Kiev Oct 19, Part 1

დილის 8ის 20 წუთზე დაახლოებით ჩვენი თვითმფრინავი კიევის ულამაზეს მიწაზე დაეშვა…

– 3 გრადუსი იყო და დათოს მოლოდინში  სიგარეტს ვეწეოდით და ხელები მეყინებოდა. დათო მოვიდა 5 წუთში და ბორისპოლის აეროპორტიდან კიევისკენ გამოვეშურეთ.

თქვენ გგონიათ მარტო ჩვენ გვყავს ქართლის დედა? არაააა … უკრაინასაც ყავს თავისი მფარველი, ზუსტად კიევის შემოსასვლელთან

917 Kiev Mother Statue Photos - Free & Royalty-Free Stock Photos from Dreamstime

2005 წლის მერე კიევი უზომოდ არის შეცვლილი, ყველგან ისევ მშენებლობებია გაჩაღებული. კიევი 2012 წლისთვის ემზადება – ევრო 2012-ის თამაშები უნდა ჩატარდეს უკრაინის 4 ქალაქში.

მერე შორიდან ვნახეთ ოლიმპიისკა-ს სტადიონი, რომლის ვიპ ზონაშიც იმართება კიევის მოდის კვირეული

Olympic National Sports Complex (Kyiv (Kiev)) - 2022 All You Need to Know BEFORE You Go (with Photos) - Tripadvisor

მთავარი ქუჩა ხრეშატიკი, ძალიან ლამაზი, მერე მომიტინგეებიც ვნახე, მაგრანმ სამწუხაროდ გადაღება ვერ მოვახერე. თუმცა ჯერ კიდევ 4 დღე წინ მაქვს და გადავიღებ.

Kiev Center Walking Tour with Small Group 2022 - Viator

კიევში დილის 10 საათამდე სასაუზმეების და ყავის დასალევი კაფეების სერიოზული დეფიციტი ყოფილა. საინფორმაციო ცენტრებში გვიწევდა დარეკვა რომ გაგვეგო სად შეგვეძლო 9 საათზე გვესაუზმა და ბოლოს კაფე “სერვიზ” ავარჩიეთ.

IMG_3481

ძალიან საყვარელი კაფეა 2 სართულიანი სადაც ქვემოთ მწეველებისთვის არის ადგილები, ზევით კი არამაწეველებისათვის, სამწუხაროდ ჩვენ ქვედა ზონაში მოგვიხდა ჯდომა საიდანაც ქალაქის ხედი არ ჩანდა 🙁

მე გადავწყვიტე ახალგამომცხვარი შოკოლადიანი კრუასანით და ამერიკანოთი მესაუზმა, კრუასანი იყო უგემრიელესი და თან თხილეულით მორთული.

IMG_3454

ჯერ კიდევ საათნახევარი გვქონდა დარჩენილი ჩექინამდე და ამიტომ ვაიძულე ბიჭები მაღაზიებში გაგვევლო. ჯერ ცენტრში შევედით მაღაზიებში.

IMG_3467

  ნატალის სოლარიუმი სახეზე კარდაგ მეტყობა, ბოლო 4 დღე ინტენსიურად ვირუჯებოდი :დ

 შემდეგ გადავწყვიტეთ დიდი სავაჭრო ცენტრში სკაიმოლში წასვლა, სადაც ყველაფერი რომ ნახო ალბათ მინიმუმ 2 დღე გინდა

The Court upends in the dispute of owners of the Sky Mall shopping center - LDaily

გზაზე ძალიან საინტერესო ფასადი ვნახე აფთიაქის,საინტერესოა რამდენი შრომაა ჩადებული ამ ყვავილების მოვლაში.

Pharmacy shop front covered with flowers, Kiev Ukraine Stock Photo - Alamy

მოვედით ბინაში რომელშიც უნდა გვეცხოვრა, აქ ძალიან კარგად არის განვითარებული ბინების გაქირავების სისტემა, იმდენი უცხოელი ვიზიტორი ყავს კიევს რომ სასტუმროები, რომლებიც ჩემდა გასაკვირად არც ისე ბევრია, ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, ამან გამოიწვია ის რომ კიეველებმა უკვე 10 წელზე მეტია დაიწყეს ბინების გაქირავება. ყველა ბინა კეთილმოწყობილი და კომფორტულია ფასების მიხედვით. ფასები 50$-დან 200$-ის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ვართ ქალაქის ცენტრში, ოლიმპიისკი სტადიონიდან 150 მეტრში შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ძალიან ლამაზი აივნიან და კარგ ხედიან ბინაში, რომელიც 75$ ქირავდება. მაქვს ყველაფერი ჭურჭელი, ჩაიდანი, თეთრეული, პირსახოცები, ჯაკუზი, ფენი, უთო.

Walking on Shota Rustaveli Street in Kiev

რომ მოვედით დამლაგებელი ბოლო სამუშაოებს ასრულებდა, მე ბიჭები გავუშვი, თათია უნდა მოსულიყო ერთ საათში და  გოგოშკური შეხვედრა უნდა მოგვეწყო სადმე კაფეში, ჩანთა ამოვალაგე და დავიწყე ჩემი კაბების დაუთოვება.

Comments

comments

11 thoughts on “Kiev Oct 19, Part 1

  1. თამთა says:

    როგორც ვიცი, უკრაინა ჩვენზე ცუდ მდგომარეობაშია და ჩვენთან რატო არააან ზარა და თუნდაც ნიუიორკერი 😀 😀

  2. A Magazine says:

    უნდა ავღნიშნო რომ რუჯი მართლაც და გეტყობა. და ესეც შენი სურათებიდან გამომდინარე ვამბობ და წარმომიდგენია რეალურად კიდევ უკეთესად გემჩნევა და ძალიანაც გიხდება!
    თავზე რომ გიკეთია ეს ქუდი არ არის? სურათზე ასე ჩანს! ძალიან საყვარელია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *