LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading

TFW Day1 – Materiel By Alexander Akhalkatsishvili

ალექსანდრე (ლექსო) ახალკაციშვილის გამორჩეულ კოლექციებს ქართველი საზოგადოება უკვე შეეჩვია, მისი ქმნილებები მატერიას მაღაზიაშიც ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგად გაყიდვადია.

Fashion House "MATERIEL" Aleksandre Akhalkatsishvili

შემოდგომა – ზამთრის კოლექციაში ლექსოს პალტოებმა და მოსასხამებმა უამრავი ადამიანი აალაპარაკა და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა კოლექცია: Continue reading

TFW F/W 2014-15 ATELIER KIKALA

თბილისის მოდის კვირეულის პირველ დღეს, გახსნის ცერემონიალის შემდეგ  2 ჩვენება გაიმართა: ატელიე კიკალამ (ლადო ბოკუჩავა) და გოლა დამიანმა (დალოოდ ჯგუფი) თავიანთი შემოდგომა – ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.

აქვე შეგახსენებთ რომ თბილისის მოდის კვირეულის სპონსორია სავაჭრო სახლი გოლეთიანი და NOKIA X.

Best-Smartphone-Nokia-X-Android-Wallpaper

 არ შემიძლია არ აღვნიშნო მოდის კვირეულის დამსწრეთა და ორგანიზატორთა “შეძენილი” ძალიან კარგი თვისება.

  ყველა ჩვენება თავის დროზე იწყება – აი,  მართლა გაოცებული ვარ 2 დღის მერეც – (+/- 10 წუთი არ ითვლება) და ეს არის ძალიან კარგი, რადგან როგორც ყველამ ვიცით დღევანდელ დღეს ყველაზე ძვირფასი თითოეული ჩვენთაგანისთვის არის დრო და ის ფაქტი რომ დროს არ ვკარგავთ ჩვენების დაწყების მოლოდინში არის დიდი წინსვლა.

_MG_3739 Continue reading