14 ნოემბრიდან, H&M -ის მსოფლიოს 250 მაღაზიაში ჩემთვის საოცნებო კოლექცია დაიდება.
Isabel Marant for H&M Fall- ჩემთვის საოცნებოა ორი მიზეზით, ერთი რომ Isabel Marant არის ჩემი უსაყვარლესი დიზაინერი და მეორე იმიტომ, რომ რეალურად მართლა ხელმისაწვდომი იქნება ეს კოლექცია ჩემთვის ფასის მხრივ და რა დასანანია რომ წელს ვერსად ვერ მოვხვდები ამ კოლექციის დახლებზე გამოჩენისას.
მარანტმა ერთ ერთ ინტერვიუში აღნიშნა ” I aim at creating something real, that women want to wear in their everyday lives with a certain carelessness, which I think is very Parisian. ” – და აი ზუსტად, აი ამიტომაც მიყვარს ეს ქალი და მისი ყველა ნამუშევარი.
H&M-ისთვის შექმნილი კოლექცია მოიცავს გარდერობის ყველა იმ შემადგენელ კომპონენტს, რითაც იმოსებიან ქალები და ასევე აქსესუარებს და ფეხსაცმელს მკვეთრად გამოხატული ბოჰემური სტილით – რაც ყველა დამეთანხმებით მარანტის ხელწერაა.
მე პირადად ამ პიჯაკით დავრჩი მოხიბლული, მაგრამ სხვაც ბევრი ლამაზი ნივთია