Screenshot 2019-07-18 12.53.16

The Beauty Bag

რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.

არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.

ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.

  1. AHAVA Deadsea water mineral hand cream!

დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!! Continue reading

elegant-maxidress-gets-toned-down-white-kicks

Street Style Fab Flats

 

There are so many cool ways to wear flats!

მართლაც,

რთულია წელიწადში 365 დღე ქუსლებზე “ამხედრებულმა” გაატარო.

ქუსლებზე იარო  ყოველ დღე სამსახურში, სასეირნოდ (თუმცა კუს ტბის და ბაკურიანის არაერთი  მაგალითი მოგვეპოვება), სამოგზაუროდ  და სხვა.

ამიტომ მოდით შევთანხმდეთ, რომ ყველას უნდა გვქონდეს გარდერობში რამდენიმე წყვილი დაბალი ფეხსაცმელი, იქნება ეს ე.წ “ბალეტკები” , კედები, ბოტასები თუ სხვა.

გაგაცნობთ ჩემს საყვარელ მოდელებს დაბალძირიან ფეხსაცმელებში”

1. დაბალი ფეხსაცმელი მეტალის დეტალებით. ამ ფეხსაცმელს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ის ასრულებს ლუქს. სწორედ ამიტომ არის მოთხოვნადი ასეთი ფეხსაცმელი.


Continue reading

prague-2229156-1-2000x1125

Prague, Czech Republic

პრაღაში წასვლას ამ ზაფხულს ნამდვილად არ ვგეგმავდით და ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ პრაღაში აღმოვჩნდით ლოპოტას ნაცვლად.

მოკლედ: მას შემდეგ რაც ბავშვებს ვუქირავეთ აგარაკი და გავამწესეთ სიონში ბებიკოებთან ერთად მე და დიმამ გადავწყვიტეთ 2 ვიქენდი გაგვეტარებინა საქართველოში სხვადასხვა კურორტზე: ლოპოტა და კიდევ სადმე.

ამისთვის ვაპირებდით წლის განმავლობაში დიმას AMEX – ზე დაგროვილი ქულების გამოყენებას, მაგრამ აღმჩნდა რომ ლოპოტაზე ამექსის ქულებით შაბათ კვირას ვერ მიდიხარ, მაგრამ მიდიხარ პრაღაში, ბუდაპეშტში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქალაქში 4 დღით ისე რომ ვიქენდს მოაქცევ შუაში. მოკლედ გრძელ ვიქენდზე.

დავუკავშირდით AMEX-ის მოგზაურობის განყოფილების არაჩვეულებრივ გოგონას და დავგეგმეთ 4 დღიანი თრიფი პრაღაში, რომლის ფარგლებშიც ამექსი გვიფარავდა ქუთაისიდან ფრენის, სასტუმროს და საუზმის თანხას და 28 ივლისს ქუთაისის აეროპორტიდან გავფრინდით ჩეხეთის დედაქალაქში.

2018-07-28 17.32.36

პრაღაში არაჩვეულებრივ ადგილას, ისტორიული ქალაქის ერთ ერთ მთავარ მოედანზე Malé Naměstí -ზე მდებარე Hotel Rott – ში ვცხოვრობდით. საკმაოდ კარგ Continue reading

21-1200x900

Kamelya Collection, Side, Turkey

დასვენება თურქეთში ამ წელს კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. ტური ჩემი მეგობრის რჩევით Toy Travel -ს დავაგეგმინეთ, რომლებმაც ძალიან პროფესიონალური და საუცხოო სერვისი შემოგვთავაზეს.

5 ივლისს მე, დიმა, ვიკა, ანიკა და ორივე ბებო გავემგზავრეთ სიდეში.

Kamelya Collection, side, Turkey photos (1)

Continue reading