ეს უკვე მეორე გამგზავრება იყო პარიზში, თებერვლის ვიზიტის შემდეგ, რომლის შესახებაც არაფერი დამიწერია რადგან პოზიტიური ძალიან ცოტა მახსენდება: გაყინული პარიზი – ვერაფერში ვერ ვთბებოდით, თოვლი, წვიმა, დაღლილობა, საჭმელს ვერ ვარჩევდი და მოკლედ დაწერადაც არ ღირდა.
სულ სხვანაირი პარიზი ვიხილე 19 ივნისიდან, ლამაზი, ფერადი, თბილი, გემრიელი!
19 ივნისს აირზენას პირდაპირი რეისით გავფრინდით მე, ანუკა (LIYA), მარია (Dalood), ნუკი და რუსა (Materiel) ლაკო ბუკია და მაკუნა აქარმოე საქართველოდან. ლინა ჩვენი დიზაინერი 2 დღის მერე შემოგვიერთდა. მხიარული ფრენა გვქონდა ვერაფერს იტყვი. საღამოს გვიან ჩავედით და რეალურად ჭამის მეტი არაფრის თავი არ გვქონდა არც ერთს, ამიტომ სასტუმროებიდან არც გავსულვართ არსად.
ამჯერად Adagio apart-hotel Paris Montmartre – ში ვცხოვრობდით, ძალიან სუფთა და ახალგარემონტებულ სასტუმროში, კარგ ადგილას. Continue reading