დილის 8ის 20 წუთზე დაახლოებით ჩვენი თვითმფრინავი კიევის ულამაზეს მიწაზე დაეშვა…
– 3 გრადუსი იყო და დათოს მოლოდინში სიგარეტს ვეწეოდით და ხელები მეყინებოდა. დათო მოვიდა 5 წუთში და ბორისპოლის აეროპორტიდან კიევისკენ გამოვეშურეთ.
თქვენ გგონიათ მარტო ჩვენ გვყავს ქართლის დედა? არაააა … უკრაინასაც ყავს თავისი მფარველი, ზუსტად კიევის შემოსასვლელთან
2005 წლის მერე კიევი უზომოდ არის შეცვლილი, ყველგან ისევ მშენებლობებია გაჩაღებული. კიევი 2012 წლისთვის ემზადება – ევრო 2012-ის თამაშები უნდა ჩატარდეს უკრაინის 4 ქალაქში.
მერე შორიდან ვნახეთ ოლიმპიისკა-ს სტადიონი, რომლის ვიპ ზონაშიც იმართება კიევის მოდის კვირეული