LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading

TFW Lela Eloshvili F/W 2014 -15

_MG_6186 მართალია განვაცხადე, მხოლოდ იმ კოლექციებზე დავწერ, რომლებსაც დავესწარი და მომეწონა მეთქი, მაგრამ ავთანდილი და ლელა ელოშვილი იქნებიან ის გამონაკლისები, რომლებზეც აუცილებლად დავწერ, მიუხედავად იმისა რომ ვერ დავესწარი ვერც ერთის ჩვენებას სამსახურის გამო.

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ძალიან გულშემატკივრობდა ატელიე “ინფორმალს” ოდიდგან და ვაგრძელებ ამ გულშემატკივრობას ამ გოგონების მიმართ ცალ-ცალკეც.

ლელა ელოშვილის კოლექციამ, რომელსაც მხოლოდ სურათებით გავეცანი,  საინტერესო ფერებითა და პრინტებით მიიქცია ჩემი ყურადღება და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. ასევე მინდა თქვენი ყურადრება გავამახვილო აქსესუარებზე.

_MG_6179 Continue reading

David Koma F/W 2014 – London fashion week

David Koma – დავით კომახიძე,  ქართველი დიზაინერი, რომლის სახელი რამდენიმე წელია უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, ლონდონში მოღვაწეობს და თანაც ძალიან წარმატებულად. მისი ბრენდის მმართველი მენეჯერი ამ ეტაპზე არის დევიდის რუსი მეუღლე საშა, რომელიც უნდა ავღნიშნოდ რომ ძალიან კარგად ართმევს დავალებას თავს.

2013 წლის დეკემბერში მოდის სახლმა (ტერი მიუგლერ)  Thierry Mugler დევიდ კომა ახალ სამხატვრო დირექტორად დანიშნა.

ლონდონის მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ისევ David Koma-ს სახელით გამოჩნდა, თუმცა მე პირადად დიდი ინტერესით ველოდები როგორი იქნება მიუგლერისა და კომას კოლაბორაცია.

 

Continue reading