo IMAG0975_zps6a2aae61.jpg

საღამოს 9 საათზე დაღლილები და ბედნიერები გავეშურეთ სასტუმროსკენ, მარკეტში ხილი და ცივი სასმელები ვიყიდეთ და გადავწყვიტეთ დღეს ადრე დაგვეძინა, მეორე დღეს ჩემი დის დაქალს ნონას ვხვდებოდით და ბარსელონას პლაჟზე მივდიოდით.

***** 23 ივლისი

 ამ დღესაც არაჩვეულებრივი დილა გათენდა, 11-ია ნახევარი იყო რომ გავიღვიძეთ ორა ზარმაცმა :დ ჩავიცვით და წავედით ნონიკოსთან.

 ნონა, ჩემი დის ბავშვობის მეგობარია, ცეკვაზე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთად დადიოდნენ “პაეზდკებში”. უკვე 6 წელია თუ მეტი არა ნონა ბარსელონაში ცხოვრობს, დედასთან, მეუღლესთან და უსაყვარლეს ტასიკოსთან ერთად. მალე მეორე შვილსაც ელოდება 🙂 ბიჭუნას.

 ნონასთან მალაგის შემდეგ ისევ უნდა დავბრუნებულიყავი, ამჯერად მარტო და ამიტომ ჩანტები გადავაწყვეთ მე და დიმამ, ის რაც მალაგაში არარ დაგვჭირდებოდა ერთ ჩანტაში ჩავდეთ და ნონას დავუტოვეთ, რომ მე წამეღო თბილისში.

 მერე წავედით პლაჟზე და ტასიკოც წავიყვანეთ.

  გზაზე ნონამ ერთ ერთ კაფეში შეგვიყვანა, სადაც თავად ასწავლა ცივი ქავის მომზადება ნაყინით და პირველად თრიფის მანძილზე ვისიამოვნეთ ამ საოცარი და ჩემთვის უგემრიელესი სითხით.

  მერე წავედით პლაჟზე, სადაც გავატარეთ დაახლოებით 3–4 საათი, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ვიცურავეთ და გავირუჯეთ.

 photo Fotor0731174253_zps6a8a303d.jpg

During Backpacking Reminders For the Guidance Of Spain - The News God

აი ეს ფანტასტიური გოგო, რომელიც არის 4 თვის ორსული, წუწუნებს გავსუქდიო :დ :დ :დ  არადა ოდნავი ღიპუცას მეტი არაფერი ეტყობა ორსულობის <3

 photo Fotor0731172558_zpsd5ceb246.jpg

  ბარსელონას პლაჟი იყო უფანტასტიურესი, ფხვიერი ოქროსფერი ქვიშები, არც ისე ბევრი ხალხი, თბილი, სუფთა წყალი, სიგრილე, საოცარი ნიავი უბერავდა ზღვიდან და ვერც ერთმა ვერ გავიგეთ ისე შევიხრუკეთ, განსაკუთრებით დიმა.

 photo IMAG0994_BURST001_zpsd6c7ca1c.jpg

 photo Fotor0731173413_zps65f1fa4e.jpg

 photo Fotor0731173926_zpsa580fd4b.jpg

 photo IMAG0993_BURST005_zps97786861.jpg

  დაახლოებით 2 საათის მერე პაწაწუნა ტასიკო, რომელთან ერთადაც ძალიან მაგრად გავერთე წყალში და რომელიც საოცრად საუბრობს ქართულად, წაგრძელებული ინტონაციით <3, ძალიან დაიღალა და ნონამ სახლში წაიყვანა. ჩვენ გვითხრა იქვე 500–600 მეტრში რომელ თევზის რესტორანში უნდა შევსულიყავით.

რესტორანი მართლაც ფანტასტიური აღმოჩნდა, საოცრად კარგი მომსახურებით და ალბათ საოცრად კარგი კერძებითად, მაგრამ მე თავი შევიკავე, მხოლოდ დიმას “პაეია ზღვის საკვებით” გავუსინჯე.

მერე ავედით სასტუმროში, გამოვიცვალეთ და წავედით La Ramble-ზე სასეირნოდ, უამრავი მაღაზია მოვიარეთ, სუვენირები ვიყიდეთ, ძალიან ბევრი ვიარეთ, მერე მანდვე რამბლაზე ვივახშმეთ

cafe-in-der-la-rambla-5 - La Rambla Barcelona

 photo Fotor073117066_zpse1ab39de.jpg

და წავედით დასაძინებლად 11 საათისთვის. დილის 5 საათზე უნდა გაგვეღვიძა და აეროპორტში გავქანებულიყავით. მეორე დილას მალაგაში მივფრინავდით.

მილანური ამბები: გამგზავრება

ბილეთები თბილისი – პრაღა მილანზე გვქონდა აღებული, რეისი 04:20-ზე მიფრინავდა.

გადავწყვიტე ყველაფერი ვიკის დაძინებამდე მომეგვარებინა და ვიკისთან ერთად დამეძინა, დაახლოებით 2ის ნახევრამდე მეძინა, მერე გამაღვიძა მაღვიძარამ, უცებ მოვწესრიგდი და ბიჭებმაც მოგვაკითხეს.

3 საათისთვის უკვე აეროპორტში ვიყავით მე, დიმა, შოთა, ირაკლი (ჩემი თანამშრომელი), თაკო (ირაკლის მეუღლე) და თოკა. თოკა და დიმა გვაცილებდნენ.  რეგისტრაცია მალევე გავიარეთ, ცოტა ხანი დაბლა ვაბირჟავეთ და ავედით ზედა დარბაზში.

პირველი რეისი თბილისი – პრაღა იყო 3 საათნახევარი. ძალიან დავიტანჯე, საერთოდ ვერ დავიძინე საოცარი მცდელობების მიუხედავად, წითელი ღვინოც კი დავლიე – მაძინებს ხოლმე – მაგრამ ამაოდ.

პრაღის აეროპორტში სხვა ტერმინალზე უნდა გადავსულიყავით, მოგვიწია საოცარი სირბილები, რიგებში დგომა დიდ დროს გვართმევდა, სხვაობა ფრენიდან ფრენას შორის 50 წუთი იყო და ძალიან ვიწვალეთ, თან ამდენი ბარგით, თან კარგად არ ვიცნობდით ამ აეროპორტს. ბოლო ბოლო მივაღწიეთ და ჩავსხედით.

მეორე რეისი პრაღა – მილანი 1 საათი და 15 წუთია, ძალიან სასიამოვნო დრო არის, არც იღლები არაფერი. გემრიელი ყავა დავლიე გემრიელ შოკოლადის ნამცხვართან ერთად რაც დაგვირიგეს თვითმფრინავში და ჟურნალის გადათვალიერებაც ვერ მოვასწარი ნორმალურად პილოტმა რომ გამოაცხადა ვეშვებითო 🙂

ზოგადად აეროპორტებზე და ფრენაზე ვიტყოდი რომ ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. აფრენის მომენტში რომ ჟრუანტელი დაგივლის ხოლმე ტანში მაგაზე ვგიჟდები. ძალიან მიყვარს აეროპორტის ფაციფუცი, ბორბლების ხრიალი, Du Free მაღაზიები უზომოდ დიდი რაოდენობით კოსმეტიკური ნაწარმით, გადარბენები, გამოცხადებები და სუნი. ერთადერთი არ მიყვარს მოწევა რომ არ შეიძლება ეგ მომენტი, მაგრამ პრაღის აეროპორტში უკანა გზაზე სმოკინგ არეა გავჩითე, მოცუცქნული კაფეშკა სადაც მოწევა შეიძლებოდა და სადაც 2 ბეირუთელი გოგო გავიცანი 🙂

Milan Malpensa Airport

როგორც იქნა ჩავფრინდით მილანში და დაიწყო იმაზე ფიქრი რით მივაღწიოთ Fiera Milano-ზე, ტაქსები უსაშველოდ ძვირი ღირდა, შორს არის საკმაოდ Fიერა, გარეუბანია ფაქტიურად. ბოლოს უამრავი ენების მტვრევის და ბოდიალის შედეგად აღმოვაჩინეთ რომ არსებობს მალპენზა ექსპრესი, ეს არის მალპენზას აეროპორტის მატარებლის ხაზი რომელსაც გავყევით პორტო ვია გარიბალდიმდე.

მერე მიგვასწავლეს რომ უნდა გადავმჯდარიყავით მეტროში რომელიც მიდიოდა პირდაპირ ფიერაზე, ასეც მოვიქეცით და როგორც იქნა მივაღწიეთ.

Fiera Milano – გრანდიოზული საგამოფენო პავილიონია ბევრი ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭინული, საოცარი არქიტექტურით და ძალიან ბევრი პავილიონით. სანამ იკას ველოდებოდით (ბილეთების საყიდლად გავიდა), მე თაკო და შოთა იტალიელების ჩაცმულობას ვსწავლობდით. არნახული რაოდენობით ლეოპარდის პრინტი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჩანთები, ქამრები, სათვალეები, ქუდები, შარფები, პალტოები და პლაშები.

უამრავი იყო კოპლებით, სხვადასხვა ფერის შეხამებით, მაგრამ ყველაზე ხშირად შავ- თეთრი, ლურჯ – თეთრი და ვარდისფერ – თეთრი კოპლების შეხამება გვხვდებოდა თვალში.

ბევრი შეგვხვდა ყვავილების პრინტებიანი შარფებით, ელასტიკებით, ჩანთებით და შარვლებით, მაგალითად მათ შორის ჩემი ბაბუ 🙂