279-e7f30ea3f95a

San Remo, July 17-19

სანრემო იტალიის ზღვისპირა საკურორტო ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სანრემო ცნობილია იმით რომ აქ გაჩნდა პირველი ოფიციალური სათამაშო სახლი – კაზინო – 1905 წელს, რომლის არქიტექტურა ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს  Eugène Ferret-ს.

სანრემოში მილანიდან მატარებლით წავედით, მგზავრობას დაახლოებით 4 საათამდე მოვუნდით. გზა თავიდან იყო ძალიან უინტერესო, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ,  როცა დაიწყო ზღვისპირა ზოლი უკვე შესამჩნევლად გამოვცოცხლდით, მითუმეტეს რომ  ძალიან ახლოს იყო მატარებლის გზა პლაჟებთან და საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ იტალიის საკურორტო ქალაქები.

Fotor0728192222_zps9011bb81

განსაკუთრებით გამოვყოფდი ალასიოს, რომელსაც განსხვავებული და გაცილებით კეთილმოწყობილი პლაჟები და ლამაზი ზღვისპირა კაფეები ჰქონდა.

Continue reading