როგორც წინა პოსტში ვწერდი პაუსტოვიტის ჩვენებაზე ვერ მოვხვდით საოცარი საცობების გამო. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო რომ ვერც სვეტლანა ტეგინის ჩვენებაზე მოვხვდი რომელიც დაგეგმილი იყო 9 საათზე.
თურმე დაშას და თათიას დაუჯავშნავთ საღამოს 9ის ნახევარზე მაგიდა კიევის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძველ რესტორანში. სადაც მოხვედრა როგორც წესი არც ისე იოლია, განსაკუთრებით თბილ ამინდებში და თბილ სეზონზე რადგან ამ რესტორანს 2 მხრიდან გახსნილი ვერანდები აქვს, თვითონ მდებარეობს რომელიღაც შენობის 10 სართულზე თუ არ ვცდები და აქვს ულამაზესი ხედებიგარდა ამისა ეს არის ერთ ერთი ყველაზე ხალხმრავალი და “სვეცკი” რესტორანი კიევში სადაც მხოლოდ დეპოზიტიანი მაგიდებია და სადაც 1 სტანდარტული მაგიდა რომ აიღო დეპოზიტი 300-400$ მაინც უნდა იყოს. მაგრამ ისეთი მომსახურება იყო რომ მართლა ღირდა აქ წასვლა. Continue reading