კბილების გათეთრების შესახებ პოსტი, საქართველოში მომსახურების უბადრუკობით უნდა დავიწყო.
მოგეხსენებათ (ბლოგის აქტიურ მკითხველებს) რომ მწეველი ვარ და არც ყავასა და წითელ ღვინოზე ვამბობ უარს, ამიტომ 2 წლის წინ, როდესაც უკვე სავალალოდ მივიჩნიე ჩემი კბილების ფერი და მდგომარეობა დავიწყე ინფორმაციის მოძიება კბილების გათეთრების შესახებ.
ჯერ Air Flow ვცადე, მართლა ძალიან კარგი პროცედურაა, მაგრამ ჩემს კბილებს ეგ ვერ უშველიდა. მერე დავიწყე კონკრეტულად გათეთრებაზე გამოკითხვა და ვიზიტები.
წინა კბილებიდან 2 ადგილზე მაქვს პლომბი, ამის გამო ყველა კლინიკა მეუბნებოდა:
- იცით რაა პლომბი არ თეთრდება! – და აქ ასრულებდნენ კომუნიკაციას, არც რჩევები არც გზის შეთავაზება და არც არაფერი და მეც ბატივით მოვდიოდი ხოლმე უკან ან ვთიშავდი ტელეფონს.